როდის და რატომ გვტკივა მუცელი - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივლისი 2020

კითხვა-პასუხი

როდის და რატომ გვტკივა მუცელი

როდის და რატომ გვტკივა მუცელი

ტკივილის გახსენება არავის სიამოვნებს, განსაკუთრებით - მუცლის ტკივილისა. მუცლის ტკივილი მუცლის ღრუს (უწინარეს ყოვლისა - კუჭ-ნაწლავის ტრაქტის) დაავადებებისა და ახლომდებარე ორგანოთა დაზიანების ყველაზე გავრცელებული სიმპტომია. შემთხვევითი არ არის, რომ ტკივილსა და დაავადებას საერთო საფუძველი აქვს. თუმცა ყველა დაავადება როდი ვლინდება ტკივილის სინდრომით. მუცლის ტკივილის მიზეზი არცთუ იშვიათად ძნელი დასადგენია. მუცლის ტკივილის სწორი შეფასება მეტად მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით - მწვავე დაავადებების დროს, რომლებიც გადაუდებელ სამედიცინო ჩარევას მოითხოვს. მუცლის ტკივილის მიზეზებზე გვესაუბრება თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის ურგენტული ქირურგიის მიმართულების პროფესორი, მედიცინის დოქტორი ალექსანდრე გორდელაძე.

-

ბატონო ალექსანდრე, რისი ბრალია მუცლის ტკივილი?
- მინდა, მადლობა მოგახსენოთ, რომ ასეთი მნიშვნელოვანი საკითხით დაინტერესდით და გსურთ, მკითხველს გადასცეთ მეტად საჭირო და სწორი ინფორმაცია, რადგან ბევრი, მიზეზთა გამო, აგვიანებს ექიმთან მისვლას, ეკითხება რჩევას არაკომპეტენტურ პირებს (და მათაც საჭიროდ მიაჩნიათ, თავიანთი "ცოდნა" გამოამჟღავნონ), ან თვითნებურად იღებს
ტკივილგამაყუჩებლებს, რითაც საფრთხეში იგდებს თავს. დავიწყოთ იმით, რომ დაავადების ზუსტი დიაგნოსტიკა თითქმის მთლიანად დამოკიდებულია ტკივილის ლოკალიზაციაზე, ხასიათზე, წარმოშობის მექანიზმსა და გავრცელებაზე. ჩვენი მთავარი კითხვაა: "სად გტკივათ, როგორ გტკივათ, რამდენი ხანია და რას უკავშირებთ ტკივილის დაწყებას?" სწორედ ამ გამოკითხვით ვიღებთ მეტად საჭირო ინფორმაციას, რასაც დაავადების ანამნეზი ეწოდება და ზუსტი დიაგნოზის დასმაში გვეხმარება. განასხვავებენ მუცლის არეში ტკივილის ორ ძირითად ტიპს - ვისცერულსა და სომატურს. ვისცერული ტკივილი აღმოცენდება ორგანოთა კედლებში არსებული ნერვული დაბოლოებების გაღიზიანების შედეგად, ანუ დაკავშირებულია სპაზმთან. ამ ტიპის ტკივილი გამოიხატება სხვადასხვა ინტენსივობის ჭვალით (ღვიძლის, თირკმლის, ნაწლავური), აქვს გაფანტული, დიფუზური, ყრუ ხასიათი, ლოკალიზდება არა მხოლოდ დაზიანებული ორგანოს მიდამოში (ხშირად - მუცლის შუა ხაზის გასწვრივ), არამედ მუცლის სხვა ნაწილებშიც და გარკვეული ირადიაცია ახასიათებს. სომატური (პერიტონეალური) ტკივილი აღმოცენდება მუცლის ფარის გაღიზიანებისას, როდესაც პათოლოგიური პროცესი (მაგალითად, კუჭის წყლულის ან ღრუ ორგანოს პერფორაცია) აზიანებს მუცლის ფარში განთავსებულ ზურგის ტვინის ნერვულ დაბოლოებებს. ვისცერული ტკივილისგან განსხვავებით, სომატურ ტკივილს აქვს მუდმივი ხასიათი, ზუსტი ლოკალიზაცია, როგორც წესი, თან ახლავს მუცლის წინა კედლის კუნთების დაჭიმულობა, მწვავე და მსერავია, ძლიერდება მოძრაობისა და სუნთქვისას. ავადმყოფი ამ დროს გაუნძრევლად წევს, რადგან პოზის ნებისმიერი ცვლილება აძლიერებს ტკივილს.


- რომელ დაავადებებს ახლავს თან მუცლის ტკივილი?
- მოკლედ გიპასუხებთ, რადგან ამომწურავი პასუხისთვის რამდენიმე საათი დამჭირდება. მუცლის არეში ტკივილის გამომწვევი დაავადებები და პათოლოგიური მდგომარეობები ასე შეიძლება დავაჯგუფოთ:

  • მუცლის ღრუს ორგანოების, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის, ღვიძლისა და სანაღვლე გზების, კუჭუკანა ჯირკვლის, ნაწლავებისა და ელენთის დაავადებები (ორგანული, ფუნქციური);
  • კვებითი ტოქსიკოინფექციები, ინტოქსიკაციები;
  • მუცლის ფარის დაავადება და ანთება;
  • თირკმელებისა და შარდგამომყოფი გზების დაავადებები;
  • მუცლის ღრუში სისხლის მიმოქცევის ადგილობრივი მოშლა (უპირატესად - არტერიული);
  • მუცლის კედლის დაავადებები და დაზიანებები;
  • ნერვული სისტემის, ხერხემლის სვეტის ზოგიერთი დაავადება (Hერპეს ძოსტერ, სპონდილოართროზი);
  • სისხლის ზოგიერთი დაავადება (ჰემორაგიული ვასკულიტი, თრომბოფლებური სპლენომეგალია);
  • შემაერთებელი ქსოვილის დიფუზური დაავადებები (კვანძოვანი პერიარტერიიტი), რევმატიზმი;
  • გულმკერდის ღრუში მიმდინარე პათოლოგიური პროცესები (პნევმონია, დიაფრაგმული პლევრიტი, პერიკარდიტი, მწვავე კორონარული უკმარისობა);
  • ცალკეული, მათ შორის - იშვიათი დაავადებები და პათოლოგიური მდგომარეობები (აბდომინური ჭვალი ზოგიერთი ტიპის ჰიპერლიპოპროტეიდემიის, შაქრიანი დიაბეტის, თირეოტოქსიკოზის, ნერვული სისტემის პათოლოგია და სხვა).

რასაკვირველია, მუცლის ტკივილი ყოველთვის სერიოზულ დაავადებაზე არ მიგვანიშნებს - შესაძლოა, უბრალოდ ბევრი ჭამა და ორგანიზმი დასვენებას სთხოვს, მაგრამ ურიგო არ იქნება ვიცოდეთ, როდის უნდა გავამახვილოთ ტკივილზე ყურადღება.



გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
დიეტოლოგია
ედინბურგის უნივერსიტეტის მკვლევარების განცხადებით, კანის სიჯანსაღისა და ახალგაზრდობის შენარჩუნების
გადაცემაში "თქვენი კლინიკა" მოისმენთ 7 აკრძალვას, რომელთა
მოცხარმა ონკოლოგების ყურადღება მიიპყრო. კვლევამ აჩვენა, რომ ამ კენკრას შეუძლია კიბოს უჯრედებთან ბრძოლა.
კატეგორიის სხვა სტატიები
იმ მეტ–ნაკლებად სერიოზული პრობლემებიდან, რომელმაც შეიძლება თქვენი პატარა შეაწუხოს, ერთ–ერთი არის საზარდულის თიაქარი.
ცოტა ხნის წინ, ჩვენს ქვეყანაში ურთულესი ოპერაცია ჩატარდა, რომლის შედეგადაც
ექსეტერის უნივერსიტეტში შეადგინეს უკანასკნელი 10 წლის მანძილზე დედამიწის ატმოსფერული დაბინძურების რუქა.
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
ბოლო დროს საქართველოში ძალიან მომრავლდა ტკიპები, ბუნებას მონატრებულმა ადამიანებმა
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
Notice: Undefined variable: new_price in /var/www/mkurnali.ge/public_html/modules/mod_rss_center/tmpl/default.php on line 227 Notice: Undefined variable: old_prcie in /var/www/mkurnali.ge/public_html/modules/mod_rss_center/tmpl/default.php on line 235 Notice: Undefined variable: deffered_price in /var/www/mkurnali.ge/public_html/modules/mod_rss_center/tmpl/default.php on line 243
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად