მკერდის პლასტიკა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მკერდის პლასტიკა

ბევრი ქალია უკმაყოფილო მკერდის ზომით ან ფორმით. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ ასაკის მატებასთან ერთად და ასევე ფეხმძიმობის შემდეგ ხშირია მკერდის ფორმის ცვლილების შემთხვევები. მკერდის გადიდება არა მარტო მსოფლიოში, საქართველოშიც ძალიან სასურველი ოპერაციაა. გარდა ამისა, ხშირია მკერდის აწევისა და რეკონსტრუქციის ოპერაციებიც. მკერდის ზომით უკმაყოფილო არა მხოლოდ პატარა ზომის მკერდის ქალები არიან, დიდი ზომის მკერდიც ხშირად ხდება სხვადასხვა პრობლემის მიზეზი. ამ შემთხვევაში ქალები რედუქციულ მამოპლასტიკას მიმართავენ, რაც მკერდის დაპატარავებას გულისხმობს. მკერდის რეკონსტრუქციას კი მიმართავენ პაციენტები, რომლებსაც ჩაუტარდათ მასტეოქტომია, იგივე მკერდის მოკვეთა (ავთვისებიანი სიმსივნის ან სხვა მიზეზების გამო).

როგორც უკვე აღვნიშნეთ, მკერდის გადიდება ძალიან სასურველი პლასტიკური ოპერაციაა მსოფლიოში. უამრავი მსოფლიო ვარსკვლავი ირჩევს ამ ოპერაციას გარეგნობის გასაუმჯობესებლად. ბევრი ქალისთვის მკერდის გადიდება არა მხოლოდ გარეგნობის გაუმჯობესების, მეტი თავდაჯერებულობის მიღწევის საშუალებაცაა. აღნიშნული ოპერაციის შემდეგ უამრავი ადამიანი თავისუფლდება მკერდის ზომისგან გამოწვეული კომპლექსებისგან.

მკერდის ფორმისა და მოცულობის ცვლილება იმპლანტირებით ცნობილია როგორც აუგმენტაციური მამოპლასტიკა. ეფექტი მიიღწევა სარძევე ჯირკვლის ქსოვილის ქვეშ ან უფრო ღრმად (მკერდის კუნთის ქვეშ) იმპლანტანტის განთავსების მეშვეობით. აღსანიშნავია, რომ სილიკონის იმპლანტანტები ორგანიზმისთვის სრულიად უსაფრთხოა.

მკერდის გადიდების ფასი დამოკიდებულია ოპერაციის სირთულეზე და განსხვავებულია სხვადასხვა შემთხვევაში.

რა შემთხვევაში კეთდება მკერდის გადიდების ოპერაცია?

აღნიშნულ ოპერაციას უამრავი ქალი ირჩევს სხვადასხვა მიზეზით, მათ შორის:

  • მკერდის ზომის გაზრდა და ფორმის გაუმჯობესება ფუნქციების შენარჩუნებით (ჩვილი ბავშვის კვება);
  • მკერდის მოცულობის აღდგენა მშობიარობის ან წონის სწრაფი დაკლების შემდეგ;
  • მკერდის ზომების სხვაობის კორექცია;
  • როგორც აღდგენითი პროცედურა სარძევე ჯირკვალში სიმსივნის ამოკვეთის შემდეგ. ეფექტი მიიღწევა სპეციალური იმპლანტანტის ხარჯზე;
  • მკერდის უკეთესი ფორმისა და ზომის მიღება, რომელიც სხეულის პროპორციული იქნება.

მკერდის აწევა

მასტოპექსია, იგივე მკერდის აწევა – ქირურგიული პროცედურაა, რომელიც მიმართულია მკერდის ნორმალური სიმაღლის აღდგენასა და მისი კონტურების თუ ზომის გაუმჯობესებისკენ. ზოგიერთ შემთხვევაში მკერდის აწევის ოპერაცია შეიძლება ჩატარდეს საწყისი ფუნქციის შენარჩუნების მიზნით (ძუძუთი კვების შესაძლებლობა). მასტოპექსიის დახმარებით შესაძლებელია არეოლის (მუქი ზონა დვრილის გარშემო) ზომის დაპატარავებაც.

გარდა ამისა, შესაძლებელია მასტოპექსიისა და მკერდის იმპლანტირების ერთმომენტიანი წარმოებაც, იმ შემთხვევაში, როდესაც საჭიროა მკერდის აწევა და მოცულობის ერთმომენტიანი მატება.

სარძევე ჯირკვლის ჩამოწევა შეიძლება გამოიწვიოს წონის ზემოქმედებამ, კანის ელასტიკურობის დაკარგვამ, ასევე ორსულობის პერიოდში მომხდარმა ცვლილებებმა ან წონის მნიშვნელოვნად კლებამ.

ვისთვის არის რეკომენდებული მასტოპექსია?

საუკეთესო შედეგი ძირითადად მიიღწევა პატარა და დასუსტებული მკერდის მქონე ქალების შემთხვევაში. მასტოპექსიის დახმარებით შესაძლებელია ნებისმიერი ზომის მკერდის აწევა, მაგრამ მძიმე წონის მკერდის შემთხვევაში ეფექტი არ იქნება ხანგრძლივი.

მკერდის აწევის ოპერაცია არ არის რეკომენდებული ქალებისთვის, რომლებიც მომავალში გეგმავენ ორსულობას. ამ შემთხვევაში უმჯობესია ოპერაციის გადადება. მიუხედავად იმისა, რომ მასტოპექსია არანაირ ზეგავლენას არ მოახდენს ორსულობასა და ძუძუთი კვების შესაძლებლობაზე, ორსულობის პერიოდში თქვენი მკერდი, სავარაუდოდ, კვლავ დაიწევა და ოპერაციის შედეგიც დაიკარგება.

მკერდის რეკონსტრუქცია

მკერდის რეკონსტრუქცია, რომელიც მოკვეთილია ავთვისებიანი სიმსივნისა თუ სხვა მიზეზების გამო, ქალის სოციალური და ფიზიკური რეაბილიტაციისთვის მნიშვნელოვანი პროცედურაა. თანამედროვე სამედიცინო მეთოდები საშუალებას გვაძლევს აღვადგინოთ მკერდი, რომელიც თავისი ფორმით ნაკლებად განსხვავდება ნამდვილისაგან. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ერთმომენტიანი მასტექტომია (ძუძუს მოკვეთა) და მკერდის აღდგენა არც ისეთი მარტივი პროცედურაა და მისი ჩატარება დაუშვებელია ყველა შემთხვევაში. ასეთი ოპერაციის ჩატარებაზე ქირურგი გადაწყვეტილებას იღებს კლინიკური სურათისა და პაციენტის დამატებითი გამოკვლევის საფუძველზე.

ქალის მკერდის რეკონსტრუქციის მიზანია მისი ესთეტიკური მხარის აღდგენა.

ამისათვის საჭიროა:

  • სარძევე ჯირკვლის მოცულობის აღდგენა;
  • ესთეტიკურად სწორი ფორმის მიღება;
  • კანის საფარის აღდგენა;
  • დვრილის და არეოლის კომპლექსის აღდგენა;
  • სიმეტრიის აღდგენა;
  • ნორმალური კონსისტენციის აღდგენა.

მკერდის დაპატარავება

ედუქციული მამოპლასტიკა გულისხმობს დიდი ზომის მკერდის დაპატარავებას და ფორმის კორექციას. აღნიშნული ოპერაციის დროს ასევე ხდება ჭარბი კანის მოცილება და დიდი არეოლის დაპატარავება. აღსანიშნავია, რომ დიდი მკერდი ქალებს არა მხოლოდ ესთეტიკურ პრობლემებს უქმნის, არამედ ის ზოგჯერ ცუდად მოქმედებს ჯანმრთელობაზეც. ქალებს აწუხებთ ტკივილები ზურგის, წელისა და კისრის არეში, ხერხემლის დაავადებები. ასევე ხშირია კანის გაღიზიანება, ძილის დროს სუნთქვის გაძნელება, ოფლიანობა და ა. შ.

ოპერაციის ხანგრძლივობა, გვერდითი მოვლენები და შემდგომი პერიოდი

სხვადასხვა ტიპის ოპერაციის შემთხვევაში ხანგრძლივობა სხვადასხვანაირია და ის 1-დან 4 საათამდე მერყეობს. რაც შეეხება გვერდით მოვლენებს, ოპერაციის შემდგომ პერიოდში პაციენტებს აღენიშნებათ შეშუპება, ხოლო ზოგიერთ შემთხვევაში სისხლჩაქცევები. თუმცა ეს ყველაფერი თავისთავად გაივლის. მკერდის გადიდებასთან დაკავშირებით არსებობს „მითები“, თუმცა მრავალრიცხოვანი სამეცნიერო კვლევებით დადასტურებულია, რომ სილიკონის იმპლანტატებს არ აქვს კავშირი ონკოლოგიური ან იმუნოლოგიური დაავადებების პროვოცირებასთან. საყურადღებოა, რომ, როგორც ნებისმიერი სხვა ოპერაციის დროს, მკერდის პლასტიკამდეც აუცილებელია წინასწარი მომზადება.

ოპერაციის შემდეგ, დაახლოებით 1 თვის განმავლობაში, პაციენტი სპეციალურ თეთრეულს ატარებს. ცხოვრების ჩვეულ რიტმს კი ოპერაციიდან რამდენიმე დღის შემდეგ უბრუნდება.