/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
კატეგორია : ბავშვის აღზრდა
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ზოგადი ქირურგია

ათერომა და მისი მკურნალობა

ათერომა და მისი მკურნალობა
ათერომა კისტოზური წარმონაქმნია, ხალხში „ცხიმგროვის“ სახელწოდებით ცნობილი. ის კლასიკურ კისტას წარმოადგენს თავისი კაფსულითა და შიგთავსით. შიგთავსს სქელი, ფაფისებრი მოყვითალო მასა ქმნის,

რომელიც შეიცავს ამორფულ და კრისტალურ ცხიმოვან ნივთიერებებს ეპითელურ უჯრედებთან ერთად. კისტის შიგთავსს ზოგჯერ უსიამოვნო სუნი აქვს. ათერომა ქონის ჯირკვლის გამომტანი სადინარის დახშობის შედეგად წარმოიქმნება. ის ხშირად ლიპომაში ეშლებათ. ეს უკანასკნელი ცხიმოვანი ქსოვილისაგან განვითარებული კეთილთვისებიანი სიმსივნეა. გარეგნულად ლიპომა და ათერომა ძალიან წააგავს ერთმანეთს. თუმცა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ისინი სრულიად განსხვავებული წარმონაქმნებია.

ათერომა, ჩვეულებრივ, სხეულის ქონის ჯირკვლებით მდიდარ უბნებში გვხვდება. მაშინ როცა ლიპომა, ძირითადად, სხეულის იმ ნაწილებში ვითარდება, რომლებიც კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილითაა მდიდარი. დიფერენციული დიაგნოსტიკა და სწორი დიაგნოზის დასმა მხოლოდ ექიმ-სპეციალისტს შეუძლია ჰისტოლოგიური გამოკვლევის საფუძველზე.

ათერომა მიეკუთვნება კანის ეპითელურ კისტებს, რომლებიც მიკროსკოპული შენების გამო რამდენიმე სახეობად იყოფა. ესენია - ეპიდერმული ან იგივე ეპიდერმოიდული კისტა, დერმოიდული კისტა, მრავლობითი სტეატოცისტომა. კლინიკური გამოვლინებითა და მკურნალობის თვალსაზრისით ყველა მათგანი მსგავსია, ამიტომაც მათ პირობითად ათერომებად მოიხსენიებენ. ზოგიერთი ავტორი მიიჩნევს, რომ ათერომა მემკვიდრული პათოლოგიაა, ზოგიერთს კი მიაჩნია, რომ ის ორგანიზმში მიმდინარე ნივთიერებათა ცვლის ან კიდევ ჰორმონული ბალანსის დარღვევის შედეგია. ათერომის, მით უფრო - მრავლობითი ათერომების განვითარებაში გარკვეულ როლს ეკოლოგიურ ფაქტორებს, არასწორ კვებასა და ცხოვრების არაჯანსაღ წესსაც ანიჭებენ.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ათერომის ლოკალიზაციის ძირითადი ადგილები სხეულის ქონის ჯირკვლებით მდიდარი უბნებია. ყველაზე ხშირად ის თავის თმიან ნაწილში, კისრისა და სახის არეში გვხვდება. შესაძლოა გამოვლინდეს ხელზე, ზურგისა და შორისის მიდამოში, სათესლე პარკისა და გარეთა სასირცხო ბაგეების არეში და სხვა. ათერომა ორივე სქესის ადამიანებს ნებისმიერ ასაკში შეიძლება განუვითარდეთ. შეიძლება იყოს ერთეული ან მრავლობითი. დათვალიერებისას ის მრგვალი ფორმის სიმსივნისმაგვარი წარმონაქმნია, თუმცა სიმსივნე არ არის. რბილი კონსისტენციისაა, ზომით 5-დან 40 მმ-მდე, ზოგჯერ უფრო დიდიც. ათერომის ზედაპირზე არსებული კანი, ჩვეულებრივ, შეუცვლელია, თუმცა მეორეული ინფექციის თანდართვისას შესაძლოა მოწითალო გახდეს. ათერომა, როგორც წესი, გარემომცველ ქსოვილებთან ერთად მოძრავი და უმტკივნეულოა. ის შესაძლოა წლების განმავლობაში არ გაიზარდოს და მცირე ზომის დარჩეს, ან კიდევ საკმაოდ მოკლე ხანში საგრძნობლად გადიდდეს.

დაჩირქების დროს ათერომა, გარდა იმისა, რომ იზრდება, მტკივნეულიც ხდება. ამ დროს მიმდებარე ქსოვილები უხშირესად შუპდება, კანი ათერომის ზედაპირზე წითლდება, არცთუ იშვიათად - ტემპერატურაც იმატებს.

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობათ! უხერხულად გადახრისას კუჭის გასწვრივ მიმაგრდება კუნთი და მაქვს ტკივილი,რომელიც გრძელდება რამდენიმე წამს და შემდეგ თვითონ გაივლის.რისი ბრალი შეიძლება იყოს? ჩივილი თავს იჩენს მხოლოდ გადახრისას.მადლობა წინასწარ!</p>

ათერომა ზოგჯერ კანის ზედაპირს მცირე ზომის სანათურით უერთდება. აღნიშნული სანათურის საშუალებით შესაძლოა ათერომული მასა (კისტის შიგთავსი) გარეთ გამოიყოს. ათერომა ხშირად ჩირქდება ან კიდევ კანქვეშა ქსოვილში სკდება.

ზოგიერთი სპეციალისტის აზრით, თუ ათერომა მცირე ზომისაა, არ იზრდება და რაც მთავარია, არ აწუხებს ადამიანს, მისი მოცილება აუცილებელი არაა. დანარჩენ შემთხვევაში კი ნაჩვენებია მისი ქირურგიული მკურნალობა. ათერომის მოცილება (კაფსულიანად ამოკვეთა) ადგილობრივი ანესთეზიით ხდება. პრეპარატებითა და სხვადასხვა მალამოთი მისი გაწოვა-განკურნება შეუძლებელია. სადღესოდ კლასიკური ქირურგიული მეთოდის (სკალპელის გამოყენებითა და ნაკერების დადებით) გარდა, ათერომის სამკურნალოდ გამოიყენება ლაზერული და რადიოტალღური მეთოდები.

თუ ათერომა თავის თმიან ნაწილშია ლოკალიზებული, კლასიკური ქირურგიული მეთოდით მისი მოცილებისას აუცილებელი ხდება თმის საფარველის მოპარსვა, რაც განსაკუთრებულ დისკომფორტს უქმნის ადამიანებს, მით უფრო - ქალებს. ლაზერული ან რადიოტალღური მეთოდებით მკურნალობისას ამის საჭიროება არ არის. ამ უკანასკნელ მეთოდებს სხვა უპირატესობანიც გააჩნია. ისინი ბევრად უფრო ეფექტური და რეციდივის განვითარების თვალსაზრისით გაცილებით უსაფრთხოა. არ საჭიროებს ნაკერების დადებას, იძლევა კარგ კოსმეტიკურ შედეგს - კისტის მოცილების შემდეგ ნაწიბური არ რჩება, 2-4 თვეში კი ათერომის კვალიც არ ჩანს, პოსტოპერაციული გართულებები გამორიცხულია.

ათერომის მკურნალობის ყოველ კონკრეტულ მეთოდს თავისი უპირატესობა და ჩვენება აქვს. კისტის ლოკალიზაციის, ზომისა და სხვა თავისებურებების გამო მკურნალობის მეთოდის შერჩევა ექიმი-სპეციალისტის კომპეტენციაა. ოპერაციის ჩატარების შემდეგ ამოკვეთილი ათერომის მასალა აუცილებლად უნდა გადაიგზავნოს ლაბორატორიაში ჰისტოლოგიური კვლევისათვის.

კომენტარები (6)
მაია
მისამართი მომწერეთ სად მკურნალობენ რადიოლოგიით?
თარიღი : 25-10-2024
ნანა
ათერომის ამოჭრის მერე წვა ჭრილობის გარშემო რისი ბრალი შეიძლება იყოს და საშიშია თუ არა?
თარიღი : 20-02-2024
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას

გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

ათერომა და მისი მკურნალობა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები