ტროფიკული წყლული - როგორ მიმდინარეობს დაავადება და რა სიმპტომები ახასიათებს? - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ტროფიკული წყლული - როგორ მიმდინარეობს დაავადება და რა სიმპტომები ახასიათებს?

მეცნიერები ამტკიცებენ, რომ მომავალში ასეთი ადამიანების დაახლოებით 60%-ს ტროფიკული წყლულები - ჩირქოვანი, პირშეუკრავი იარები - განუვითარდება. ასეთი წყლულები შეიძლება წლობით არ შეხორცდეს.  ტროფიკულ წყლულს სხვადასხვა რამ იწვევს. ზოგჯერ მიზეზის დადგენა ვერც კი ხერხდება. არსებობს

რამდენიმე დაავადება, რომელთა ფონზეც ვითარდება წყლული. ამ დაავადებათაგანია არტერიული უკმარისობა, შაქრიანი დიაბეტი, საჯდომი ნერვის დაზიანება. ათიდან 7-8 შემთხვევაში კი წყლული ვითარდება ქრონიკული ვენური უკმარისობის ფონზე. ქრონიკული ვენური უკმარისობის დროს ვენებში სისხლის შეგუბება ირგვლივ მდებარე ქსოვილების კვებისა და ჟანგბადით მომარაგების მოშლას იწვევს.

ვენური უკმარისობის ამოცნობა ძნელი არ არის: იგი გამოვლინდება ფეხში სიმძიმის შეგრძნებით, რომელიც მთელი ღამის ძილისა და მოსვენების შემდეგაც კი არ ცხრება. ქსოვილების კვების მოშლისას კანი თხელდება, ფერს იცვლის, ალაგ-ალაგ ქერცლით იფარება, რეგენერაციული (აღდგენითი) პროცესი მკვეთრად ქვეითდება. ტროფიკული წყლულები მოულოდნელად წარმოიშობა თუ არსებობს წინასწარ განსაზღვრული გამშვები მექანიზმები? წყლულის წარმოქმნის მიზეზად უმნიშვნელო ტრავმაც კი შეიძლება იქცეს; ვთქვათ, სავარძლის კიდეს წამოედეთ, ავტობუსში ვიღაც დაგეჯახათ, მოიქავეთ კოღოს ნაკბენი... ასეთი დაზიანებები თავისთავად სულაც არ არის საშიში, მაგრამ რაკი ზიანდება ქსოვილი, რომლის კვებაც მოშლილია, იწყება თანმხლები მოვლენები: მომატებული ვენური წნევის გამო იზრდება სისხლის პლაზმის მოცულობა, იგი გამოჟონავს კაპილარის კედლებიდან, იმატებს შეშუპება, რომელიც ხელს უშლის ჭრილობის (ნაკბენის, აქერცლილის) შეხორცებას. ასე თანდათანობით ყალიბდება ტროფიკული წყლული. ადგილობრივი იმუნიტეტი დათრგუნულია, აღდგენითი პროცესები - მკვეთრად დაქვეითებული, ამიტომ ორგანიზმს არ ძალუძს, გარეგანი ჩარევის გარეშე მოერიოს დაავადებას. წყლული ინფექციის ხარჯზე ვითარდება. რაც უფრო დიდი ხნისაა იგი (ზოგიერთ პაციენტს წყლული წლობით - 5-20 წლის განმავლობაში - არ უცხრება), მით უფრო ნაყოფიერი ნიადაგი ხვდებათ ბაქტერიებს გამრავლებისთვის. წყლულის განმეორებითი ინფიცირებაც ხშირია.

სამწუხაროდ, ანტიბიოტიკები სასურველ შედეგს არ იძლევა, რადგან დაავადების ძირითადი მიზეზი აღმოფხვრილი არ არის. ვარიკოზული წყლული კანქვეშა ვენების ვარიკოზული გაგანიერების დროს შეიძლება განვითარდეს. ვარიკოზული წყლული ორგვარია. ერთ შემთხვევაში იგი მცირე ზომისაა, დათრომბილი, ნეკროზული (მკვდარი) კაპილარის ან კანის ატროფიისა (განლევა, კვების მოშლა) და ნეკროზის შედეგია. ასეთი წყლული მეტად მტკივნეულია, არ ახასიათებს დაჩირქება, მაგრამ ძნელად ხორცდება. მეორე შემთხვევაში წყლული დიდია, უსწორმასწოროკიდეებიანი, ჭუჭყიანი, ზოგჯერ სისხლმდენი ფსკერით. ტროფიკული წყლული უმთავრესად ქვედა კიდურებზე ჩნდება. ზოგჯერ იგი მუფთასავით შემოეხვევა წვივს და უხვი ჩირქოვანი გამონადენი ახასიათებს. თრომბოფლებიტის შემდგომი ტროფიკული წყლულის მიზეზია გადატანილი თრომბოფლებიტი. ამ დროს დაზიანებულია ღრმა ვენები და სისხლი იქიდან გულისკენ კი არ მიედინება, არამედ, პირიქით, კანქვეშა ვენებში უკუდის.

ხანგრძლივი უკუდენის გამო იშლება ქვედა კიდურის შესაბამისი ადგილის კვება, ჟანგბადით მომარაგება და იწყება ზემოაღწერილი პროცესები. არსებობს ტერფის გამხვრეტი ტროფიკული წყლულიც, რომელიც ფეხისგულზე ლოკალიზდება. ხშირად იგი საჯდომი ნერვის დაზიანების შედეგი გახლავთ. წყლული ტუბერკულოზური, დიაბეტური, სიფილისური და სიმსივნური წარმოშობისაც შეიძლება იყოს. ტროფიკული წყლულის გაქრონიკულებას ხელს უწყობს ორგანიზმის ადგილობრივი და ზოგადი მოშლილობანი, ქსოვილის კვების დაქვეითება, ავიტამინოზი, დიაბეტი და სხვა.

სიმპტომები და მიმდინარეობა

სპილოვნობის დროს კანის დაავადებული უბნები მეჭეჭებითა და წყლულებით იფარება. დაზიანებულ მიდამოში შეინიშნება ვენური და ლიმფური სტაზი (შეგუბება), ქსოვილთა შეშუპება და შემაერთებელი ქსოვილის გაღიზიანება. კანსა და კანქვეშა უჯრედისში ვითარდება ჰიპერტროფიული პროცესები, რომელიც გამოწვეულია კანსა და კუნთებშორის მიდამოში შემაერთებელი ქსოვილის ჩაზრდით და ძვლის გასქელებით. ჰიპერტროფიას მოსდევს ორგანოების ფორმისა და მოცულობის შეცვლა, შემთხვევათა უმრავლესობაში აღინიშნება ქვედა კიდურების დაზიანება - ფეხები სქელდება და სპილოს ფეხებს ემსგავსება. სწორედ აქედან მომდინარეობს დაავადების სახელწოდება. ცნობილია დაავადების სხვა ფორმებიც (მაგალითად, სათესლე პარკის სპილოვნობა). ელეფანტიაზის წარმოქმნისა და განვითარების პროვოცირება სხვა დაავადებებმაც შეიძლება მოახდინოს, მაგალითად, თრომბოფლებიტმა, რომელიც ლიმფურ სადინარებში ინფექციის განვითარებისთვის საჭირო პირობებს ქმნის