საზარდულის თიაქრის მკურნალობის თანამედროვე მიდგომა ბავშვთა ქირურგიაში - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

საზარდულის თიაქრის მკურნალობის თანამედროვე მიდგომა ბავშვთა ქირურგიაში

ეს არის ბავშვთა ასაკის ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებული ქირურგიული პათოლოგია.

როგორც პედიატრიული კლინიკა "Mmedi 22–ის" ქირურგი ბესიკ ასანიძე განმარტავს, საზარდულის თიაქრის განვითარების მიზეზია პერიტონეუმის ბუდებრივი მორჩის თანდაყოლილი შეუხორცებლობა. ამ არხის შიგნითა რგოლის დასუსტების შედეგად მუცლის ან მენჯის ღრუს  ორგანოები გარეთ გამოდის, რაც იწვევს თვალით შესამჩნევ გამობერილობას.

საზარდულის თიაქარი ორივე სქესის ბავშვებში გვხვდება, თუმცა ბიჭებში – უფრო ხშირად. საზარდულის არხში ბიჭებში სათესლე ბაგირაკი (სათესლე სადინარი, სისხლძარღვები და ნერვები), ხოლო გოგონებში საშვილოსნოს მრგვალი იოგი გადის. ამ პრობლემასა და მის მკურნალობაზე დეტალურად ბესიკ ასანიძე გვესაუბრება.

რა ტიპის საზარდულის თიაქარი არსებობს?

საზარდულის თიაქარი შეიძლება იყოს თანდაყოლილი და შეძენილი. ბავშვთა ასაკში ძირითადად გვხვდება თანდაყოლილი თიაქარი.

ხშირ შემთხვევაში, საზარდულის თიაქარი არის ცალმხრივი, მაგრამ ზოგჯერ შეიძლება იყოს ორივე საზარდულის არეში (ორმხრივი).

განასხვავებენ საზარდულის თიაქარის სამ ტიპს: სწორს, ირიბს და დაცურებულს.

ირიბი თიაქრის პარკი მდებარეობს საზარდულის არხში სათესლე ბაგირაკის ელემენტებს შორის,  სწორი თიაქრის პარკი მდებარეობს სათესლე ბაგირაკიდან შიგნით და დაცურებული თიაქარი, როდესაც საზარდულის არხში თიაქრის პარკთან ერთად გამოდის ორგანო.

როგორ ხდება საზარდულის თიაქრის დიაგნოსტიკა?

საზარდულის თიაქრის დიაგნოზი ისმება ქირურგის მიერ, თიაქრისთვის დამახასიათებელი კლინიკური გამოვლინებების გასინჯვის შემდეგ. როგორც წესი, რაიმე დამატებითი ინსტრუმენტალური კვლევა დიაგნოზის დაზუსტებისთვის საჭირო არ არის.

რა გართულება ახასიათებს საზარდულის თიაქარს?

ხშირი გართულებაა  თიაქარის პარკის შიგთავსის ჩაჭედვა საზარდულის თიაქარის კარში, რასაც მოყვება თიაქარის პარკში მოთავსებული ორგანოების სისხლმომარაგების დარღვევა და ნეკროზი (ჩაჭედილი ორგანოს ნეკროზი;  პერიტონიტი). ასევე აღსანიშნავია, რომ საზარდულის თიაქრის ზეწოლის  შედეგად ბიჭებში შესაძლოა დაზიანდეს სათესლე ჯირკვალი.

ჩვილ ბავშვთა ასაკში როგორ უნდა მიხვდეს მშობელი, რომ ბავშვს თიაქარი ჩაეჭედა?

საზარდულის თიაქრის ჩაჭედვის შედეგად  საზარდულის მიდამოში აღინიშნება სიმსივნისმაგვარი წარმონაქმნი, თიაქრის პარკის შიგთავსი, რომელიც არ სწორდება. ასევე აღინიშნება თიაქრის პარკის ზომაში მომატება, კანის ფერის ცვლილება. ბავშვი გრძნობს ტკივილს,  შეიძლება დაეწყოს პირღებინებაც და წყდება დეფეკაციაც

თუ ბავშვი ჭირვეულობს, ტირის, სხვა  მიზეზებთან ერთად თიაქრის ჩაჭედვაც უნდა იყოს გამორიცხული. ასეთ დროს ბავშვი აუცილებლად უნდა გასინჯოს ქირურგმა. დროული დიაგნოსტიკა და ადეკვატური მკურნალობა დაგვეხმარება თავიდან ავიცილოთ შორეული გართულებები და გავაუმჯობესოთ ბავშვის ცხოვრების ხარისხი.

ჩაჭედილი თიაქარი საჭიროებს გადაუდებელ ოპერაციულ მკურნალობას.

საზარდულის თიაქრის მკურნალობის რა მეთოდები არსებობს თანამედროვე მედიცინაში?

თიაქრის მკურნალობის ერთადერთი გზა არის  ოპერაციული მკურნალობა. ოპერაცია შეიძლება ჩატარდეს როგორც ლაპაროსკოპიულად, ასევე ღია მეთოდითაც. ოპერაციის დროს იხსნება თიაქარის პარკი და შიგთავსს ათვალიერებენ, დაუზიანებელი ორგანო ბრუნდება მუცლის ღრუში, ხოლო ნეკროზის დროს კეთდება ჩაჭედილი ორგანოს რეზექცია საღი ქსოვილების ფარგლებში და შემდგომ შესაბამისი რეკონსტრუქციული ოპერაცია--თიაქარპლასტიკა, რათა აღარ მოხდეს თიაქრის განვითარება.

მცირეინვაზიური ქირურგია დღესდღეობით  წარმოადგენს ბავშვთა ქირურგიის პრიორიტეტულ მიმართულებას. მსოფლიო ენდოსკოპიური ქირურგიის  ასოციაციების რეკომენდაციებით  ლაპაროსკოპიული ჰერნიოპლასტიკა მიჩნეულია უსაფრთხო და  პრიორიტეტულ მეთოდად და მისი არჩევა განიხილება პერსონალიზირებული მეთოდის პრინციპით.

რა უპირატესობაა აქვს ლაპაროსკოპიულ მეთოდს ღია მეთოდთან შედარებით?

ლაპაროსკოპიული ოპერაციები ბავშვთა ქირურგიაში წარმოადგენს პრიორიტეტულ მეთოდს ღია წესით ოპერაციებთან შედარებით, რადგან ლაპაროსკოპიის  შედეგად აღინიშნება ნაკლები ინტენსივობის ტკივილი, ნაკლებია ოპერაციის ხანგრძლივობა და პოსტოპერაციული გართულება, კლინიკაში საწოლდღეების შემცირება და აქტიური ცხოვრების რიტმის სწრაფი აღდგენა. გარდა ამისა, ლაპაროსკოპიული ოპერაციების დროს შეიძლება კონტრლატერალური თიაქრის აღმოჩენაც და ოპერირება.

გარდა აღნიშნულისა, რა ინოვაციებს სთავაზობს პედიატრიული კლინიკა "Mmedi22" პაციენტებს?

პედიატრიული კლინიკა "Mmedi 22-ის"  მუშაობის პრინციპი არის გუნდური მუშაობა და თანამედროვე სამუშაო გარემო. მინიინვაზიური ქირურგია არის ჩვენთვის პრიორიტეტული მიმართულება. ჩვენ კლინიკაში ლაპაროსკოპიულად კეთდება ოპერაციები მუცლის ღრუს ყველა ორგანოზე.

შედარებით სიახლეს ბავშვთა ქირურგიაში წარმოადგენს ლაპაროსკოპიული თიაქარკვეთა, თიაქარპლასტიკა, ქოლეცისტექტომია და ოპერაციები ელენთაზე, რასაც ჩვენ 2018 წლიდან წარმატებით ვაწარმოებთ. ჩვენ კლინიკაში მცირეინვაზიურ მეთოდს ვიყენებთ როგორც დიაგნოსტიკური, ასევე სამკურნალო დანიშნულებით.