ქირურგიული ოპერაცია - ღია წესით თუ ლაპაროსკოპიით?! - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ქირურგიული ოპერაცია - ღია წესით თუ ლაპაროსკოპიით?!

თანამედროვე მედიცინის ძალიან ბევრ შემთხვევაში ქირურგები ღია წესით ოპერაციის ჩატარებას აღნიშნულ მეთოდს ამჯობინებენ, რაც, რა თქმა უნდა, ლაპაროსკოპიის მთელი რიგი დადებითი მხარეებით არის განპირობებული.

რა უპირატესობა აქვს ლაპაროსკოპიას, როდის არის შესაძლებელი ამ მეთოდით ჩარევა და რამდენად რთულია ის? ამ თემებზე აკადემიკოს ფრიდონ თოდუას სამედიცინო ცენტრის ქირურგიული განყოფილების ხელმძღვანელი, მედიცინის დოქტორი თენგიზ გუგეშაშვილი გვესაუბრება.

- რას გულისხმობს ლაპაროსკოპიული მეთოდით ოპერაცია და რა დადებით მხარეები აქვს მას?

ლაპაროსკოპია არის მინი ინვაზიური მეთოდი, რომელმაც რევოლუცია მოახდინა ქირურგიაში. მისი დანერგვით შესაძლებელი გახდა პრაქტიკულად ყველა ოპერაციის გაკეთება მუცლის ღრუს ორგანოებზე. ლაპარასკოპიული ქირურგიის განვითარების საწყის ეტაპებზე ბევრი ქირურგი, განსაკუთრებით ონკოლოგები, სკეპტიკურად უყურებდნენ ამ მეთოდით ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობას. მიაჩნდათ, რომ ლაპარასკოპიული მეთოდით შეუძლებელი იყო რადიკალური ოპერაციების გაკეთება. დღეს დამოკიდებულება შეიცვალა. ლაპარასკოპიული ტექნიკის დახვეწამ შესაძლებელი გახადა ოპერაციების გაკეთება რადიკალურად, ონკოლოგიური წესების სრული დაცვით. ლაპარასკოპიული მეთოდის უპირატესობა გამოიხატება პოსტოპერაციულ პერიოდში ნაკლები ტკივილით, სწრაფი რეაბილიტაციით და კლინიკაში მცირე დროის დაყოვნებით.

- რა შემთხვევაში მიმართავთ ლაპაროსკოპიულ მეთოდს?

ჩვენს კლინიკაში ლაპაროსკოპიულად კეთდება ოპერაციები მუცლის ღრუს ყველა ორგანოზე, როგორც არაონკოლოგიური, ასევე ონკოლოგიური დაავადებების დროს. როგორც ყველა ქირურგიულ ჩარევას, ასევე ლაპაროსკოპიულ მეთოდსაც აქვს ჩვენება და უკუჩვენება. ოპერაცია არ უნდა გაკეთდეს ოპერაციის გულისთვის. ლაპარასკოპიული მეთოდის უკუჩვენებას ონკოლოგიური დაავადებების დროს წარმოადგენს სიმსივნის დიდი ზომა, მისი ჩაზრდა მეზობელ ორგანოებში. ასევე უკუჩვენებაა შეხორცებითი პროცესი მუცლის ღრუში, მაგრამ ლაპარასკოპიული ტექნიკის განვითარების წყალობით ეს აღარ ითვლება აბსოლუტურ უკუჩვენებად.

- რა არის თოდუას კლინიკის უპირატესობა ზოგად ქირურგიაში?

ჩვენი კლინიკის უპირატესობაა ყველა პაციენტისთვის შექმნილი კომფორტული გარემო, არსებობს დიაგნოსტიკის ყველა თანამედროვე საშუალება, ტარდება ყველა სახის და სირთულის ქირურგიული ოპერაცია და საჭიროებისამებრ უტარდებათ მაღალტექნოლოგიური ქიმიო-სხივური თერაპია. პაციენტს აღარ სჭირდება სხვადასხვა კლინიკებში წასვლა და შეუძლია მიიღოს ყველა მომსახურება ერთ სივრცეში.

- ასეთი მეთოდით ოპერაციების წარმატებით გაკეთებისთვის სათანადო ტექნიკური აღჭურვილობაა საჭირო. თქვენს კლინიკაში რა მდგომარეობაა, ამ მხრივ?

ამ მხრივ შეიძლება ჩაითვალოს რომ ყველანაირი ხელშეწყობა გვაქვს ხელმძღვანელობის მხრიდან. თუ გვჭირდება უახლესი აპარატი, მას აუცილებლად ვიძენთ და ამ პროცესს მუდმივი ხასიათი აქვს. სულ ახლახანს შევიძინეთ ახალი აპარატი "ლიგა სურე" რომელსაც წარმატებით ვიყენებთ როგორც ღია, ისე ლაპარასკოპიული მეთოდის დროს.

- დაასახელეთ განსაკუთრებით რთულად შესასრულებელი ოპერაცია, რომელიც თოდუას კლინიკაში წარმატებით კეთდება.

უნდა აღინიშნოს, რომ ძალზედ სასიხარულოა, რომ დღეს გაიზარდა ქირურგების პროფესიული დონე და სხვადასხვა კლინიკებში ტარდება პრაქტიკულად ყველა ოპერაცია. ჩვენს კლინიკაში ლაპაროსკოპიულად წარმატებით ტარდება ოპერაციები: დიაფრაგმის საყლაპავის ხვრელის თიაქრის დროს, საყლაპავის ახალაზიის ( გაუვალობის) დროს, კუჭის რეზექცია და გასტრექტომია როგორც არაონკოლოგიური ასევე ონკოლოგიური დაავადებების დროს, წვრილი და მსხვილი ნაწლავის რეზექცია, სპლენექტომია, ადრენალექტომია, ყველა სახის თიაქრების პლასტიკა, ოპერაციები ღვიძლზე, ნაღვლის ბუშტზე და სანაღვლე გზებზე.

- აკეთებთ თუ არა ბარიატრიულ ოპერაციებს?

რა თქმაუნდა. ჩვენ ვაკეთებთ ახვადასხვა სახის ბარიატრიულ ოპერაციებს, მაგრამ მინდა აღვნიშნო, რომ ამ კატეგორიის პაციენტებთან გვაქვს განსაკუთრებული მიდგომა. ოპერაციას ვთავაზობთ იმ შემთხვევაში თუ ჩატარებული აქვს მკურნალობის ყველა კონსერვატიული მეთოდი ენდოკრინოლოგისა და დიეტოლოგის რეკომენდაციით და შედეგი არ აქვს. აუცილებლად ჩართულია მკურნალობის პროცესში ფსიქოლოგიც. ქირურგიულ ოპერაციაზე გადაწყვეტილებას ვღებულობთ მკაცრი კრიტერიუმების გათვალისწინებით.

R