/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-მოგესალმებიᲗ პასუხი 10 დᲦეᲨი მოვა და ამ დროს ალბაᲗ ექიმᲗანაც გვექნება ვიზიტი Თუმცა Თქვენი აზრი უფრო მაინტერესებს, მყავს 2 წლის ბიᲭუნა, ხᲨირად ემარᲗება ყელის ინფექცია, ცივი წყალიც რომ დალიოს ეგრევე უცივდება, ისევე როგორც მე, 36 წლის ვარ, ნაყინს ვერ ვᲭამ რადგან ყელი ეგრევე მიცივდება,მეწყება ტკივილი და ვირუსი, Ჩემი Შვილიც მე მგავს, სუსტი გლანდდბი აქვს, მოკლედ რომ არ გავაგრᲫელო, გაცივდა, ჯერ ყელის ტკივილიᲗ ᲨეწიᲗლებიᲗ დაეწყო და გადაეზარდა გრიპᲨი, გამოკეᲗდა ექიმᲗან გყვავდა დაუნიᲨნა წამლები, 1 კვირაᲨი გამოკეᲗდა, ახლა 8 დᲦეა გასული რაც გამოკეᲗდა და ისევ დაეწყო სიცხეები 37.8 მაგრამ გრიპი არ აქვს, არც აცემინებს, არც ცხვირიდან სისველე არ აქვს, ცოტა პირᲨი აქვს უსიამოვნო სუნი, ამოსდის უკანა კბილები, ᲨეიᲫლება Თუ არა ეს იყოს კბილის ბრალი? Თუ ისევ ყელის ბაქტერიაა? ექიმᲗან ვიზიტი გვაქვს მაგრამ 1 კვირაᲨი, ველი Თქვენს პასუხს და კიდევ იმუნიტეტის ასამაᲦლებლად რა გავაკეᲗო ბავᲨვისაᲗვის? მადლობა წინასწარ

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ზოგადი ქირურგია

პანარიციუმი - თითების ჩირქოვანი დაავადება

როგორ ვუმკურნალოთ?

თითების ამ ჩირქოვან დაავადებას საქართველოში საწერელს ან დუდკოს უწოდებენ. თითის ქსოვილებში ჩირქმბადი მიკრობები უმთავრესად კანიდან ხვდება, სისხლის გზით ინფექციის შეჭრა იშვიათია. თითების ვრცელი დაზიანება, მაგალითად, ჭრილობა, დამწვრობა და სხვა, თითქმის არასოდეს იწვევს პანარიციუმს. სამაგიეროდ, მის განვითარებაში გადამწყვეტ როლს ასრულებს როგორც ხილული ტრავმა, ისე მიკროტრავმაც (ჩხვლეტა, ნაკაწრი და სხვა). საყურადღებოა, რომ პანარიციუმის განვითარებას ხელს უწყობს დიაბეტი, ავიტამინოზი, სისხლის მიმოქცევისა და ნივთიერებათა ცვლის მოშლა. მიუხედავად იმისა, რომ პანარიციუმი საკმაოდ ხშირია, პროფილაქტიკური ღონისძიებებისა და მკურნალობის მეთოდების გაუმჯობესების გამო მის გართულებათა (ძვლის, სახსრის, მყესის, მტევნის ჩირქოვანი ანთებები) რიცხვი ბოლო ხანს მკვეთრად შემცირდა.

პანარიციუმით დაავადებულ პაციენტებს იშვიათად სჭირდებათ სტაციონარული მკურნალობა. განასხვავებენ თითების ზერელე (კანის, კანქვეშა, ფრჩხილქვეშა, ფრჩხილბუდის) და ღრმა პანარიციუმს. საზოგადოდ, მტევანი და, კერძოდ, თითები ადამიანის სხეულის ყველაზე განვითარებული ნაწილია და რთულ ფუნქციებსაც ასრულებს. საკმარისია ითქვას, რომ თითს კვებავს რამდენიმე არტერია. აქ ნერვული დაბოლოებაც საკმაოდ ბევრია. თითები ორი-სამი სახსრისა და ფალანგის, მყესებისა და მყესბუდისგან შედგება.

ამასთანავე, თითებისა და, საზოგადოდ, მტევნის ტემპერატურა სხეულის სხვა ნაწილებთან შედარებით დაბალია, რის გამოც სისხლძარღვები ხშირად სპაზმურ მდგომარეობაშია. თითები ყველაზე მეტად განიცდიან გარეგან ზემოქმედებას: მექანიკურს, ქიმიურსა და თერმულს. ყოველივე ეს ძალზე ხელსაყრელ პირობებს ქმნის პათოგენური პროცესის წარმოშობისა და გავრცელებისთვის. პანარიციუმის მთავარი ნიშნებია ტკივილი, შეწითლება, შესივება და ფუნქციის მოშლა. თითების მომხრელ ზედაპირზე შეწითლება უმნიშვნელოა. სიწითლე მით უფრო ძლიერია, რაც უფრო ზერელეა პროცესი და პირიქით - ღრმა პანარიციუმის დროს, სისხლძარღვებზე ზეწოლის გამო, კანი ზოგჯერ ფერმკრთალი ან იისფერია.

მკურნალობა

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ზერელე პანარიციუმი იოლი სამკურნალოა, თუ დროულად, დაავადების დაწყებისთანავე მიმართავთ ქირურგს. დაგვიანების შემთხვევაში ზერელე პანარიციუმი შესაძლოა ღრმაში გადაიზარდოს, რომლის მკურნალობა უფრო რთულია და უმეტესად სტაციონარულ პირობებში ტარდება. ფრჩხილქვეშა პანარიციუმის დროს ზოგჯერ საკმარისია პანარიციუმის მიზეზის - ხიწვის, ეკლის მოცილება.

მიზეზის აღმოჩენისა და მოცილებისთვის საჭიროა ფრჩხილის კიდის მოკვეთა. ფრჩხილქვეშა ჩირქის დრენირებისთვის ფრჩხილს სკალპელის წვერით ან ბორმანქანით ხვრეტენ. ზოგჯერ საჭირო ხდება მთელი ფრჩხილის ან მისი ნაწილის აცლაც. პარონიქიის მკურნალობა თავდაპირველად კონსერვატიულია. იყენებენ საპნიანი წყლის აბაზანებს, ზოგჯერ - ცხელი სპირტით, აგრეთვე - მარილის ჰიპერტონული ხსნარის კომპრესებს (2 ს/კ მარილი 200 გ ანადუღარ წყალზე). თუ კონსერვატიული ღონისძიებები უშედეგო აღმოჩნდა, საქმეში ქირურგი ერთვება. ცალკე უნდა შევეხოთ ქიმიური ფანქრით გამოწვეულ პანარიციუმს. ქიმიური ფანქრის გრაფიტი ანილინის საღებავების მოქმედებით ქსოვილის გავრცობილ ნეკროზს (კვდომას) იწვევს. ამ დროს მკურნალობის მიზანია ანილინის საღებავებით შეღებილი ქსოვილების ამოკვეთა. პანარიციუმის თავისებური სახეობაა გავრცელებული მწველავებში. მათი გარქოვანებული კანის ნაპრალებში შეჭრილი ბეწვები იწვევს ქრონიკულ რეაქციულ ანთებას, რომლის მკურნალობა ქირურგის პრეროგატივაა.

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობათ! უხერხულად გადახრისას კუჭის გასწვრივ მიმაგრდება კუნთი და მაქვს ტკივილი,რომელიც გრძელდება რამდენიმე წამს და შემდეგ თვითონ გაივლის.რისი ბრალი შეიძლება იყოს? ჩივილი თავს იჩენს მხოლოდ გადახრისას.მადლობა წინასწარ!</p>

პანდაქტილიტი თითის ყველა ქსოვილის ჩირქოვანი ანთებაა. თითის ყველა ქსოვილზე ჩირქოვანი პროცესის გავრცელების შემთხვევაში ვითარდება მრავლობითი ჩირქოვანი ხვრელი. თითი ძლიერ შესივებული, ციანოზური (გალურჯებული) და დეფორმირებულია. ასეთ დროს მკურნალობა თითქმის ყოველთვის უშედეგოა: ანთებითი პროცესის დაცხრობის შემდეგ თითი ფუნქციას კარგავს, ამიტომ რეკომენდებულია მისი მოკვეთა. საზოგადოდ კი, როდის უნდა გაკეთდეს პანარიციუმის დროს ოპერაცია, დღემდე საკამათოა. მრავალი ქირურგის აზრით, ოპერაციის გაკეთება საჭიროა პირველი უძილო ღამის შემდეგ. ჩირქის არარსებობის მიუხედავად, გაკვეთა და ანთებითი გამონადენის შემცირება ხელს უწყობს პროცესის უკუგანვითარებას.

