„გლანდების“ ოპერაციის შემდეგ რესპირატორული, ინფექციური და ალერგიული დაავადებების რისკი სამჯერ იზრდება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

„გლანდების“ ოპერაციის შემდეგ რესპირატორული, ინფექციური და ალერგიული დაავადებების რისკი სამჯერ იზრდება

ადენოიდები და ტონზილები ლიმფური ორგანოებია, რომლებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ იმუნური სისტემის ფუნქციონირებაში. ამ საკითხთან დაკავშირებული კვლევას აღწერს გამოცემა Jamanetwork. მეცნიერებმა ჩაატარეს მასშტაბური სამუშაო და შეისწავლეს მსგავსი ოპერაციული ჩარევის გრძელვადიანი რისკები.

კვლევაში მონაწილეობდა დანიაში 1979-1999 წლებში დაბადებული თითქმის 1, 2 მილიონი ბავშვი. მათ შორის 17 460 ბავშვს 9 წლამდე ჩაუტარდა ადენოიდექტომია, 11 830 - ტონზილექტომია, 31 377 - ადენოტონზილექტომია, ხშირი ავადობის გამო. მათ ჯანმრთელობას ექიმები 20-30 წლის განმავლობაში აკვირდებოდნენ.

გამოირკვა, რომ ბავშვობაში ტონზილექტომიისა და ადენოიდექტომიის შემდგომ რესპირატორული, ინფექციური და ალერგიული დაავადებების რისკი 3-ჯერ მეტია, მათთან შედარებით, ვისაც მსგავსი ოპერაციები არ გადაუტანიათ.

ექსპერტებს მიაჩინათ, რომ უნდა შეფასდეს მოკლე და გრძელვადიანი რისკები. ზოგჯერ ოპერაცია გამართლებულია, ხოლო რიგ შემთხვევაში შეიძლება კონსერვატული მკურნალობით შემოვიფარგლოთ. ადენოიდებისა და ნუშურების ამოკვეთის თითოეულ შემთხვევას ინდივიდუალური მიდგომა სჭირდება, რადგანაც ეს ორგანოები დამცავი ფარია, რომლებიც ხელს უშლის ინფექციის ორგანიზმში შეჭრას.

ლალი ჩხიკვაძე