ტროფიკული წყლული და სპილოვნობა მკურნალობის მეთოდები - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

აპრილი 2019

კითხვა-პასუხი

ტროფიკული წყლული და სპილოვნობა მკურნალობის მეთოდები

ტროფიკული წყლული და სპილოვნობა მკურნალობის მეთოდები

თუ ვენების ვარიკოზული გაგანიერების, თრომბოფლებიტის, შაქრიანი დიაბეტისა და ზოგიერთი სხვა დაავადების წინააღმდეგ აქტიურად არ იმოქმედეთ, გაცილებით დიდი უსიამოვნება გელით: მეცნიერები ამტკიცებენ, რომ მომავალში ასეთი ადამიანების დაახლოებით 60%-ს ტროფიკული წყლულები - ჩირქოვანი, პირშეუკრავი იარები - განუვითარდება. ასეთი წყლულები შეიძლება წლობით არ შეხორცდეს. ტროფიკული წყლულების სიმძიმეზე ისიც მეტყველებს, რომ მას ქირურგები მკურნალობენ.

”ტროფე” ბერძნულად ”კვებაა”. ტროფიკული წყლული კანის ან ლორწოვანის დეფექტია, რომელიც ორგანიზმის ქსოვილთა სისხლით მომარაგებისა და კვების მოშლის შედეგად ვითარდება. ტროფიკულ წყლულს სხვადასხვა რამ იწვევს. ზოგჯერ მიზეზის დადგენა ვერც კი ხერხდება. არსებობს

რამდენიმე დაავადება, რომელთა ფონზეც ვითარდება წყლული. ამ დაავადებათაგანია არტერიული უკმარისობა, შაქრიანი დიაბეტი, საჯდომი ნერვის დაზიანება. ათიდან 7-8 შემთხვევაში კი წყლული ვითარდება ქრონიკული ვენური უკმარისობის ფონზე. ქრონიკული ვენური უკმ
არისობის დროს ვენებში სისხლის შეგუბება ირგვლივ მდებარე ქსოვილების კვებისა და ჟანგბადით მომარაგების მოშლას იწვევს. ვენური უკმარისობის ამოცნობა ძნელი არ არის: იგი გამოვლინდება ფეხში სიმძიმის შეგრძნებით, რომელიც მთელი ღამის ძილისა და მოსვენების შემდეგაც კი არ ცხრება. ქსოვილების კვების მოშლისას კანი თხელდება, ფერს იცვლის, ალაგ-ალაგ ქერცლით იფარება, რეგენერაციული (აღდგენითი) პროცესი მკვეთრად ქვეითდება. ტროფიკული წყლულები მოულოდნელად წარმოიშობა თუ არსებობს წინასწარ განსაზღვრული გამშვები მექანიზმები? წყლულის წარმოქმნის მიზეზად უმნიშვნელო ტრავმაც კი შეიძლება იქცეს; ვთქვათ, სავარძლის კიდეს წამოედეთ, ავტობუსში ვიღაც დაგეჯახათ, მოიქავეთ კოღოს ნაკბენი... ასეთი დაზიანებები თავისთავად სულაც არ არის საშიში, მაგრამ რაკი ზიანდება ქსოვილი, რომლის კვებაც მოშლილია, იწყება თანმხლები მოვლენები: მომატებული ვენური წნევის გამო იზრდება სისხლის პლაზმის მოცულობა, იგი გამოჟონავს კაპილარის კედლებიდან, იმატებს შეშუპება, რომელიც ხელს უშლის ჭრილობის (ნაკბენის, აქერცლილის) შეხორცებას. ასე თანდათანობით ყალიბდება ტროფიკული წყლული. ადგილობრივი იმუნიტეტი დათრგუნულია, აღდგენითი პროცესები - მკვეთრად დაქვეითებული, ამიტომ ორგანიზმს არ ძალუძს, გარეგანი ჩარევის გარეშე მოერიოს დაავადებას. წყლული ინფექციის ხარჯზე ვითარდება. რაც უფრო დიდი ხნისაა იგი (ზოგიერთ პაციენტს წყლული წლობით - 5-20 წლის განმავლობაში - არ უცხრება), მით უფრო ნაყოფიერი ნიადაგი ხვდებათ ბაქტერიებს გამრავლებისთვის. წყლულის განმეორებითი ინფიცირებაც ხშირია. სამწუხაროდ, ანტიბიოტიკები სასურველ შედეგს არ იძლევა, რადგან დაავადების ძირითადი მიზეზი აღმოფხვრილი არ არის. ვარიკოზული წყლული კანქვეშა ვენების ვარიკოზული გაგანიერების დროს შეიძლება განვითარდეს. ვარიკოზული წყლული ორგვარია. ერთ შემთხვევაში იგი მცირე ზომისაა, დათრომბილი, ნეკროზული (მკვდარი) კაპილარის ან კანის ატროფიისა (განლევა, კვების მოშლა) და ნეკროზის შედეგია. ასეთი წყლული მეტად მტკივნეულია, არ ახასიათებს დაჩირქება, მაგრამ ძნელად ხორცდება. მეორე შემთხვევაში წყლული დიდია, უსწორმასწოროკიდეებიანი, ჭუჭყიანი, ზოგჯერ სისხლმდენი ფსკერით. ტროფიკული წყლული უმთავრესად ქვედა კიდურებზე ჩნდება. ზოგჯერ იგი მუფთასავით შემოეხვევა წვივს და უხვი ჩირქოვანი გამონადენი ახასიათებს. თრომბოფლებიტის შემდგომი ტროფიკული წყლულის მიზეზია გადატანილი თრომბოფლებიტი. ამ დროს დაზიანებულია ღრმა ვენები და სისხლი იქიდან გულისკენ კი არ მიედინება, არამედ, პირიქით, კანქვეშა ვენებში უკუდის. ხანგრძლივი უკუდენის გამო იშლება ქვედა კიდურის შესაბამისი ადგილის კვება, ჟანგბადით მომარაგება და იწყება ზემოაღწერილი პროცესები. არსებობს ტერფის გამხვრეტი ტროფიკული წყლულიც, რომელიც ფეხისგულზე ლოკალიზდება. ხშირად იგი საჯდომი ნერვის დაზიანების შედეგი გახლავთ. წყლული ტუბერკულოზური, დიაბეტური, სიფილისური და სიმსივნური წარმოშობისაც შეიძლება იყოს. ტროფიკული წყლულის გაქრონიკულებას ხელს უწყობს ორგანიზმის ადგილობრივი და ზოგადი მოშლილობანი, ქსოვილის კვების დაქვეითება, ავიტამინოზი, დიაბეტი და სხვა.


მკურნალობის მეთოდები
ტროფიკული წყლული მომაკვდინებელი დაავადება არ არის, მაგრამ ბევრი უსიამოვნება ახლავს თან, ამიტომ მკურნალობის დაწყებას ნუ დააგვიანებთ. არსებობს მკურნალობის ორი გზა - ქირურგიული და კონსერვატიული. აქვე გეტყვით, რომ მათი დაპირისპირება არ ღირს - ორივეს თავ-თავისი ადგილი და დანიშნულება აქვს. ქირურგები უმეტესად ვენების ოპერაციას ამჯობინებენ. სისხლის მიმოქცევის მოწესრიგებისა და ქსოვილების კვების აღდგენის შემდეგ, წესით, წყლული უნდა შეხორცდეს. მაგრამ აქ თავს იჩენს ერთი პრობლემა: ქირურგთა უმრავლესობას მიაჩნია, რომ ჩირქოვანი კერის არსებობისას ვენებზე ოპერაციის გაკეთება საშიშია. იწყება პაციენტის კონსერვატიული მკურნალობა და იგი მოჯადოებულ წრეში ხვდება: წყლული არ ხორცდება, რადგან ვენური სისხლის მიმოქცევის დარღვევა არ არის აღმოფხვრილი, ხოლო ოპერაციას არ აკეთებენ იმიტომ, რომ ეშინიათ ჩირქოვანი გართულებისა. რა თქმა უნდა, ბევრ პაციენტს მედიკამენტური მკურნალობისა და სამკურნალო შეხვევების შედეგად წყლულები უხორცდება, მაგრამ გაივლის დრო და იარა ისევ დააღებს პირს. გასაგებია, რომ ასე გაგრძელდება, სანამ არ მოისპობა ფეხში ვენური შეგუბების მიზეზი. ბევრ პაციენტს ქირურგები კონსერვატიული მკურნალობის ერთ-ერთ ყველაზე შედეგიან მეთოდს - კომპრესიულ თერაპიას სთავაზობენ, თუმცა პაციენტები მასზე რატომღაც ხშირად ამბობენ უარს, არადა ელასტიკური ბანდით ქვედა კიდურების შეხვევის ეფექტი მეტად თვალსაჩინოა - ვენების დიამეტრი მცირდება, სიმძიმისა და ტკივილის შეგრძნება ქრება.



გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
რეკომენდებული პროდუქტები
ჯანსაღი თმის შესანარჩუნებლად
ფასი: 75
ჯანსაღი თმის შესანარჩუნებლად
ფასი: 75
მხედველობის ჯანმრთელობისთვის -60 აბი
ფასი: 39.9
ნერვული სისტემის გაძლიერებისთვის -60აბი
ფასი: 22.9
დიეტოლოგია
გულისა და სისხლძარღვებისთვის ყველაზე სასარგებლო სასმელია პომიდვრის წვენი. ის აქვეითებს შაქრის დონეს
ენდრო განსაკუთრებით ეფექტურია შარდკენჭოვანი დაავადების სამკურნალოდ, გამოდევნის წვრილ ქვებსა და
მკვლევარებმა შეადარეს ეფექტი, რომელსაც დაბალი და მაღალი ენერგეტიკული სიმკვრივის პროდუქტები მადასა
კატეგორიის სხვა სტატიები
თუკი ცხოვრების წესის შეცვლა და მედიკამენტები არ არის საკმარისი წონის კორექციისთვის,
ნაღვლის ბუშტი საჭმლის მომნელებელი სისტემის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ორგანოა.
12 წლის გოგონა, რომელმაც ლეღვის ნახარშის შედეგად 40%–იანი დამწვრობა მიიღო, მინიმუმ ერთი კვირის განმავლობაში
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დასკვნით, სიმსუქნე “XXI საუკუნის არაინფექციური ეპიდემიაა”.
დღესდღეობით ტონზილექტომია და ადენოიდექტომია ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ოპერაციებია.
მკვლევარებმა წარმოადგინეს უნიკალური ნივთიერება, რომელიც ნებისმიერ დაზიანებულ ქსოვილს რამოდენიმე
აღმოჩნდა, რომ ჯანსაღი კანის მისაღებად მხოლოდ 2 მარტივი ინგრედიენტია საჭირო:
ვიტამინები ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისთვის აუცილებელია. ძირითადად, მათი მიღების მთავარი
გოგრის თესლს უძველესი დროიდან იყენებენ ხალხურ მედიცინაში, როგორც ჭიების საწინააღმდეგო საშუალებას.
თუ შენი ახლობლები ავადმყოფობენ, როგორ უნდა დაიცვა თავი? ხშირად გაწმინდეთ კარის სახელურები, პულტი და სხვ.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად