ქირურგიული დაავადებები, რომლებიც ყლაპვის გაძნელებას იწვევს - მკურნალი.გე
რუბრიკები
ოჯახის მკურნალის ანონსი
ნოემბერი 2018
ქირურგიული დაავადებები, რომლებიც ყლაპვის გაძნელებას იწვევს
ქირურგიული დაავადებები, რომლებიც ყლაპვის გაძნელებას იწვევს

ყლაპვის გაძნელება - დისფაგია - საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებათა თანმხლები სინდრომია. ავადმყოფი მას აღიქვამს, როგორც საყლაპავ მილში ლუკმის შეჩერებას, მის ”გულზე დადგომას”. დისფაგია საყლაპავი მილის დაზიანების მთავარი ნიშანია, ხშირად - რომელიმე დაავადების პირველი კლინიკური გამოვლინება.

დისფაგია შეიძლება გამოწვეული იყოს საყლაპავის როგორც ფუნქციური, ისე ორგანული დაზიანებით. ყლაპვის გაძნელების ფუნქციური მიზეზია საყლაპავის ფუნქციური დაზიანება კარდიოსპაზმის, დიაფრაგმის ხვრელის თიაქრის დროს. ორგანული მიზეზებია საყლაპავის კიბო, ეზოფაგიტი, საყლაპავის წყლული, საყლაპავის დავიწროება ნაწიბურის გამო, დივერტიკული და სხვა. ყლაპვის გაძნელებას იწვევს ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები, აორტის ანევრიზმა, შუასაყრის სიმსივნეები და სხვა.
მიმოვიხილავთ

რამდენიმე ქირურგიულ პათოლოგიას, რომელთა ერთ-ერთი სიმპტომი ყლაპვის გაძნელებაა.

საყლაპავის კიბო
საყლაპავის კიბოს სიმსივნეებს შორის განსაკუთრებული ადგილი უკავია. ის, ჩვეულებრივ, ადრე მჟღავნდება და თითქოს ადვილად დიაგნოსტირდება, თუმცა რადიკალური მკურნალობა ავადმყოფთა მხოლოდ მცირე ნაწილს უტარდება. სამწუხაროდ, პაციენტთა თითქმის 80% ექიმს დაავადების III-IV სტადიაში მიმართავს.
დიაგნოსტიკა. განგაშის სიგნალებად, რომელთა

საფუძველზეც ვვარაუდობთ, რომ საქმე გვაქვს საყლაპავის კიბოსთან, ითვლება შემდეგი ნიშნები:

  • ნებისმიერი სიმძიმის ყლაპვის გაძნელება, რომელიც წარმოიშობა საყლაპავის ყოველგვარი მექანიკური, თერმული თუ ქიმიური დაზიანების გარეშე;
  • ლუკმის განვლადობის დარღვევა, ტკივილი ან უსიამოვნო შეგრძნებები საყლაპავის გასწვრივ საკვების მიღების დროს;
  • განმეორებადი რეგურგიტაცია (ბოყინის დროს ჰაერთან ერთად კუჭის შიგთავსის მცირე ულუფის ამოსვლა) და ღებინება სისხლიანი შიგთავსით;
  • ხმის უმიზეზო ჩახლეჩა;
  • შემაწუხებელი ხველა სითხის მიღებისას.

და მაინც, საყლაპავის კიბოს დროს პირველად სიმპტომებად ითვლება ყლაპვის გაძნელება, ტკივილი მკერდის ძვლის უკან, სისავსის შეგრძნება, საკვების ”გულზე დადგომა” და გაძლიერებული სალივაცია (ნერწყვის გამოყოფა). პრაქტიკულად ყველა ეს სიმპტომი საყლაპავში პათოლოგიური პროცესის ფართო გავრცელებაზე მიუთითებს.
მრავალ შემთხვევაში დისფაგია თანდათანობით პროგრესირებს. თავდაპირველად საყლაპავში მყარი საკვების გავლისას ოდნავ შესამჩნევი დაბრკოლებები ჩნდება - ავადმყოფი თითქოს შეიგრძნობს, როგორ გადაადგილდება მყარი ლუკმა საყლაპავში. თანდათან შევიწროება იმატებს და პაციენტი იძულებულია, საკვებს წყალი დააყოლოს. რამდენიმე კვირის ან თვის შემდეგ უკვე ნახევრადთხევადი საკვების გადაყლაპვაც ჭირს, შემდეგ კი - სითხისაც. დისფაგიის ასეთი განვითარება ყოველთვის არ შეიმჩნევა. ზოგჯერ მედიკამენტური მკურნალობის შემდეგ ან სიმსივნის დაშლისას საყლაპავის გამავლობა აღდგება, მაგრამ დროებით - რამდენიმე ხნის შემდეგ დისფაგია ისევ პროგრესირებს.
საწყის სტადიაში დისფაგია ყველა მკვრივ საკვებზე ერთნაირი არ არის. ავადმყოფები უფრო ადვილად ყლაპავენ ისეთ საკვებს, რომელიც ნერწყვის გამოყოფას აძლიერებს, მაგალითად, შემწვარ ხორცს, ძეხვეულს, დამარილებულ თევზს. საყლაპავი მილი უფრო ძნელად ატარებს მოხარშულ კარტოფილს, შავ პურს, მოხარშულ ხორცს. კიდევ ერთი: გაძლიერებული ნერწყვდენა, რომელიც ახასიათებს საყლაპავის კიბოს, რეფლექსური ბუნებისაა და საყლაპავი მილის ნებისმიერი მიზეზით გამოწვეული სტენოზის (შევიწროების) დროს იჩენს თავს.

განასხვავებენ დისფაგიის ხუთ საფეხურს:
I საფეხური - საყლაპავში ყოველგვარი საკვები გადადის, მხოლოდ მკვრივი ლუკმის გადაყლაპვისას ჩნდება უსიამონვო შეგრძნება (წვა, ჩახეხვა (ფხაჭნა), ზოგჯერ - ტკივილიც);
II საფეხური - მყარი საკვები საყლაპავში ჩერდება ან ძნელად გადადის, ლუკმის გადასაყლაპავად საჭირო ხდება წყლის დაყოლება;
III საფეხური - მყარი საკვები საყლაპავში აღარ გადადის. გადაყლაპვის მცდელობა ღებინებას იწვევს.



თარიღი : 19-07-2018
Mzeko
Gamarjobat sakvebi ylapvis dros yelshi micherdeba shemdeg vidzabebi xrchobis shegrdzneba michndeba da guli dzalian magra michqardeba,imdenad diskomfortimaq yoveli sakvebis migebis dros vnerviulob da ufro gamdzafrebulad maq tu ar vfiqrob mashin ar memarteba egre.gtxovt iqneb mirchiot rame
თარიღი : 11-01-2017
მარიამი
გამარჯობათ!საკვების ან სასმელი მიღებისას,ნერწყვის ყლაპვისას გამოვცემ ხმას,რომელიც უკვე გარშემომყოფთათვისასც შესამჩნევია და მერიდება.ამასთანავე ბოლო ერთი წელია ხშირად მტკივა ყელი.რისი ბრალი შეიძლება იყოს?
თარიღი : 27-09-2016
ხატია
გამარჯობათ, ვგრძნობ რომჭამის შემდეგ რაღაც მაქვს და მაწუხევს, შემდეგ გულს ვირევ. ვიმკურნალე ზუსტად ვერ მითხრეს რაიყოო, ისევვისე ვარ. რისი ბრალი შეიძლება იყოსს. უსიამოვნო შეგრძნებაა
თარიღი : 20-01-2015
ხათუნა იმედაძე
მოგესალმებით და დაგვიანებით გილოცავთ ყველა განვლილ დღესასწაულს,ყლაპავასთან დაკავშირებით პრობლემა მგონი ჯერ არ დამწყებია,მაგრამ ბოლო 3 თვეა,უფრო სწორად ვიყავი ავად მახველებდა დიდხანს,ამის მერე დამეწყო სიმძიმის შეგრძნებები ყელში,გეგონებათ თოკი მაქვს მობმული განსაკუთრებით ძილის წინ,კონკრეტულად არ მტკივა არც ჯირკვლები და არც ყელი,მაგრამ მაქვს საშინელი დისკომფორტი,გთხოვთ მომწეროთ ,რომელ ექიმთან უნდა მივიდე და რა უნდა გავიკეთო.მადლობა
თარიღი : 19-01-2015
გამარჯობა
გილოცავთ ნათლისღებას! პერიოდულად საყლაპავ მილზე,ყელიდან კუჭის ჩათლით,მიჩნდება ხოლმე ისეთი შეგრძნება,თითქოს ცხელი სითხით,ვთქვათ ცხელი ჩაი დავლიე და დამეწვა. ზოგადად,მომნელებელ სისტემაზე პრობლემა მქონდა,ფაღარათი, ახლა თუმცა გამომისწორდა მდგომარეობა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
რეკომენდირებული პროდუქტები
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
თუკი ცხოვრების წესის შეცვლა და მედიკამენტები არ არის საკმარისი წონის კორექციისთვის,
12 წლის გოგონა, რომელმაც ლეღვის ნახარშის შედეგად 40%–იანი დამწვრობა მიიღო, მინიმუმ ერთი კვირის განმავლობაში
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დასკვნით, სიმსუქნე “XXI საუკუნის არაინფექციური ეპიდემიაა”.
დღესდღეობით ტონზილექტომია და ადენოიდექტომია ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ოპერაციებია.
მკვლევარებმა წარმოადგინეს უნიკალური ნივთიერება, რომელიც ნებისმიერ დაზიანებულ ქსოვილს რამოდენიმე
რუსმა მკვლევარებმა კრასნოიარსკიდან წარმოადგინეს ბაქტერიული ცელულოზისგან შექმნილი უცნაური აპკები (ერთგვარი გარსები), რომლებიც
27 სექტემბერი 2014
თუ არ გაქვთ შაქრიანი დიაბეტი, ან არ ხართ ალერგიული თაფლზე, მაშინ შეგიძლიათ თაფლიანი წყლის დალევა
16 ნოემბერი 2018
თაფლი სასარგებლო პროდუქტია, რომელსაც ზრდასრული ადამიანები ტკბილეულის მაგივრად იღებენ და
ბევრს აოცებს, როგორ შეგვიძლია ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ვითარებაში, დახუჭული თვალებითაც კი შევიგრძნოთ, განვსაზღვროთ ჩვენი სხეულის პოზიცია.
თაფლი თავისი შემადგენლობითა და სასარგებლო თვისებებით უნიკალური პროდუქტია. მაგრამ როგორ განვასხვავოთ
როდესაც ხშირად გვტკივა თავი.როდესაც თავის მკვეთრი მობრუნებისას, დახრისას, ერთ რომელიმე ადგილას, საფეთქლის ან