ყველაფერი განგრენის შესახებ
გარე სამყაროსთან როგორც უშუალოდ, ასევე მასთან ანატომიური არხებით დაკავშირებულმა ქსოვილმა (კანის, ფილტვების, ნაწლავების და სხვა ორგანოთა ქსოვილებმა). მკვდარი ანუ განგრენოზული ქსოვილი მუქი ყავისფერი ან შავი ფერისაა. ასეთ შეფერილობას განაპირობებს რკინის სულფიდი, რომელიც წარმოიქმნება ჰემოგლობინში შემავალი რკინისაგან, ჰაერში არსებული გოგირდწყალბადის პირობებში.
განგრენის კლასიფიკაცია ეფუძნება:
- დაღუპული ქსოვილის კონსისტენციას (მშრალი და სველი განგრენა);
- ეტიოლოგიას ანუ ქსოვილის დაღუპვის ძირითად გამომწვევ მიზეზს (ინფექციური, ალერგიული, ტოქსიკური და სხვა);
- პათოგენეზს, ანუ პათოლოგიური პროცესის მიმდინარეობის თავისებურებას (ელვისებური, აიროვანი, ჰოსპიტალური განგრენა).
განგრენის გამომწვევ მიზეზებს სამ ძირითად ჯგუფად ყოფენ:
1. ადგილობრივი სისხლის მიმოქცევის შეწყვეტა;
2. მექანიკური და ქიმიური ზეგავლენა;
3. ფიზიკური ზეგავლენა.
განგრენა შესაძლოა გამოიწვიოს:
- ანაერობულმა ანუ უჟანგბადო გარემოში ბინადარმა კლოსტრიდიას სახეობის (ჩლ. Pერფრინგენს) ბაქტერიებმა. ამ განგრენას აიროვან, იგივე ანაერობულ განგრენას უწოდებენ.
- ნაწლავის ჩხირმა (Eსცჰერიცჰია);
- აერობაქტერიებმა (Aერობაცტერ);
- სტრეპტოკოკებმა (შტრეპტოცოცცუს);
- პროტეუსის სახეობის ბაქტერიებმა (Pროტეუს).
კლოსტრიდიას სახეობის ბაქტერიებისაგან განსხვავებით (რომლებიც ძირითადად კუნთოვანი ქსოვილის ნეკროზს განაპირობებს), ნაწლავის ჩხირი, აერობაქტერიები, სტრეპტოკოკები და პროტეუსები კანქვეშა ქსოვილებში მრავლდება. მათ ფაკულტატურ ანაერობებს უწოდებენ, რადგანაც, ჩვეულებრივ, ჟანგბადის შემცველ გარემოში გამრავლების გარდა, უჟანგბადო გარემოშიც შეუძლიათ არსებობა.
განგრენის მკურნალობა ქირურგიულია. გულისხმობს დანეკროზებული ქსოვილების მოკვეთას, ამპუტაციას დემარკაციული ხაზის მიხედვით. დარჩენილი ქსოვილების ინფიცირების თავიდან ასაცილებლად გამოიყენება ანტიბიოტიკები.
მშრალი განგრენა
მშრალი განგრენა, ჩვეულებრივ, ქვედა კიდურებს აზიანებს. ამ დროს კიდურის მკვებავი სისხლძარღვების გამავლობის შემცირება და დაცობა შედარებით ნელა მიმდინარეობს (თვეებისა და ზოგჯერ წლების განმავლობაში). ამის გამო ორგანიზმს, ფაქტობრივად, საკმარისი დრო აქვს იმისათვის, რომ დამცავი რეაქციით მოახდინოს მიმდინარე პათოლოგიურ პროცესზე რეაგირება და დაიწყოს ფიზიოლოგიური დემარკაცია (იგივე იზოლაცია) მომაკვდავი ქსოვილისა ჯანმრთელისაგან. ნეკროზი თავდაპირველად კიდურების კიდურა (განაპირა) ნაწილებს, ანუ ტერფის თითებს მოიცავს, შემდგომ მთლიან ტერფსა და ქვემო კიდურის სხვა ნაწილებზეც ვრცელდება.
საწყის ეტაპზე ჩნდება ძლიერი ტკივილი, რომლის შემცირება მხოლოდ ნარკოტიკული ანალგეზიური საშუალებებით არის შესაძლებელი. მოგვიანებით ქსოვილები მგრძნობელობას კარგავს და მუმიფიცირებულ სახეს იძენს, ანუ მოყავისფრო-მოშავო იერს, მოცულობაში მცირდება, ვიზუალურად მკვეთრად გამოყოფილია ცოცხალი ქსოვილებისაგან, სუნი არ ახლავს. პაციენტის ზოგადი მდგომარეობა ნორმალურია და თუ მშრალი განგრენა სველში არ გადავიდა, ადამიანის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. კიდურის დაზიანებული ნაწილის ამპუტაციას (მოკვეთას) უხშირესად კოსმეტიკური, გაუტკივარებისა და მოსალოდნელ გართულებათა თავიდან აცილების მიზნით მიმართავენ.
სველი განგრენა
სველ განგრენას, მშრალისაგან განსხვავებით, სრულიად საწინააღმდეგო ნიშნები ახასიათებს – ვითარდება მწვავედ, ორგანოს მკვებავი სისხლძარღვის უცაბედად დაცობის გამო. რაც მთავარია, სველი განგრენის მთავარი სპეციფიკური ფაქტორი ინფექციის თანდართვაა. პირველადი დაავადება, რომელმაც საფუძველი დაუდო სველ განგრენას, მკვეთრად არის ხოლმე გამოხატული (მძიმე დამწვრობა, მოყინვა, ტრავმა, კიდურის მწვავე არტერიული უკმარისობა). ორგანო მიცვალებულის ორგანიზმში არსებულ სახეს იძენს: იზრდება მოცულობაში, მომწვანო ფერისაა, ზეწოლისას ისმის სპეციფიკური ხმა (კრეპიტაცია, რადგან ქსოვილი გოგირდწყალბადითაა გაჯერებული), ახლავს უსიამოვნო ლპობის სუნი. პაციენტის ზოგადი მდგომარეობა მძიმეა. სიცოცხლის გადარჩენას დაზიანებული ორგანოს ამპუტაცია უზრუნველყოფს. სველი განგრენა შესაძლოა შინაგან ორგანოებშიც განვითარდეს (ნაწლავში, პანკრეასში ანუ კუჭუკანა ჯირკვალში, ფილტვებში, როგორც რთული ანთებითი ფორმების უკიდურესი გართულება).
აიროვანი განგრენა
აიროვან განგრენას სხვაგვარად ანაერობულ განგრენასაც უწოდებენ, რადგანაც მისი გამომწვევი მიკრობი უჟანგბადო, ანაერობულ პირობებში ცხოველმყოფელობს. დაავადებას უპირატესად კლოსტრიდიას სახეობის ბაქტერიები (ჩლ. Pერფრინგენს) იწვევს. ისინი ქუჩის მტვერსა და ნიადაგში ბინადრობენ. ანაერობული განგრენის განვითარება ემუქრება ჭრილობებს, რომლებიც დაბინძურებულია მიწით, ცუდად მარაგდება სისხლით, ცუდად ან საერთოდ არ არის დამუშავებული ქირურგიულად, გააჩნიათ დანეკროზებული უბნები. აიროვანი განგრენის გამომწვევი სწრაფად მრავლდება და ასნებოვნებს ქსოვილებს. ის უხვად გამოყოფს აირების წარმომქმნელ, ქსოვილთა დამშლელ ეგზო- და ენდოტოქსინებს, რომლებიც ხელს უწყობს ინფექციის სწრაფად გავრცელებას და უჯრედთა კვდომას. აღნიშნული ინფექციით დასნებოვნებიდან უკვე 5-6 საათში ადამიანის მდგომარეობა მძიმდება. ვითარდება ცხელება და ტაქიკარდია. კანი მორუხო-მოლურჯო ელფერს იძენს. ჭრილობა მკვეთრად მტკივნეულია, კიდეები გაფერმკრთალებული, შეშუპებული და უსიცოცხლო აქვს, ჭრილობის ძირი (ფსკერი) მშრალია. ჭრილობის ხილულ კუნთოვან მასებს მოხარშული ხორცის შესახედაობა აქვს, ჭრილობის კიდეებზე ზეწოლისას ქსოვილებიდან გამოიყოფა აირთა ბუშტუკები, რომელთაც სიდამპლის სუნი ასდის. პაციენტის მდგომარეობა სწრაფად უარესდება და ვითადება შოკი.