მწვავე მუცელი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მწვავე მუცელი

რომლებსაც ხშირად პერიტონიტის სიმპტომოკომპლექსი ახასიათებს და გადაუდებელ დახმარებას მოითხოვს.

მწვავე მუცლის ნიშნების ანალიზი და მათზე დაკვირვება დიდ სიფრთხილეს მოითხოვს. მუცლის ყოველგვარი ტკივილის შემთხვევაში, როცა ვარაუდობენ მწვავე მუცელს, მეტადრე – პერიტონიტის დაწყებას, აუცილებელია ავადმყოფის დაუყოვნებლივ ქირურგიულ განყოფილებაში მოთავსება.

როდის სვამენ მწვავე მუცლის დიაგნოზს და აუცილებელია თუ არა ამ დროს ოპერაციული ჩარევა? ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე გვესაუბრება ზოგადი ქირურგი გივი პისარევი:

– ბატონო გივი, განვუმარტოთ მკითხველს, რას ვუწოდებთ ექიმები მწვავე მუცელს.

– მწვავე მუცელი გულისხმობს პათოლოგიურ მდგომარეობას, რომლისთვისაც დამახასიათებელია მუცლის ძლიერი ტკივილი. მისი მიზეზი შეიძლება იყოს მუცლის ღრუს სხვადასხვა მწვავე ქირურგიული დაავადება. ის წარმოადგენს სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობას და საჭიროებს სასწრაფო მკურნალობას, როგორც კონსერვატულს, ისე ქირურგიულსაც.

ზუსტი მონაცემები არ არის ხელმისაწვდომი, თუმცა, აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრის მონაცემებით – 2008 წელს გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტში მიმართული პაციენტების 11%-ს აღენიშნა ტკივილი მუცლის არეში. 12.5%-ს დაესვა მწვავე მუცლის დიაგნოზი, 30%-ს არასპეციფიკური მუცლის ტკივილის დიაგნოზი, რომელსაც არ დასჭირდა ქირურგიული მკურნალობა, პაციენტთა დაახლოებით 30%-ს – კი აღენიშნა თირკმლის კოლიკა.

– რა პათოლოგიური პროცესია ამ დროს მუცლის ღრუში, რატომ არის ის საშიში?

– მწვავე მუცლის გამომწვევი ძირითადი პათოლოგიური პროცესებია: მწვავე აპენდიციტი, მწვავე ქოლეცისტიტი, მწვავე პანკრეატიტი, მეზენტერიული იშემია, მწვავე დივერტიკულიტი, მუცლის აორტის ანევრიზმის გასკდომა, ექტოპიური ორსულობა, საკვერცხის აპოპლექსია, ნაწლავთა მწვავე გაუვალობა, კუჭის, თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება თავისი გართულებებით, წვრილი და მსხვილი ნაწლავის ანთებით ან სიმსივნით გამოწვეული კედლის მთლიანობის დარღვევა (პერფორაცია). ყველა ამ დაავადების პროგრესირებას შედეგად მოსდევს მწვავე პერიტონიტის განვითარება. ეს უკანასკნელი სიცოცხლისთვის ძალიან საშიში მდგომარეობაა და ხასიათდება სიკვდილობის მაღალი მაჩვენებლით.

– რა იწვევს პერიტონიტის განვითარებას, რომელ დაავადებებს მოსდევს ის გართულების სახით?

– როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ძირითადად მწვავე პერიტონიტის გამომწვევი მიზეზებია მუცლის ღრუს მწვავე ქირურგიული და გინეკოლოგიური დაავადებები.

მწვავე პერიტონიტი ხასიათდება ძლიერი ინტოქსიკაციით და ორგანიზმის სასიცოცხლო სისტემების მკვეთრი დარღვევით. აღნიშნული დარღვევები გამოწვეულია მძიმე ინფექციით. მწვავე პერიტონიტი ხასიათდება სიკვდილობის (ლეტალობის) მაღალი მაჩვენებლით.

– რა სიმპტომებით ხასიათდება მწვავე მუცელი?

– ძლიერი ტკივილი მწვავე მუცლის ძირითადი სიმპტომია. ტკივილს იწვევს მუცლის ღრუს „ორმაგი ინერვაცია“ – ვისცერული და სომატური; ვისცერულ ტკივილს იწვევს ვეგეტატიური ნერვული სისტემის გაღიზიანება, რომლითაც ინერვირდება შინაგანი ორგანოები. ასეთი ტკივილი ყრუ, მოვლითი ხასიათისაა; ლოკალიზაცია – არამკაფიოა. სომატური ტკივილი უფრო მკვეთრი და ლოკალიზებულია. სომატურ ტკივილს იწვევს პერიტონეუმის პარიესული ფურცლის გაღიზიანება. სწორედ აღნიშნული სომატური ტკივილი ვლინდება მწვავე მუცლის დროს.

მუცლის ტკივილის გარდა, მწვავე მუცლის დროს შეიძლება აღინიშნებოდეს შემდეგი სიმპტომები:

  • სხეულის მაღალი ტემპერატურა;
  • შეკრულობა;
  • სისხლიანი განავალი;
  • მუცლის დაჭიმულობა;
  • გულისრევა, ღებინება;
  • მუცლის შებერილობა.

– რას ეფუძნება დიაგნოსტიკა?

– ვინაიდან მწვავე მუცელი სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობაა, გამომწვევი მიზეზის დროულ დიაგნოსტიკას დიდი მნიშვნელობა ენიჭება ადეკვატური მკურნალობის ჩასატარებლად.

დიაგნოსტიკა ეფუძნება:

  • ანამნეზს (ავადმყოფობის განვითარების ისტორია: ავადმყოფის ან მისი ახლობლების გამოკითხვის მიხედვით);
  • ობიექტურ გამოკვლვევას, ფიზიკალურ გასინჯვას (მუცელზე ხელით ზეწოლისას გამოხატულია დაჭიმულობა, ტკივილი. საყურადღებოა ტკივილის გაძლიერება ხელის აშვების დროს (ბლუმბერგის სიმპტომი));
  • ლაბორატორიულ და ინსტრუმენტულ გამოკვლევებს (სისხლის საერთო ანალიზი, სისხლის ბიოქიმიური ანალიზი, ლიპაზა, ლაქტატი, შარდის საერთო ანალიზი, კოაგულოგრამა. ინსტრუმენტული გამოკვლევებიდან განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ულტრაბგერითი გამოკვლევა და კომპიუტერული ტომოგრაფია, თუმცა, შესაძლებელია სხვა მეთოდების გამოყენებაც).

– რას გულისხმობს მკურნალობა? რატომ არის გადამწყვეტი და უმნიშვნელოვანესი დროის ფაქტორი? კიდევ რომელ ფაქტორებს ენიჭება გადამწყვეტი მნიშვნელობა პაციენტის გადარჩენისათვის?

– მწვავე მუცლის სწრაფ დიაგნოზს და დროულ და ადეკვატურ მკურნალობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. დიაგნოსტიკისა და მკურნალობის დაგვიანების შემთხვევაში ანთებითი და ინფექციური პროცესები პროგრესირებს, რასაც შედეგად მოსდევს პერიტონიტის გენერალიზაცია და ორგანიზმის სასიცოცხლო ფუნქციების მკვეთრი გაუარესება. მკურნალობა შეიძლება იყოს კონსევატიული (ინფუზიური თერაპია, ანტიბიოტიკოთერაპია, ადეკვატური ანალგეზია და ა.შ.) და ოპერაციული.

– რა შემთხვევაში იკურნება პერიტონიტი და როდის არის დაგვიანებული მკურნალობა?

– დროული დიაგნოსტიკა, შეფასება და სწორი მკურნალობა წარმატების საწინდარია. დადებითი შედეგი დამოკიდებულია პერიტონიტის გამომწვევ მიზეზზეც – პაციენტის ასაკზე, მის ზოგად მდგომარეობასა და თანმხლებ დაავადებებზე.

მწვავე მუცლის გამომწვევი მიზეზი ძირითადად საჭიროებს ქირურგიულ მკურნალობას; სამწუხაროდ, არსებობს რამდენიმე დაავადება, რომელსაც შეუძლია გამოიწვიოს მწვავე მუცლისთვის დამახასიათებელი სიმპტომოკომპლექსი, თუმცა, არ საჭიროებს ოპერაციულ ჩარევას. ესენია: დიაბეტური კეტოაციდოზი, ნამგლისებრუჯრედოვანი ანემია, პიელონეფრიტი და სხვა.