აპენდიციტის ამოცნობის სირთულე - დაავადებები, რომლებსაც მისი მსგავსი სიმპტომები აქვთ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

აპენდიციტის ამოცნობის სირთულე - დაავადებები, რომლებსაც მისი მსგავსი სიმპტომები აქვთ

რატომ ჭირს ზოგჯერ აპენდიციტის ამოცნობა?

აპენდიქსი მუცლის ღრუს სხვადასხვა ადგილას მდებარეობს. ძირითადად მუცლის ქვედა მარჯვენა ნახევარშია მოთავსებული. აპენდიქსს აქვს ჯორჯალი, რომლითაც ის მუცლის ღრუს სხვა სტრუქტურებს მიემაგრება. თუ ჯორჯალი გრძელია, არ არის გამორიცხული, აპენდიქსმა მდებარეობა იცვალოს. თავად ჭიაყელა ნაწლავიც შესაძლოა ჩვეულებრივზე გრძელი იყოს.

ასეთ შემთხვევებში აპენდიქსი ზოგჯერ მენჯის ღრუში აღმოჩნდება და იქ მდებარე ორგანოების პათოლოგიის ნიშნებს იწვევს ან კოლინჯს მოექცევა უკან, რაც დიაგნოსტიკას ძალზე ართულებს და სხვა. აპენდიციტის დიაგნოსტირების სირთულის გამო პაციენტს ერთხანს აკვირდებიან, ვიდრე სიტუაცია თავისით განიმუხტება ან თავს იჩენს სიმპტომები, რომლებიც უფრო მეტად არის დამახასიათებელი ან აპენდიციტისთვის, ან სხვა დაავადებისთვის.

რომელი დაავადებები იძლევა აპენდიციტისთვის დამახასიათებელ სიმპტომებს?

  • მეკელის დივერტიკული. ეს გახლავთ ნაწლავის კედლის მცირე ზომის გამობერილობა, რომელიც, ჩვეულებრივ, მოთავსებულია მუცლის ღრუს ქვედა მარჯვენა ნახევარში, აპენდიქსის მახლობლად. დივერტიკულის ანთება და მისი გახვრეტა აპენდიციტის მსგავს კლინიკურ ნიშნებს იძლევა. მეკელის დივერტიკულის პათოლოგიის დროს ამ ორგანოს ამოკვეთენ.

  • მენჯის ღრუს ორგანოების ანთება. მარჯვენა ფალოპის მილი და საკვერცხე აპენდიქსის მახლობლად არის მოთავსებული. ქალებს, რომლებიც აქტიურ სქესობრივ ცხოვრებას ეწევიან, შესაძლოა სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები შეხვდეთ, რომლებიც საშვილოსნოს დანამატებსა და საკვერცხეებს აზიანებს. ჩვეულებრივ, ამ დროს საკმარისია ანტიბიოტიკოთერაპია, ზემოხსენებული ორგანოების ქირურგიული გზით ამოკვეთა არ არის საჭირო.

  • მუცლის მარჯვენა ნახევრის დაავადებები. მუცლის ღრუს ზედა მარჯვენა ნახევრის რომელიმე ორგანოს ანთების დროს გამოყოფილი სითხე, როგორც წესი, მუცლის ღრუს ქვედა ნაწილში ჩაიღვრება, სადაც ის ანთებისა და აპენდიციტის სიმულირებას ახდენს. სითხე შეიძლება გამოვიდეს კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის გახვრეტილი წყლულიდან, შარდის ბუშტიდან, ღვიძლის აბსცესიდან და სხვა.

  • მარჯვენამხრივი დივერტიკულიტი. დივერტიკული უმეტესად მუცლის მარცხენა ნახევარში გვხვდება, იშვიათად - მარჯვენა მხარეს. თუ მარჯვენამხრივი დივერტიკული გაიხვრიტა, წარმოიშობა ანთება, რომლის სიმპტომები აპენდიციტისას ჰგავს.

  • თირკმლის დაავადებები. მარჯვენა თირკმელი აპენდიქსთან იმდენად ახლოს მდებარეობს, რომ მისმა ანთებითმა პროცესმა, მაგალითად, აბსცესმა, შესაძლოა აპენდიციტის მსგავსი სიმპტომები გამოიწვიოს.

წაიკითხეთ სრულად