უნიკალური ოპერაცია, რომელიც პედიატრიულ კლინიკა Mმედი22-ში 4 თვის ბავშვს ჩაუტარდა - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

უნიკალური ოპერაცია, რომელიც პედიატრიულ კლინიკა Mმედი22-ში 4 თვის ბავშვს ჩაუტარდა

უნიკალური ოპერაცია, რომელიც პედიატრიულ კლინიკა Mმედი22-ში  4 თვის ბავშვს ჩაუტარდა
ცოტა ხნის წინ, ჩვენს ქვეყანაში ურთულესი ოპერაცია ჩატარდა, რომლის შედეგადაც
4 თვის გოგონას სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება. ქართველი ექიმების ძალისხმევით, პატარა პაციენტს,მუცლის ღრუდან სიმსივნური წანაზარდი ლაპაროსკოპიული მეთოდით ამოკვეთეს.

ქირურგის განმარტებით, ასეთი დიაგნოზი საკმაოდ იშვიათია ამ ასაკში. ოპერაცია კლინიკა Mმედი 22-ში ჩატარდა. ქირურგი ბესიკ ასანიძე გვიამბობს, რომ მისი პატარა პაციენტი და მშობლები უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან, რომელთაც ქართველი ექიმების პროფესიონალიზმს ნდობა გამოუცხადეს. საბოლოოდ კი პატარას სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და ის სრულფასოვან ცხოვრებას განაგრძობს.
ოპერაციის დეტალების შესახებ ქირურგიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი ბესიკ ასანიძე
გვესაუბრა:

როგორც ვიცი, ოჯახმა რუსეთიდან მოძებნა თქვენი კლინიკა და დაგიკავშირდათ. ჯანმრთელობის რა პრობლემა ჰქონდა ამ დროს პაციენტს? რა იმედები არსებობდა მის გადარჩენასთან დაკავშირებით?

თავდაპირველად მუცლის არეში მოცულობითი წარმონაქმნის არსებობა 4 თვის გოგონას მუცლად ყოფნის დროს დაუდგინდა. დაბადებიდან 3 თვის ასაკში კი ჩაუტარდა MღI კვლევა, თუმცა
ვერ დადგინდა ზუსტად წარმონაქმნის გენეზი.

თანამედროვე ბავშვთა ქირურგიაში წამყვანი როლი უკავია მცირეინვაზიურ ქირურგიას. ლაპაროსკოპიული მეთოდი წარმოადგენს პრიორიტეტულ მეთოდს ღია წესით ჩატარებულ ოპერაციებთან შედარებით და ამ შემთხვევაში ლაპაროსკოპიული ოპერაცია ჩატარდა როგორც დიაგნოსტიკური, ასევე სამკურნალო დანიშნულებით. პაციენტი მოთავსდა ჩვენს კლინიკაში, შესაბამისი კვლევის შემდეგ ჩაუტარდა დიაგნოსტიკური ლაპაროსკოპია, რის შედეგადაც მუცლის ღრუში აღმოჩენილი იყო დამოუკიდებელი სიმსივნური წარმონაქმნი დაახლოებით 7-8 სმ დიამეტრით, რომელიც ამოიკვეთა ლაპაროსკოპიული მეთოდით. ასევე, გოგონას ინტრაოპერაციულად დაუდგინდა მარცხენა საკვერცხის და კვერცხსავალი მილის სრული აგენეზია ანუ არარსებობა.

ოპერაციის შემდეგ, პაციენტი გაეწერა სტაციონარიდან დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაში. მიეცა რეკომენდაცია დინამიკაში ქირურგის და გინეკოლოგის ამბულატორიულ მეთვალყურეობაზე, რათა მისი რეპროდუქციული სისტემის ნორმალური ფუნქციონირება არ დაირღვეს.
წარმონაქმნის ჰისტომორფოლოგიური გამოკვლევის შედეგად დადგენდა თანდაყოლილი კისტის არსებობა ნეკროზით.

mkurnali.ge

პაციენტს ოპერაცია ლაპაროსკოპიული მეთოდით ჩაუტარდა. საინტერესოა, რა უპირატესობაა აქვს ამ მეთოდს ღია მეთოდთან შედარებით?

ლაპაროსკოპიულად ჩატარებული ოპერაციების შემდეგ აღინიშნება ნაკლები ინტენსივობის და სიძლიერის ტკივილი, პოსტოპერაციული ჭრილობის სიმცირიდან გამომდინარე. ასევე პატარა ზომის განაკვეთი განაპირობებს ჭრილობის სწრაფ შეხოცებას, პოსტოპერაციული თიაქრის განვითარების ნაკლებ, პრაქტიკულად ნულოვან რისკს, რაც ხშირია ღია წესით ოპერაციების შემდგომ. მნიშვნელოვანია, რომ ლაპაროსკოპიული ოპერაციის დროს მუცლის ღრუ დახურული რჩება, ამიტომ შემდგომი ინფექციების ალბათობა მინიმალურია.

ლაპაროსკოპიული მეთოდი არის ნაკლებტრავმული, ოპერაციის შემდეგომი პერიოდი გაცილებით ხანმოკლე და მსუბუქია ღია წესით ოპერაციებთან შედარებით.

ახლანდელი მდგომარეობის გათვალისწინებით, შეიძლება თუ არა ისევ დაემუქროს მის სიცოცხლეს საფრთხე?

ამ ეტაპზე მის სიცოცხლეს საფრთხე ნამდვილად არ ემუქრება. ჰისტომორფოლოგიურ დასკვნაში არანაირი ატიპიური უჯრედი არ აღმოჩნდა, რაც გვაძლევს საშუალებას, ჩვეულებრივად, დაკვირვების რეჟიმში ვიყოთ.

რამდენად რთული გამოწვევა იყო ეს შემთხვევა თქვენთვის, როგორც ქირურგისთვის?

რეალურად, გამოწვევა იყო ის, რომ ბავშვი არის მცირე ასაკის. ასევე, ლაპაროსკოპიული ოპერაციის დროს, ტექნიკური სირთულე მდგომარეობს იმაში, რომ ოპერატორისთვის მცირე სამოქმედო არეალი იყო და ესაჭიროებოდა სპეციალური უნარ-ჩვევები.

რა ინოვაციებს და რთულად შესასრულებელ ოპერაციებს თავაზობს კლინიკა "Mმედი22"

მინიინვაზიური ქირურგია არის ჩვენთვის პრიორიტეტული მიმართულება. ჩვენ კლინიკაში ლაპაროსკოპიულად კეთდება ოპერაციები მუცლის ღრუს ყველა ორგანოზე.

შედარებით სიახლეს ბავშვთა ქირურგიაში წარმოადგენს ლაპაროსკოპიული თიაქარკვეთა, თიაქარპლასტიკა, რასაც ჩვენ 2018 წლიდან წარმატებით ვაწარმოებთ.

ასევე ინოვაციაა ლაპაროსკოპიული ოპერაციები ელენთაზე. ლაპარასკოპიული სპლენექტომია არის საუკეთესო მეთოდი ჰემოტოლოგიური პაციენტებისათვის, მათ შორის იდიოპათიური თრომბოციტოპენიური პურპურით, ჰემოლიზური ანემიით და სხვა, რადგან მისი მეშვეობით მცირდება ქირურგიული ჩარევის დრო, ინტრაოპერაციული სისხლდენის რისკი და სისხლის დანაკარგის მოცულობა. ჩვენ ვთავაზობთ ლაპაროსკოპიულ მიდგომას ელენთის, ღვიძლის დაავადების დროს და ასევე ონკოლოგიურ პაციენტებსაც.

mkurnali.ge

ხშირად მსმენია, რომ ონკოპაციენტები ადგილობრივ კლინიკებში მკურნალობას, უცხოეთში წასვლას და სამედიცინო მანიპულაციების იქ ჩატარებას ამჯობინებენ. ამ მხრივ, ეს შემთხვევა საინტერესოა, რადგან უცხოეთის მოქალაქეებმა სწორედ ქართველ ექიმებს მიმართეს...

ჩვენთვის, კლინიკა "Mმედი 22-ისთვის" სასიამოვნოა და ერთგვარი აღიარებაა, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეების ნდობა მოვიპოვეთ და მშობელმა გადაწყვიტა ოპერაცის ჩვენთან ჩატარება. მინდა, რომ საქართველოს მოქალაქეებმა იცოდნენ, რომ ასეთი ოპერაციები ჩვენთანაც კეთდება, რომ არ არის საჭირო მიმართონ უცხო ქვეყნებს შესაბამისი დახმარებისთვის. ჩვენ გვაქვს იმის საშუალება, რომ საკმაოდ მაღალ დონეზე ჩავატაროთ მსგავსი ოპერაციები.

პედიატრიული კლინიკა "Mმედი 22" შეესაბამება მედიცინის თანამედროვე სტანდარტებს. ჩვენი მუშაობის პრინციპი არის გუნდური მუშაობა, კონსილიუმები სხვადასხვა დარგის მაღალკვალიფიციურ სპეციალისტებთან და თანამედროვე სამუშაო გარემო. ჩვენს კლინიკაში თითოეული პაციენტის შემთხვევას ინდივიდუალურად განვიხილავთ და გადაწყვეტილება სამედიცინო ჩარევის შესახებ მიიღება მტკიცებულებებზე დაფუძნებული მედიცინის უახლეს გაიდლაინებზე დაყრდნობით.


გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
დიეტოლოგია
ედინბურგის უნივერსიტეტის მკვლევარების განცხადებით, კანის სიჯანსაღისა და ახალგაზრდობის შენარჩუნების
გადაცემაში "თქვენი კლინიკა" მოისმენთ 7 აკრძალვას, რომელთა
მოცხარმა ონკოლოგების ყურადღება მიიპყრო. კვლევამ აჩვენა, რომ ამ კენკრას შეუძლია კიბოს უჯრედებთან ბრძოლა.
კატეგორიის სხვა სტატიები
იმ მეტ–ნაკლებად სერიოზული პრობლემებიდან, რომელმაც შეიძლება თქვენი პატარა შეაწუხოს, ერთ–ერთი არის საზარდულის თიაქარი.
ლაპაროსკოპიულ ოპერაციას ხშირად 21-ე საუკუნის მანიპულაციად მოიხსენიებენ.
ექსეტერის უნივერსიტეტში შეადგინეს უკანასკნელი 10 წლის მანძილზე დედამიწის ატმოსფერული დაბინძურების რუქა.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად