სველი ჭიპი - ომფალიტი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სველი ჭიპი - ომფალიტი

ომფალიტი შეიძლება იყოს ჩირქოვანი, ფლეგმონური და ნეკროზული. ყველაზე  ხშირად გვხვდება მარტივი ომფალიტი (ე.წ სველი ჭიპი). ომფალიტის ამ ფორმის დროს ჭიპის ჭრილიდან სეროზულ-ჩირქოვანი გამონადენი აღინიშნება. სხვა მხრივ ავადმყოფის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. გარდა ამისა, ჭიპის ჭრილში შეიძლება გაჩნდეს ქერქი ან იგი ამოივსოს გრანულებით. თუ გრანულების ზრდა მოხდება, მაშინ ჭიპზე გაჩნდება სოკოსმაგვარი გამობერილობა. სავარაუდოდ, ჩვენს მიერ ზემოთ მოყვანილი წერილის ავტორს მარტივი ომფალიტი აწუხებს, რასაც  გვაფიქრებინებს შემდეგი სიმპტომები: ხანგრძლივი მიმდინარეობა, გამონადენის ხასიათი (ჩირქოვან-სეროზული) და დამაკმაყოფილებელი ზოგადი მდგომარეობა. ორიოდე სიტყვით ომფალიტის სხვა ფორმებსაც შევეხებით. ფლეგმონურ ომფალიტს ახასიათებს ჭიპის ირგვლივ ინფილტრირებული კანის შეშუპება და შეწითლება (ჰიპერემია). ჭიპის ჭრილის ის კიდეები დაზიანებულია. ავადმყოფის ზოგადი მდგომარეობა დამოკიდებულია პათოლოგიური პროცესის გავრცელებაზე. ტემპერატურის 37,5-38 გრადუსამდე ზრდა და ზომიერად გამოხატული მოუსვენრობა დამახასიათებელია შემოფარგლული ფორმისთვის, ტემპერატურის 39-40 გრადუსამდე მატება და ტოქსიკოზის ნიშნები კი გავრცელებულ ფლეგმონაზე მიგვითითებს. ნეკროზული ომფალიტი იშვიათად გვხვდება. ამ დროს ჭიპის ირგვლივ კანი მოწითალო-მოლურჯო შეფერილობისაა და მასზე შეინიშნება მუქი რუხი უბნები. მუცლის კედლის ყველა შრის  დაზიანებით მიმდინარე ღრმა ნეკროზული ცვლილებების დროს შეიძლება განვითარდეს ნაწლავის ევენტრაცია (ნაწლავის გამობურცვა მუცლის კედლის დაზიანებული არიდან). ომფალიტის ყველაზე საშიში გართულებებია სეპტიცემია და სეფსისი. ადგილობრივ გართულებათაგან აღსანიშნავია მუცლის კედლის ფლეგმონა (ჩირქოვანი ანთება), კონტაქტური პერიტონიტი, პილეფლებიტი (კარის ვენისა და მისი ტოტების ანთება), ღვიძლის აბსცესი (ღვიძლში ჩირქგროვის გაჩენა), არ არის გამორიცხული პორტარული ჰიპერტენზიაც (კარის ვენაში წნევის მატება). დიაგნოზს სვამენ კლინიკური სურათის მიხედვით. მარტივი ომფალიტი მოითხოვს დიფერენცირებას ჭიპის თანდაყოლილი ფისტულისგან, ჭიპის კალცინოზისგან, ხოლო ფლეგმონური და ნეკროზული ახალშობილების შემთხვევაში - ე.წ. ახალშობილთა ფლეგმონისგან, ხოლო მოზრდილებთან - წითელი ქარისგან.

მკურნალობა

მარტივი ომფალიტის დროს საჭიროა ჭიპის ჭრილის დამუშავება თავდაპირველად 3%-იანი წყალბადის ზეჟანგით, შემდეგ - იოდის 5%-იანი სპირტხსნარით, ან 1-2%-იანი მწვანე ბრილიანტით. კარგია ჭიპის ულტრაიისფერი დასხივება. თუ ჭიპზე სოკოსმაგვარი გამობერილობები აღინიშნება, წვავენ ლიაპისის ფანქრით, იშვიათად საჭირო ხდება ამ გამობერილობის ქირურგიული მოშორება. მარტივი ომფალიტის დროს ეფექტურია ვიტამინოთერაპია და ბიოსტიმულაცია. ჭიპზე საფენების დადება (რასაც ჩვენი მკითხველი მიმართავდა) და გადახვევა არ შეიძლება, რადგან ეს შეაფერხებ ს ჭიპიდან გამონადენის გამოყოფას.  თუ მარტივი ომფალიტის მკურნალობა ამბულატორიულად და სახლის პირობებშიც არის შესაძლებელი, ფლეგმონური და ნეკროზული ომფალიტის დროს ავადმყოფს მკურნალობა უნდა ჩაუტარდეს საავადმყოფოში. აქვე კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ ომფალიტის ეს ფორმები მეტად იშვიათია, მაგრამ მისი მკურნალობის პრინციპს მაინც შევეხებით. ადგილობრივად ჭიპი მუშავდება ისევე, როგორც მარტივი ომფალიტის დროს. აუცილებელია ანტიბიოტიკის დანიშვნა, ამისათვის საჭიროა გაკეთდეს ანტიბიოტიკოგრამა, ანუ განისაზღვროს გამომწვევის მგრძნობელობა ანტიბიოტიკებისადმი. ანტიბიოტიკოგრამის პასუხის მიღებამდე პაციენტს ენიშნება ფართო სპექტრის ანტიბიოტიკები, მაგალითად, ამპიოქსი (ამპიცილინი + ოქსაცილინი), ან ცეპორინი, ან კეფზოლი. ახდენენ ორგანიზმის სტიმულაციას იმუნოგლობულინით, ავადმყოფს უსხამენ სისხლის პლაზმას, ინიშნება ვიტამინები და ა.შ. სიმპტომური მკურნალობა ტარდება ინდივიდუალურად (საგულე საშუალებები, შარდმდენები, დამამშვიდებლები და სხვა). მარტივი ომფალიტის შემთხვევაში პროგნოზი კეთილსაიმედოა - სწორი მკურნალობის შემთხვევაში ის ადვილად და სწრაფად იკურნება. ფლეგმონურ და ნეკროზულ ომფალიტს ახასიათებს გართულებები, თუმცა დროულ და ადეკვატურ მკურნალობას აქაც აქვს დადებითი შედეგი. ომფალიტის პროფილაქტიკა გულისხმობს ჰიგიენის ზედმიწევნით დაცვას, რათა ინფექციის შეჭრისგან თავი დავიზღვიოთ, ახალშობილებთან კი ჭიპის დამუშავებას უბნის ექიმის მითითებების მიხედვით.