ყველაფერი, რაც უნდა იცოდეთ, თუ უკიდურესი სიმსუქნე გაწუხებთ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ყველაფერი, რაც უნდა იცოდეთ, თუ უკიდურესი სიმსუქნე გაწუხებთ

დღეისათვის მსოფლიოში ჭარბ წონიანთა რაოდენობა 1,7 მილიარდს შეადგენს. თანამედროვე დასავლეთში აღნიშნულმა პრობლემამ ეპიდემიის ხარისხი მიიღო. მაგალითად, შეერთებულ შტატებში მოსახლეობის 65% ჭარბწონიანია. მათ ნახევარს კი მორბიდული სიმსუქნე აწუხებს. მორბიდული სიმსუქნე უკიდურესი, პათოლოგიური, ავადმყოფური ხარისხის სიმსუქნეა. ის ფიქსირდება, როდესაც სხეულის მასის ინდექსი BMI 40 ან მეტია.

მორბიდული სიმსუქნით დაავადებული 25 წლიდან 35 წლამდე ასაკის პირებში სიკვდილიანობა 12-ჯერ უფრო მაღალია, ვიდრე მათ ნორმალურ წონიან თანატოლებში. 35 წლიდან 45 წლამდე პირებში - დაახლოებით, 8-ჯერ მაღალია.

ზოგადად, სიმსუქნე იწყება ენერგიის ხარჯვასა და კალორიების მიღებას შორის დისბალანსის დადგომის შემდეგ. ის არის მრავალფაქტორული ქრონიკული დაავადება, რომელზეც გავლენას ახდენს და განაპირობებს შემდეგი ფაქტორები: გენეტიკური, ენდოკრინული, მეტაბოლური, გარემო (სოციალური და კულტურული), ქცევითი და ფსიქოლოგიური.

სიმსუქნის უკიდურესი ფორმების არსებობის დროს ერთადერთი მეთოდი, რომლითაც სასურველი შედეგის მიღება ხდება, ბარიატრიული ქირურგიაა. ბარიატრიული ოპერაციები წარმატებით ტარდება საქართველოში. ამ თემაზე სასაუბროდ „ნიუ ჰოსპიტალსის“ ბარიატრიული ქირურგიის მიმართულების ხელმძღვანელს, რატი ტურაშვილს მივმართეთ, რომელიც დეტალურად აგისხნით, თუ რა ტიპის ბარიატრიული ოპერაციები ტარდება საქართველოში და რა შედეგის მიღწევაა შესაძლებელი თითოეული მათგანით.

რატომ არის საშიში მორბიდული სიმსუქნე, რას იწვევს ის და რა გართულებების წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს ადამიანი, თუ ზედმეტ წონას ყურადღებას არ მიაქცევს?

ავადმყოფური სიმსუქნე მრავალი სხვა დაავადების მაუწყებელია. იგი მნიშვნელოვნად მოქმედებს ორგანიზმის ყველა ორგანოთა სისტემაზე. მათ შორისაა: კარდიოვასკულური, რესპირატორული, მეტაბოლური, საყრდენ-მამოძრავებელი, კუჭ-ნაწლავის ტრაქტი, უროლოგიური, ენდოკრინული და რეპროდუქციული, დერმატოლოგიური, ნევროლოგიური, ფსიქოლოგიური და სხვ.

სიმსუქნე განიხილება, როგორც შემდეგი დაავადებების უმთავრესი მიზეზი: შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2, გლუკოზის ტოლერანტობა, ჰიპერლიპიდემია, ძილის აპნოე, ასთმა, სიმსუქნესთან ასოცირებული ჰიპოვენტილაციის სინდრომი. იგი არის უშვილობის მიზეზი ხშირ შემთხვევებში, შეიძლება იყოს ორსულობის დროს ნაყოფის ანომალიების განმაპირობებელი ფაქტორი. ჭარბი წონა იწვევს ხერხემლის, ქვემო კიდურების მსხვილი სახსრების დაზიანებას. გულ-სისხლძარღვთა სისტემის, არტერიული ჰიპერტენზიის, ინფარქტის/ინსულტის ნაადრევი განვითარების, ფილტვის თრომბოემბოლიურ გართულებას.

ქვემო კიდურის ვენების, არტერიების სხვადასხვა პათოლოგიების განვითარების მიზეზი. იწვევს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სხვადასხვა ქრონიკული თუ მწვავე დაავადებების განვითარებას.

სიმსუქნე არის ერთ–ერთი ხელშემწყობი ძუძუს კიბოს, საშვილოსნოს, მსხვილი ნაწლავების, პროსტატის კიბოს განვითარებისთვის. იწვევს ფიზიკური და გონებრივი შრომის უნარიანობის დაქვეითებას, ფსიქოლოგიურ დისკომფორტს, დეპრესიას. შორს წასულ ფორმებში პაციენტები ხდებიან უმძიმესი ინვალიდები, რომლებსაც მარტივი მოქმედებების შესრულებაც არ შეუძლიათ.

სიმსუქნის ხარისხი როგორ განისაზღვრება?

ამისათვის აუცილებელია გამოვითვალოთ სმი (სხეულის მასის ინდექსი) ანუ BMI. ის ითვლება სხეულის მასა (კგ.) გაყოფილი სიმაღლის კვადრატზე (სმ).

როდის არის ნაჩვენები ქირურგიული მკურნალობა?

ქირურგიული მკურნალობა საჭროა რამდენიმე შემთხვევში:

• BMI 40–ზე მეტია.

• BMI მეტია 32–ზე და პაციენტს აქვს სიმსუქნისთვის დამახასიათებელი თანდართული დაავადებები, როგორიცაა შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2, არტერიული ჰიპერტენზია, ძილის აპნოე, ქვემო კიდურის სახსრების დაზიანება და სხვ

• სხეულის მასა ნორმას 40-50 კგ-ით აღემატება.

• მრავალჯერადი დიეტოთერაპია, წონის კლებისკენ მიმართული აქტიური ცხოვრების წესი, მკურნალობა ენდოკრინოლოგსა და ფსიქოლოგთან არ იძლევა სტაბილურ შედეგს წონის კლების თვალსაზრისით.

რა არის ბარიატრიული ქირურგია?

ბარიატრიული ქირურგია ოპერაციული ქირურგიის დარგია, რომელიც იწარმოება პათოლოგიური სიმსუქნის, მორბიდული სიმსუქნის სამკურნალოდ. იგი ემსახურება ადამიანის ფსიქო-სოციალური მდგომარეობის, ცხოვრების ხარისხისა და ჯანმრთელობის გაუმჯობესებას, პრევენციას მრავალი იმ დაავადებებისა, რომლებიც ასოცირებულია პათოლოგიურ სიმსუქნესთან.

ბარიატრიული ქირურგია ამჟამად ერთადერთი მოდელია, რომელიც უზრუნველყოფს, წონის მდგრად კლებას ავადმყოფური სიმსუქნით დაავადებული პაციენტებისთვის. ოპერაციის შემდეგ ადამიანი და მისი ორაგიზმი დაახლოებით 10 წლით ახალგაზრდავდება.

რა ტიპის ოპერაციები ტარდება მორბიდული სიმსუქნის დროს?

ამ დროს რამდენიმე სახის ოპერაცია ტარდება:

• ლაპარასკოპიული კუჭის ვერტიკალური რეზექცია (SLEEV), სლივ გასტრექტომია.

• გასტროშუნტირება gastric bypass

• მინი გასტროშუნტირება (ერთანასტომოზიანი ოპერაცია) mini gastic bypass

• ასევე, განმეორებითი ოპერაციები, თუ პაციენტს მანამდე აქვს ჩატარებული რაიმე სახის ბარიატრიული მანიპულაცია (ოპერაცია) და დროის განმავლობაში კვლავ აქვს წონის მატება.

„ნიუ ჰოსპიტალსში“ ბარიატრიულ ქირურგიაში ჩართულია მულტიდისციპლინარული გუნდი, რომელიც მოიცავს: ბარიატრიულ ქირურგს, ენდოკრინოლოგს, ფსიქოლოგს, გასტროენტეროლოგს, თერაპევტს, კარდიოლოგს, გინეკოლოგს, ანგიოლოგს, ანესთეზიოლოგს, რადიოლოგს.

პაციენტებისთვის ხელმისაწვდომია ერთ სივრცეში მიიღონ ყველა აღნიშნული სერვისი, როგორც წინასაოპერაციო, ასევე ოპერაციის შემდგომ პერიოდში, აწარმოონ მონიტორინგი.

რა ტიპის ოპერაციაა სლივ გასტრექტომია და როდის ტარდება ის?

სლივ გასტრექტომია კუჭის გრძივ რეზექციას გულისხმობს. ოპერაცია სრულდება ლაპარასკოპულად, ზოგადი ნარკოზის ქვეშ. ამ ოპერაციისას იჭრება კუჭის დიდი სიმრუდე, კუჭს ეძლევა 1,5 სმ დიამეტრის მილის ფორმა ანუ კუჭი, როგორც „მოცულობითი ტომარა“, გადაიქცევა მილად, სადაც მიდის საკვების სწრაფი ევაკუაცია თორმეტგოჯა ნაწლავში. ამ დროს მცირდება კუჭის სეკრეტორული ფუნქცია, სცილდება ზონა, რომელიც გამოჰყოფს შიმშილის ჰორმონ გრილინს, რაც ადამიანს უქვეითებს ჭამის მადას.

კუჭის მოცულობის შემცირებასთან ერთად მცირდება მასში საკვების შეწოვა. იმავდროულად, ამ ოპერაციისას ნარჩუნდება მნიშვნელოვანი ფიზიოლოგიური სარქვლები, როგორიც არის საყლაპავის ანუ კარდიალური სფინქტერი და კუჭის გასავალის სარქველი.

ეს ოპერაცია კეთდება, როდესაც სხეულის მასის ინდექსი 40-51-მდეა. ის სრულდება იმ სიტუაციებში, როდესაც უფრო რთული ჩარევები სარისკოა თანდართული დაავადებების გამო. ოპერაციის შეთავაზება შეიძლება ნებისმიერი ასაკის პაციენტებისთვის.

ამ ოპერაციის შემდეგ საშუალოდ პაციენტი ზედმეტი წონის 65-%-ს კარგავს.

რას ნიშნავს მინი გასტროშუნტირება და რით განსხვავდება ოპერაციის სხვა ტიპებისგან?

Mini Gastric bypass ანუ მინი გასტროშუნტირება კეთდება, როდესაც სხეულის მასის ინდექსი არის 51 კგ/მ2 და მეტი. მის დადებით მხარეებს შორისაა: საკვების სწრაფი ჩადინება ნაწლავებში; არ საჭიროებს ჩანაცვლებით თერაპიას; ლაპარასკოპიული ტექნოლოგიით შესრულების შესაძლებლობა; II ტიპის შაქრიანი დიაბეტის 90%-მდე კომპენსაცია; შედარებითი კვებითი კომფორტი; შედარებით მარტივი ოპერაციული ტექნოლოგია; ჩამოყალიბებული მცირე კუჭის მილის გადაჭიმვის ნაკლები შესაძლებლობა; დემპინგ-სინდრომის (ნახშირწყლების სწრაფი შეწოვის) განვითარების მინიმალური რისკი.

ამ ტიპის ოპერაცია სლივთან შედარებით ტექნიკურად რთული ჩარევაა, თუმცა კონკრეტულ შემთხვევებში სასურველი შედეგის მისაღებად აუცილებელია.

გასტროშუნტირება რა ტიპის ოპერაციაა?

Gastric bypass ანუ გასტროშუნტირება კეთდება, როდესაც სხეულის მასის ინდექსი 51 კგ/მ2-ზე მეტია ან საქმე გვაქვს ეგრთწოდებულ სუპერმორბიდულ წონასთან. ოპერაციის შემდეგ ხდება მნიშვნელოვანი და მდგრადი წონის კლება. ნაკლები დიეტური შეზღუდვები ინიშნება. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ხდება II ტიპის შაქრიანი დიაბეტის თითქმის სრული კომპენსაცია, ჰიპერჰოლისტერინემიისა და ჰიპერლიპიდემიის მნიშვნელოვანი კლება, რაც შაქრის ნორმალიზაციასთან ერთად გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პრევენციას ახდენს.

სხვა ბარიატრიული ოპერაციებისგან განსხვავებით, გასტროშუნტირების დროს გვაქვს უფრო მნიშვნელოვანი დადებითი ეფექტი, რაც ვლიდნება სიმსუქნით გამოწვეული დაავადებების მიმდინარეობაზე.

რა კრიტერიუმების გათვალისწინებით ირჩევა ოპერაციის ტიპი?

ოპერაციის შერჩევა და დაგეგმვა ხდება პაციენტის ჩართულობით, რა თქმა უნდა, სტანდარტული გზამკვლევების უპირობო გათვალისწინებით. ვითვალისწინებთ, პაციენტის სურვილს და მზაობას კონკრეტული ოპერაციის დასახვისას. ჩვენთან მოსული პაციენტების უმრავლესობა უპირატესობას ანიჭებს მინი გასტროშუნტირებას. ჩვენს მიერ წარმოებული ოპერაციების 60% სწორედ მინი გასტროშუნტირებაა. თუმცა მსოფლიოში ჩატარებულ ბარიატრიულ ოპერაციებს შორის, დაახლოებით, 70% კუჭის ვერტიკალური რეზექცია ანუ სლივ გასტრექტომიის ტიპის ოპერაციაა.

როგორია პოსტოპერაციული პერიოდი?

ყველა სახის ბარიატრიულ ოპერაციას აქვს თითქმის ერთნაირად სამართავი პოსტოპერაციული პერიოდი. პოსტოპერაციული პერიოდი არ არის რთული, თითქმის არ განსხვავდება სხვა ლაპარასკოპიულად შესრულებული სტანდარტული ოპერაციებისგან. ოპერაციის დამთავრებიდან 3-4სთ. -ში პაციენტი აქტიურდება, დგება ფეხზე და საწოლის ირგვლივ გადაადგილდება. ოპერაციის დღესვე იწყება წყლის მიცემა, ხოლო მეორე დღიდან სხვა თხიერი საკვები ეძლევა. ოპერაციის შემდგომ პაციენტი ჩვენი რეკომენდაციით, ფაქტიურად თავიდან სწავლობს ყლაპვას, საკვების მიღების წესებს ანუ ჭამას. კლინიკაში ვაყოვნებთ 2–5დღე კონკრეტული შემთხვევის გათვალისწინებით.

წონის კლება იწყება უშუალოდ საოპერაციო მაგიდიდან. პაციენტი რომ ეწერება ბინაზე, მას უკვე მოკლებული აქვს რამდენიმე კგ.

პაციენტს ოპერაციამდე ვაძლევთ რეკომენდაციებს, რომელთა ოპერაციის შემდგომ პერიოდში მკაცრად დაცვა აუცილებელია როგოც პოსტოპერაციული პერიოდის დადებითად და უმტკივნეულოდ გასავლელად, ასევე წონის კლების კუთხით.

როგორ გრძელდება პაციენტების ცხოვრება ბარიატრიული ოპერაციის შემდეგ?

ბარიატრიული ოპერაციების შემდეგ პაციენტი ახალ ცხოვრებას იწყებს. განსაკუთრებული ადგილი ენიჭება კვებით ქცევებს და პაციენტის აქტიურობას. წამყვანი ბარიატრიული ქირურგების ფრაზაა: „ვცხოვრობ იმისთვის, რომ ვჭამო – უნდა შეიცვალოს შემდეგი ფრაზით: ვცხოვრობ იმისთვის, რომ ვისიამოვნო“. პაციენტები ორიენტირებულები ხდებიან თავისი ჯანმრთელობის მდგომარეობის მიმართ, უფრო მეტ ყურადღებას იჩენენ საკუთარი თავის მიმართ. ბევრს უთქვამს რამდენიმე თვის შემდგომ, რომ არის ძალიან ბედნიერი, თავიდან დაიბადა, თავს გრძნობს სრულიად სხვა ადამიანად, გათავისუფლდა იმ ფაქტორებისგან, რაც მის სოციალიზაციას უშლიდა ხელს. მკვეთრად დადებითად შეეცვალა ორგანიზმის ზოგადი მდგომარეობა, ჯანმრთელობის თვალსაზრისით, შეიცვალა პროფესია, გაახალგაზრდავდა და ცხოვრობს სრულიად სხვა საინტერესო და სასიამოვნო ცხოვრებით.

ემუქრება თუ არა ნაოპერაციებ პაციენტს წონის კვლავ მატება?

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მორბიდული სიმსუქნე არის ქრონიკული დაავადება და მის განკურნებას ხანგრძლივი, თითქმის მუდმივი კონტროლი და ხელისშეწყობა სჭირდება. ქართულ თუ მსოფლიო პრაქტიკაზე დაყრდნობით რომ ვისაუბროთ, თუ პაციენტი ზედმიწევნით სწორად შეასრულებს და დაიცავს მიცემულ რეკომენდაციებს, წონის განმეორებით მატების რისკი მინიმუმამდე მცირდება. განსაკუთრებული ყურადღება არის საჭირო ოპერაციიდან პირველი 2 წლის მანძილზე. პაციენტმა თვითნებურად არ უნდა შეცვალოს, მოუმატოს ან მოაკლოს მისთვის ოპტიმალურად განსაზღვრულ საკვების რაციონსა და რაოდენობას. უნდა იყოს აქტიური, მიღებულ და გახარჯულ კალორიებს შორის არ უნდა იყოს დისბალანსი და სხვა.

კონსულტაციაზე ჩასაწერად დაუკავშირდით ნიუ ჰოსპიტალსს 032 2 190 190