მუცლის ღრუს ლაპაროცენტეზი ასციტის დროს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მუცლის ღრუს ლაპაროცენტეზი ასციტის დროს

მუცლის ღრუ შინაგან ორგანოებს შორის მოთავსებულია სივრცე, რომლის კედლებიც დაფარულია შემაერთებელი ქსოვილის თხელი გარსით – პერიტონეუმით. ნორმის დროს პერიტონეუმის ზედაპირზე რეგულარულად გამომუშავდება და შეიწოვება სითხე – ის ასრულებს საცხის როლს და მცირე რაოდენობით უნდა იყოს. ასციტის დროს ეს სითხე დიდი რაოდენობით გამომუშავდება, ირღვევა მისი შეწოვა და ის გროვდება მუცლის ღრუში. ეს მდგომარეობა სხვადასხვა პათოლოგიით შეიძლება იყოს გამოწვეული.

პროცედურის ჩვენებები:

ლაპაროცენტეზი შეიძლება იყო დიაგნოსტიკური და სამკურნალო.

დიაგნოსტიკურ პარაცენტეზს ატარებენ შემდეგ შემთხვევაში:

  • კვლავ განვითარებული ასციტი. ლაპაროცენტეზით დგინდება მუცლის ღრუში სითხის დაგროვების მიზეზი და ზუსტი დიაგნოზი;
  • სპონტანური ან მეორეულ ბაქტერიულ პერიტონიტზე ეჭვის შემთხვევაში, მუცლის ღრუში ბაქტერიებით გამოწვეული ანთება;
  • რეფრაქტერული ასციტი – რომელიც არ ექვემდებარება შარდმდენი საშუალებების მოქმედებას, ან მკურნალობის დასრულებიდან მალევე იძლევა რეციდივს.

სამკურნალო პარაცენტეზი გამოიყენება იმ შემთხვევაში, როდესაც პაციენტს აღენიშნება გამოხატული ასციტი, რაც იწვევს სხვადასხვა სიმპტომს:

  • მუცლის ზომის მომატება;
  • ტკივილი;
  • ქოშინი;
  • შინაგანი ორგანოების მუშაობის დარღვევა, რაც არ ექვემდებარება კონსერვატულ მკურნალობას.

ასციტი საკმაოდ ხშირი გართულებაა ონკოლოგიურ პაციენტებში, განსაკუთრებით კიბოს განვითარების მოგვიანებით სტადიებზე. ხშირად ეს მდგომარეობა აღინიშნება სარძევე ჯირკლის, მსხვილი ნაწლავის, კუჭის, საკვერცხის, კუჭუკანა ჯირკვლის, საშვილოსნოს ავთვისებიანი სიმსივნეების დროს.

ასციტის განვითარების მექანიზმი ონკოლოგიური დაავადებების დროს სხვადასხვაა:

  • სიმსივნური უჯრედებით პერიტონეუმის დაზიანება;
  • სიმსივნური კერები, რომლებიც აზიანებენ ლიმფურ კვანძებს და ახდენენ ლიმფის მუცლის ღრუდან გამოდინების ბლოკადას;
  • ღვიძლის დაზიანება, რომლის შემდეგადაც ის ვეღარ ახერხებს საკმარისი რაოდენობით ალბუმინის გამომუშავებას – ცილის, რომელიც უზრუნველყოფს სისხლის ონკოზურ წნევას. ონკოზური წნევის დაცემის შედეგად, სითხე მიემართება მუცლისა და ორგანიზმის სხვა ღრუებში.

უკუჩვენებები:

პარაცენტეზის ერთადერთი აბსოლუტური უკუჩვენება არის მწვავე მუცლის კლინიკური სურათი, რომელიც საჭიროებს გადაუდებელ ქირურგიულ ჩარევას.

შედარებითი უკუჩვენებებია:

  • მძიმე თრომბოციტოპენია;
  • კოაგულოპათია;
  • ორსულობა;
  • მუცლის ღრუს გამოხატული შეხორცებითი პროცესი.

როგორ ხდება ლაპაროცენტეზისთვის მომზადება

პარაცენტეზის წინ ტარდება მუცლის ღრუს ულტრაბგერითი გამოკვლევა, რომელიც მუცლის ღრუში სითხის რაოდენობისა და შინაგანი ორგანოების მდგომარეობის განსაზღვრის საშუალებას იძლევა. შესაძლებელია ასევე გაკეთდეს კომპიუტერული ტომოგრაფია.

ხდება პარაცენტეზის დროს მიღებული სითხის კვლევა:

  • ბიოქიმიური ანალიზით დგინდება ცილების, ალფა-ამილაზის, ბილირუბინის, ლაქტატდეჰიდროგენაზის, გლუკოზის, ტრიგლეცირედების დონე.
  • შრატის ალბუმინის/ასციტური სითხის ალბუმინის გრადიენტის (შAAG) განსაზღვრა – მნიშვნელოვანი მაჩვენებელი, რომელიც ასციტის დროს მუცლის ღრუში სითხის არსებობის მიზეზს, ტრანსუდატის (შუშუპებითი სითხე ექსუდატისგან (ანთებითი სითხე) გარჩევის შესაძლებლობას იძლევა.
  • რივალტის რეაქცია სერომუცინზე, რომელიც ასევე ტრანსუდატსა და ექსუდატს შორის განსხვავებას ადგენს.
  • ციტოლოგიური კვლევა – ხდება სიმსივნური უჯრედების აღმოჩენა;
  • ბაქტერიული კვლევა.

შესაძლო გართულებები:

  • ნაწლავის დაზიანება;
  • მსხვილის სისხლძარღვის დაზიანება და სისხლდენის განვითარება;
  • ინფექციური გართულებები;
  • დიდი რაოდენობით სითხის ერთ მომენტად ევაკუაციისას არტერიული წნევის დაქვეითება, თავბრუსხვევა, კოლაფსი.