პროფილაქტიკა

პანარიციუმის პროფილაქტიკა გაცილებით ადვილია. მთავარია ჰიგიენა, ხშირი დაბანა. თითების დაზიანების თავიდან ასაცილებლად საჭიროა ხელთათმანებით მუშაობა. სიფრთხილით უნდა გაკეთდეს მანიკიური და პედიკიური. სიფრთხილეა საჭირო ფრჩხილის ძირში წამონაზარდის მოშორების დროსაც. ყოველგვარი ჩხვლეტის შემდეგ დეტალურად უნდა გაისინჯოს მიკროტრავმის ადგილი, უცხო სხეული დაუყონებლივ უნდა მოსცილდეს. ამისთვის აუცილებელია დაზიანებული ადგილის დამუშავება სპირტით ან არყით. შედეგიანია ჩხვლეტის ადგილიდან სისხლის გამოშვებაც. დაზიანებული ადგილი იოდით უნდა დამუშავდეს. ფრჩხილები სწორად უნდა მოიკვეთოს ან მიეცეს ოდნავ მომრგვალებული ფორმა, რითაც თავიდან ავიცილებთ კიდეებში მათი ჩაზრდის საშიშროებას. სხვათა შორის, როდესაც პანარიციუმი ზედიზედ რამდენჯერმე ვითარდება, აუცილებელია ანალიზის აღება შაქარზე.

ფრჩხილის ჩაზრდა მარტო მოჭერილმა კი არა, ზედმეტად თავისუფალმა ფეხსაცმელმაც შეიძლება გამოიწვიოს. პანარიციუმის პროფილაქტიკისთვის კარგია ცხელი წყლის აბაზანა, თუნდაც ხანმოკლე, მაგრამ დღეში რამდენჯერმე, უმჯობესია საპნიანი წყლით. შეიძლება აბსოლუტური (96%) ან შემთბარი სპირტის აბაზანის გაკეთებაც. განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს კიდურის იმობილიზაციას. ავადმყოფს უნდა მიეცეს სულფამიდური პრეპარატები ბორჯომის წყლით (თუმცა ორსულობის პერიოდში, ჯობს, ქიმიურ პრეპარატებს ერიდოთ), ბევრი სითხე, ვიტამინები. კარგი შედეგი აქვს ანტიბიოტიკებით ადგილობრივ და ზოგად მკურნალობას, აგრეთვე - რენტგენოთერაპიასაც. ფრჩხილის მოცილების შემდეგ შესაძლოა განვითარდეს სოკოვანი დაავადება, თუმცა მისი მკურნალობაც სპეციალისტმა უნდა ითავოს.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

როგორ უნდა გაიგოთ, გაქვთ თუ არა რკინადეფიციტური ანემია

რკინადეფიციტური ანემიის დადგენისათვის მნიშვნელოვანია ყურადღება მიაქციოთ სიმპტომებს.
სრულად
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

სახსრების დაავადებას ფიჭვის წიწვების საფენი უხდება

ასაკში, წონის მატებასთან ერთად, სახსრების პრობლემებიც დამეწყო.
სრულად

სამკურნალო წერილები

გემრიელი წნევის წამალი - დაგჭირდებათ ჭარხალი, თაფლი და შტოში

ძალიან მინდა, თქვენს მკითხველებს ვასწავლო ჩემი საყვარელი წამლის რეცეპტი,
სრულად

სამკურნალო წერილები

კამა კლიმაქსის დროს კარგი საშუალებაა
კამა კლიმაქსის დროს კარგი საშუალებაა
კამის წყალი ხელს უწყობს მენოპაუზის უარყოფითი სიმპტომების მოხსნას, ალების რაოდენობის შემცირებას და ძილის ნორმალიზებას.
სრულად

პანარიციუმი - თითების ჩირქოვანი დაავადება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები