ზოგადი ქირურგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივლისი

კითხვა-პასუხი

ზოგადი ქირურგია

კუჭის, საყლაპავისა და ნაწლავთა ზედა ნაწილების მრავალი დაავადება ქირურგიულ ჩარევას მოითხოვს. ზოგიერთ შემთხვევაში ოპერაცია დაავადების კუპირებისა და პაციენტისთვის ჯანმრთელობის შენარჩუნების ერთადერთი საშუალებაა.კუჭის ოპერაციის სახეებითანამედროვე მედიცინა, კუჭის პათოლოგიების რაობისა და მათი განვითარების ხარისხის კვალობაზე, უმთავრესად ოთხი სახის ოპერაციულ ჩარევას მიმართავს: ყველაზე ხშირად - რეზექციულ ოპერაციას, შედარებით იშვიათად - ვაგოტომიას და გასტროენტეროსტომიას, ბოლო ხანს კი უფრო და უფრო ხშირად ტარდება რესტრიქციული ოპერაციებიც. რეზექცია მთელი კუჭის ან მისი ნაწილის ამოკვეთაა. ამგვარ ჩარევას მიმართავენ:
რამდენიმე თვეა, ჭიპის ირგვლივ სისველე შევამჩნიე. გამონადენი ხან სუნიანია, ხან - არა. სხვა მხრივ თავს კარგად ვგრძნობ, არც სიცხე მაქვს და არც არაფერი მაწუხებს. ვიფიქრე, ბანაობის დროს კარგად არ ვიმშრალებ-მეთქი და გულდასმით დავიწყე გამშრალება, მაგრამ ამაოდ - ისევ და ისევ მისველდება. მირჩიეს საფენები, მაგრამ არ მიშველა. ძალიან გთხოვთ გამარკვიოთ, რა მჭირს და როგორ მოვიქცე.ომფალიტი ჭიპის ირგვლივ არსებული კანის, კანქვეშა ქსოვილისა და სისხლძარღვების ანთებაა. იგი ხშირია ახალშობილებში, თუმცა ზრდასრულ ადამიანებსაც ემართებათ და დაკავშირებულია ჭიპის სტაფილოკოკებით ან სხვა ბაქტერიებით ინფიცირებასთან.
წითელი ქარი კანის ბაქტერიული ინფექციაა და მას სტრეპტოკოკი იწვევს (იწვევენ თუ არა სხვა ბაქტერიები ამ ინფექციას, უცნობია, თუმცა მათ ხშირად აღმოაჩენენ ინფექციის კერაში. აღწერილია ატიპური ფორმები, რომლებიც სხვა მიკროორგანიზმებით არის გამოწვეული. ასეთ დროს სტანდარტული ანტიბიოტიკები უეფექტოა). ამ დაავადებას ჯერ კიდევ შუა საუკუნეებში იცნობდნენ და წმინდა ანტონიუსის ცეცხლს უწოდებდნენ - ლეგენდის თანახმად, სწორედ ეს ეგვიპტელი მკურნალი არჩენდა ამ სნეულებით შეპყრობილ მორწმუნეებს. ძველად დაავადება უმთავრესად სახეზე იყო გამოხატული, მაგრამ საუკუნეების განმავლობაში ლოკალიზაცია შეიცვალა და ამჟამად უფრო ხშირად ქვედა კიდურებს აზიანებს. შესაძლოა, თავსა და სახეზეც იჩინოს თავი, მოიცვას ტუჩების, სასის, ხახის ლორწოვანი გარსებიც კი.  მეცნიერები ვარაუდობენ, რომ დაავადების ლოკალიზაციის ასეთი ცვლილება წითელი ქარის რისკის მქონე პირთა სიცოცხლის ხანგრძლივობის მატებას უკავშირდება.
ტკივილის გახსენება არავის სიამოვნებს, განსაკუთრებით - მუცლის ტკივილისა. მუცლის ტკივილი მუცლის ღრუს (უწინარეს ყოვლისა - კუჭ-ნაწლავის ტრაქტის) დაავადებებისა და ახლომდებარე ორგანოთა დაზიანების ყველაზე გავრცელებული სიმპტომია. შემთხვევითი არ არის, რომ ტკივილსა და დაავადებას საერთო საფუძველი აქვს. თუმცა ყველა დაავადება როდი ვლინდება ტკივილის სინდრომით. მუცლის ტკივილის მიზეზი არცთუ იშვიათად ძნელი დასადგენია. მუცლის ტკივილის სწორი შეფასება მეტად მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით - მწვავე დაავადებების დროს, რომლებიც გადაუდებელ სამედიცინო ჩარევას მოითხოვს. მუცლის ტკივილის მიზეზებზე გვესაუბრება თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის ურგენტული ქირურგიის მიმართულების პროფესორი, მედიცინის დოქტორი ალექსანდრე გორდელაძე.
მამობის მსურველი მამაკაცებისთვის ჩასახვის შანსი იზრდება კარგი ძილის შემთხვევაში. რეკომენდებულია დასაძინებლად დაწოლა 22:30 საათზე.
საკვების მონელების პროცესის ამა თუ იმ რგოლის მოშლისას,
არსებობს უამრავი კოსმეტიკური პროდუქტი, რომლებიც მსხლის ინგრედიენტებსაც შეიცავს.
მზის მცხუნვარე სხივები უარყოფითად მოქმედებს თმის სიჯანსაღესა და შესახედაობაზე.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად