/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-მოგესალმებიᲗ პასუხი 10 დᲦეᲨი მოვა და ამ დროს ალბაᲗ ექიმᲗანაც გვექნება ვიზიტი Თუმცა Თქვენი აზრი უფრო მაინტერესებს, მყავს 2 წლის ბიᲭუნა, ხᲨირად ემარᲗება ყელის ინფექცია, ცივი წყალიც რომ დალიოს ეგრევე უცივდება, ისევე როგორც მე, 36 წლის ვარ, ნაყინს ვერ ვᲭამ რადგან ყელი ეგრევე მიცივდება,მეწყება ტკივილი და ვირუსი, Ჩემი Შვილიც მე მგავს, სუსტი გლანდდბი აქვს, მოკლედ რომ არ გავაგრᲫელო, გაცივდა, ჯერ ყელის ტკივილიᲗ ᲨეწიᲗლებიᲗ დაეწყო და გადაეზარდა გრიპᲨი, გამოკეᲗდა ექიმᲗან გყვავდა დაუნიᲨნა წამლები, 1 კვირაᲨი გამოკეᲗდა, ახლა 8 დᲦეა გასული რაც გამოკეᲗდა და ისევ დაეწყო სიცხეები 37.8 მაგრამ გრიპი არ აქვს, არც აცემინებს, არც ცხვირიდან სისველე არ აქვს, ცოტა პირᲨი აქვს უსიამოვნო სუნი, ამოსდის უკანა კბილები, ᲨეიᲫლება Თუ არა ეს იყოს კბილის ბრალი? Თუ ისევ ყელის ბაქტერიაა? ექიმᲗან ვიზიტი გვაქვს მაგრამ 1 კვირაᲨი, ველი Თქვენს პასუხს და კიდევ იმუნიტეტის ასამაᲦლებლად რა გავაკეᲗო ბავᲨვისაᲗვის? მადლობა წინასწარ

კატეგორია : რჩევები მშობლებს

-თუ ჩემშია პრობლემა მითხარით, ბავშვი ხდება რამოდენიმე დღეში 2 თვის. დაბადებიდან მალევე დაეწყო ხმაურიანი სუნთქვა, სტრიდორიაო პედიატრმა. ამას დაემატა აპნოე, მოლურჯო ფერი ტუჩებთან, გულმკერდის ჩაზნექვა სუნთქვის დროს და ასევე ყელთან. მყავდა ორ ლარინგოლოგთან - ორივემ სიცილკისკისით გამომიშვა, ეს არაფერია, გაუვლის, უმეტესობას აქვსო. მყავდა ნეიროსკოპიაზე ჟანგბადი კარგად მიეწოდება ტვინს, ახლა გულის ექოსკოპიაზე მიმყავს. უბრალოდ მართლა ვერ მომისვენია მაინც, გუგლში ვკითხულობ რომ ბავშვი გადაუდებელ დახმარებას საჭიროებს თუ სუნთქვის დროს გულმკერდი ეზნიქება ასევე ყელთან და თუ აქვს აპნოეო და რაღა ვქნა არ ვიცი, ისევ მივიყვანო ვინმე სხვასთან? ანუ თითქოს როგორც კი გაიგებენ სტრიდორიაო უი ეგ არაფერი ბუნებრივიაო, და სტრიდორი ხომ ნიშნავს იმას რომ ბავშვს ან ლარინგომალაცია აქვს ან ტრაქეომალაცია, აშკარად დიდ ძალას ატანს სუნთქვის დროს. როგორ მოვიქცე?

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

პლასტიკური ქირურგია

როგორ ტარდება თმის გადანერგვა და რა უკუჩვენებები აქვს

როგორ ტარდება თმის გადანერგვა და რა უკუჩვენებები აქვს
გვესაუბრება საქართველოს თმის ტრანსპლანტოლოგიისა და ტრიქოლოგიის ასოციაციის დამფუძნებელი, თმის აღდგენითი ქირურგიის საერთაშორისო ასოციაციის წევრი,

თმის აღდგენითი მედიცინის სამკურნალო-სამეცნიერო ცენტრის "ჰეალაინ ინტერნეიშნლის" დირექტორის მოადგილე, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ალექსი მახარაშვილი.

- დაგვეთანხმებით, თმის ცვენა ჩვენში იშვიათი არ არის. რა იწვევს მას და რამდენად აქტუალურია საზოგადოდ ეს პრობლემა?

- თმის პათოლოგიური ცვენა არის მდგომარეობა, როცა ადამიანს თმა სცვივა თმის ფოლიკულის დაზიანების შედეგად. ასეთი თმის ცვენა შესაძლოა ლოკალიზებული იყოს თავის თმიან ნაწილზე, სახეზე, სხეულზე. მედიცინაში ამ მდგომარეობას ალოპეციას უწოდებენ. ეს სიტყვა ბერძნული წარმოშობისაა და სიმელოტეს ნიშნავს.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ტერმინი "ალოპეცია" გამოიყენება როგორც თმის საფარველის მასიური კარგვის შემთხვევაში, ასევე თმის ცვენის ყოველდღიური ფიზიოლოგიური ნორმის გადაჭარბების დროსაც. აღსანიშნავია, რომ თმის 50%-ზე ნაკლების დაკარგვა გარეგნულად შეუმჩნეველი რჩება, უფრო მეტის დაკარგვისას კი აშკარა ხდება თმოვანი საფარველის ცვლილება. ალოპეცია საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა. დადგენილია, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში გამელოტება მამაკაცთა 50%-ს აღენიშნება. 40 წლისთვის თმის ცვენა შესამჩნევია ქალთა 40%-ში, ალოპეცია კი 30 მილიონ ქალს აქვს. თმის ცვენას უჩივის 18-დან 29 წლამდე ასაკის მამაკაცების 16% და 40-დან 49 წლამდე ასაკის მამაკაცების 53%. წლების წინათ გამელოტება დაავადებად არ მიიჩნეოდა, სადღეისოდ კი დადგენილია, რომ ის არის პათოლოგიური პროცესი, რომელსაც ხშირად საფუძვლად უდევს თმის ფოლიკულის პათოლოგიური გადაგვარება სრულ ატროფიამდე. ალოპეცია სხვადასხვა სახისაა. მიზეზის კვალობაზე განასხვავებენ ანდროგენეტიკურ, დიფუზურ, ბუდობრივ და ნაწიბუროვან ალოპეციას. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ანდროგენეტიკური ალოპეცია ალოპეციის უმთავრესი სახეობაა. დადგენილია, რომ მამაკაცთა ალოპეციის 95% სწორედ მის წილად მოდის, ქალებში კი 50 წლისთვის ანდროგენეტიკური ალოპეციის სიხშირე 25%-ია. მას ქალთა პოპულაციაში მამაკაცური ტიპის თმის ცვენას უწოდებენ. ანდროგენეტიკური ალოპეცია განპირობებულია ორი ეტიოლოგიური ფაქტორის შერწყმით. ეს ფაქტორებია ანდროგენები - მამაკაცური სასქესო ჰორმონები - და გენეტიკური განწყობა. სწორედ მათი ურთიერთთანხვედრა ქმნის გამელოტების მექანიზმს. ერთ-ერთი მათგანის არარსებობისას ანდროგენეტიკური ალოპეცია არ ვითარდება. ამის თვალსაჩინო მაგალითია ჯერ კიდევ არისტოტელეს დროიდან ცნობილი ფაქტი - საჭურისები არ მელოტდებიან. ანდროგენული ალოპეციის მიზეზად მიიჩნევა მამაკაცური ჰორმონის ტესტოსტერონის და მისი დერივატების დამაზიანებელი ზემოქმედება თმის იმ ფოლიკულებზე, რომლებიც შუბლისა და თხემის მიდამოებშია განლაგებული (ეს ეგრეთ წოდებული ანდროგენდამოკიდებული ზონაა). ანდროგენების მიმართ მგრძნობიარე ეს ფოლიკულები თანდათან პატარავდება, კანის ზედაპირისკენ მიიწევს, კარგავს ჯანმრთელი თმის წარმოქმნის უნარს, ატროფირდება, საბოლოოდ კი გაიწოვება და მათ ადგილს შემაერთებელი ქსოვილი იკავებს. მიუხედავად იმისა, რომ ჰორმონი ყველა მამაკაცს აქვს, თმის ცვენა ეწყებათ მხოლოდ გენეტიკურად განწყობილ პირებს. დადგენილია, რომ თმის ცვენა მემკვიდრეობით გადაეცემა როგორც მამის, ასევე დედის მხრიდან.

- მკითხველმა შესაძლოა იფიქროს, რომ სიმელოტე მამაკაცური ძლიერების, მაღალი პოტენციის ნიშანია...

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობათ ასოს ზევით ბოქვების მიდამოში მაქვს ზედმეტი ცხიმოვანი ქსოვილები და რამაინტერესებს სწორი კვებით და ვარჯიშით შესაძლებელია გამიქრე მაგადგილას ზედმეტი ცხიმი და სუსტებს როგორც აქვან მაგადგილას ისე მქონდეს ? ლიპოსაქციის ჩარევის გარეშე ? ასო არმიჩანს მაგის გამო გამოკვეთილად მაგის გამო მაინტერესებს</p>

- ხაზგასმით ვამბობ: ასე არ არის. ანდროგენეტიკური ალოპეცია არ უკავშირდება ანდროგენების სიჭარბეს. გენეტიკური განწყობის შემთხვევაში ანდროგენეტიკური თმის ცვენა მამაკაცური სასქესო ჰორმონების ნორმალური დონის ფონზეც კი ვითარდება. ალოპეციასა და მამაკაცის პოტენციას შორის პირდაპირი კავშირი არ არსებობს.

- რა თავისებურებებით გამოირჩევა თმის ცვენა ანდროგენეტიკური ალოპეციის დროს?

- ანდროგენეტიკური ალოპეცია მეტ-ნაკლებად ხანგრძლივი პროცესია. ის ნელა იწყება. ზოგჯერ განუწყვეტლივ პროგრესირებს, ზოგჯერ ტალღისებურად, გამწვავებებით მიმდინარეობს. პროცესის ხანგრძლივობა ერთიდან რამდენიმე ათეულ წლამდე მერყეობს და თავზე თმის უდიდესი ნაწილის, ხშირად მთელი 80%-ის დაკარგვით სრულდება. ანდროგენეტიკური ალოპეციის დაწყების ძირითადი ნიშნებია თმის ცხიმიანობის მომატება (სებორეა), შუბლ-თხემის არეში, ანდროგენდამოკიდებულ ზონაში, არსებული თმის გაბაცება, დაწვრილება და ზრდის შენელება (შესამჩნევია მისი ნელი ზრდა იმ თმასთან შედარებით, რომლითაც დაფარულია კეფისა და საფეთქლის მიდამოები - ანდროგენდამოუკიდებელი ზონა). გავრცელებისა და პროცესის ლოკალიზაციის მიხედვით განასხვავებენ ალოპეციის რამდენიმე ტიპს, მაგრამ მათი დაწვრილებით განხილვა შორს წაგვიყვანს და მკითხველისთვის ნაკლებად საინტერესო იქნება. თმის ცვენა შესაძლოა დაიწყოს შუბლ-თხემის არიდან, რასაც დამახასიათებელი სამკუთხედების წარმოქმნა მოჰყვება. შესაძლოა, თმოვანი საფარი თავდაპირველად თავის ცენტრში შეთხელდეს... თუმცა არსებობს ერთი საერთო კანონზომიერება, რომელმაც თმის ტრანსპლანტოლოგიას დაუდო საფუძველი: ანდროგენეტიკური ალოპეციის უკანასკნელ სტადიაშიც კი კეფასა და საფეთქლებზე ჭარბად რჩება ჯანმრთელი თმა. ამ არეებში თმის ფოლიკული მდგრადია ჰორმონული ზემოქმედების მიმართ, აქ გამელოტების მექანიზმი არ მოქმედებს. სწორედ ამიტომ გამოიყენება გადასანერგად კეფისა და საფეთქლის არეების თმა, ხოლო ამ მიდამოს მუდმივი თმების ზონას უწოდებენ.

- რამდენად აქტუალურია ანდროგენეტიკური ალოპეცია ქალებში, რა ახასიათებს ასეთ თმის ცვენას?

- ანდროგენეტიკური ალოპეცია ქალებს შორისაც გვხვდება, თუმცა ტერმინი "ანდროგენეტიკური" მასთან მიმართებით იშვიათად გამოიყენება - როგორც აღვნიშნეთ, მას ქალის მამაკაცური ტიპის თმის ცვენას უწოდებენ. ამ დროს ალოპეციის გამომწვევ ორ ზემოხსენებულ ფაქტორთან ერთად მოქმედებს სხვა მექანიზმებიც. ქალის მამაკაცური ტიპის თმის ცვენას განსაზღვრული თავისებურებები ახასიათებს. ცვენა თხემის მიდამოდან იწყება, თმის წინა ხაზი კი ნაკლებად ზიანდება. თმის ცვენის ერთ-ერთი პირველი ნიშანია თმის გამყოფის ხაზის (თუ ქალს თმა აქვს გადაყოფილი) გაფართოება.

- რა არის დიფუზური ალოპეცია, რა ახასიათებს მას?

- დიფუზური ალოპეცია სიმპტომური ალოპეციაა. ეს ის შემთხვევაა, როდესაც თმის ცვენა ორგანიზმში მიმდინარე ზოგად ცვლილებებს, ჰომეოსტაზის დარღვევას უკავშირდება. შეიძლება ითქვას, რომ პაციენტს აქვს ესა თუ ის დაავადება ან ნორმიდან გადახრა, რომლის ერთ-ერთი სიმპტომი ალოპეციაა. დიფუზური ალოპეცია ქალებში თმის ცვენის ყველაზე გავრცელებული ფორმაა. ამ დროს თმოვანი საფარველი მთელ თავზე თხელდება. დიფუზური ალოპეციის მიზეზებს შორის უნდა დავასახელოთ რკინის დეფიციტი, ენდოკრინული სისტემის დაავადებები (ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიები, საკვერცხის პოლიკისტოზი), საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებები, სტრესი, ქირურგიული ჩარევა, ორსულობა, ზოგიერთი მედიკამენტი - ცნობილია, რომ თმის ცვენა 300-მდე პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს. ამრიგად, დიფუზური ალოპეციის დროს თმის ცვენა მარტოოდენ ფოლიკულის პრობლემაზე არ მიუთითებს - ის ორგანიზმში არსებული ზოგადი პრობლემის გამოხატულებაა.

კომენტარები (3)
გიორგი
მჭირს სრული ალოპეცია არმაქ არსად თმის ნასახი შეიძლება ამის განკურნება ? გთხოვთ მიპასუხოთ
თარიღი : 30-08-2019
lado
romel klinikas mirchevt? sad mkurnaloben shedegianad da sauketesod?
თარიღი : 03-10-2017
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

როგორ ტარდება თმის გადანერგვა და რა უკუჩვენებები აქვს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ ტარდება თმის გადანერგვა და რა უკუჩვენებები აქვს

თმის აღდგენითი მედიცინის სამკურნალო-სამეცნიერო ცენტრის "ჰეალაინ ინტერნეიშნლის" დირექტორის მოადგილე, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ალექსი მახარაშვილი.

- დაგვეთანხმებით, თმის ცვენა ჩვენში იშვიათი არ არის. რა იწვევს მას და რამდენად აქტუალურია საზოგადოდ ეს პრობლემა?

- თმის პათოლოგიური ცვენა არის მდგომარეობა, როცა ადამიანს თმა სცვივა თმის ფოლიკულის დაზიანების შედეგად. ასეთი თმის ცვენა შესაძლოა ლოკალიზებული იყოს თავის თმიან ნაწილზე, სახეზე, სხეულზე. მედიცინაში ამ მდგომარეობას ალოპეციას უწოდებენ. ეს სიტყვა ბერძნული წარმოშობისაა და სიმელოტეს ნიშნავს.

ტერმინი "ალოპეცია" გამოიყენება როგორც თმის საფარველის მასიური კარგვის შემთხვევაში, ასევე თმის ცვენის ყოველდღიური ფიზიოლოგიური ნორმის გადაჭარბების დროსაც. აღსანიშნავია, რომ თმის 50%-ზე ნაკლების დაკარგვა გარეგნულად შეუმჩნეველი რჩება, უფრო მეტის დაკარგვისას კი აშკარა ხდება თმოვანი საფარველის ცვლილება. ალოპეცია საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა. დადგენილია, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში გამელოტება მამაკაცთა 50%-ს აღენიშნება. 40 წლისთვის თმის ცვენა შესამჩნევია ქალთა 40%-ში, ალოპეცია კი 30 მილიონ ქალს აქვს. თმის ცვენას უჩივის 18-დან 29 წლამდე ასაკის მამაკაცების 16% და 40-დან 49 წლამდე ასაკის მამაკაცების 53%. წლების წინათ გამელოტება დაავადებად არ მიიჩნეოდა, სადღეისოდ კი დადგენილია, რომ ის არის პათოლოგიური პროცესი, რომელსაც ხშირად საფუძვლად უდევს თმის ფოლიკულის პათოლოგიური გადაგვარება სრულ ატროფიამდე. ალოპეცია სხვადასხვა სახისაა. მიზეზის კვალობაზე განასხვავებენ ანდროგენეტიკურ, დიფუზურ, ბუდობრივ და ნაწიბუროვან ალოპეციას. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ანდროგენეტიკური ალოპეცია ალოპეციის უმთავრესი სახეობაა. დადგენილია, რომ მამაკაცთა ალოპეციის 95% სწორედ მის წილად მოდის, ქალებში კი 50 წლისთვის ანდროგენეტიკური ალოპეციის სიხშირე 25%-ია. მას ქალთა პოპულაციაში მამაკაცური ტიპის თმის ცვენას უწოდებენ. ანდროგენეტიკური ალოპეცია განპირობებულია ორი ეტიოლოგიური ფაქტორის შერწყმით. ეს ფაქტორებია ანდროგენები - მამაკაცური სასქესო ჰორმონები - და გენეტიკური განწყობა. სწორედ მათი ურთიერთთანხვედრა ქმნის გამელოტების მექანიზმს. ერთ-ერთი მათგანის არარსებობისას ანდროგენეტიკური ალოპეცია არ ვითარდება. ამის თვალსაჩინო მაგალითია ჯერ კიდევ არისტოტელეს დროიდან ცნობილი ფაქტი - საჭურისები არ მელოტდებიან. ანდროგენული ალოპეციის მიზეზად მიიჩნევა მამაკაცური ჰორმონის ტესტოსტერონის და მისი დერივატების დამაზიანებელი ზემოქმედება თმის იმ ფოლიკულებზე, რომლებიც შუბლისა და თხემის მიდამოებშია განლაგებული (ეს ეგრეთ წოდებული ანდროგენდამოკიდებული ზონაა). ანდროგენების მიმართ მგრძნობიარე ეს ფოლიკულები თანდათან პატარავდება, კანის ზედაპირისკენ მიიწევს, კარგავს ჯანმრთელი თმის წარმოქმნის უნარს, ატროფირდება, საბოლოოდ კი გაიწოვება და მათ ადგილს შემაერთებელი ქსოვილი იკავებს. მიუხედავად იმისა, რომ ჰორმონი ყველა მამაკაცს აქვს, თმის ცვენა ეწყებათ მხოლოდ გენეტიკურად განწყობილ პირებს. დადგენილია, რომ თმის ცვენა მემკვიდრეობით გადაეცემა როგორც მამის, ასევე დედის მხრიდან.

- მკითხველმა შესაძლოა იფიქროს, რომ სიმელოტე მამაკაცური ძლიერების, მაღალი პოტენციის ნიშანია...

- ხაზგასმით ვამბობ: ასე არ არის. ანდროგენეტიკური ალოპეცია არ უკავშირდება ანდროგენების სიჭარბეს. გენეტიკური განწყობის შემთხვევაში ანდროგენეტიკური თმის ცვენა მამაკაცური სასქესო ჰორმონების ნორმალური დონის ფონზეც კი ვითარდება. ალოპეციასა და მამაკაცის პოტენციას შორის პირდაპირი კავშირი არ არსებობს.

- რა თავისებურებებით გამოირჩევა თმის ცვენა ანდროგენეტიკური ალოპეციის დროს?

- ანდროგენეტიკური ალოპეცია მეტ-ნაკლებად ხანგრძლივი პროცესია. ის ნელა იწყება. ზოგჯერ განუწყვეტლივ პროგრესირებს, ზოგჯერ ტალღისებურად, გამწვავებებით მიმდინარეობს. პროცესის ხანგრძლივობა ერთიდან რამდენიმე ათეულ წლამდე მერყეობს და თავზე თმის უდიდესი ნაწილის, ხშირად მთელი 80%-ის დაკარგვით სრულდება. ანდროგენეტიკური ალოპეციის დაწყების ძირითადი ნიშნებია თმის ცხიმიანობის მომატება (სებორეა), შუბლ-თხემის არეში, ანდროგენდამოკიდებულ ზონაში, არსებული თმის გაბაცება, დაწვრილება და ზრდის შენელება (შესამჩნევია მისი ნელი ზრდა იმ თმასთან შედარებით, რომლითაც დაფარულია კეფისა და საფეთქლის მიდამოები - ანდროგენდამოუკიდებელი ზონა). გავრცელებისა და პროცესის ლოკალიზაციის მიხედვით განასხვავებენ ალოპეციის რამდენიმე ტიპს, მაგრამ მათი დაწვრილებით განხილვა შორს წაგვიყვანს და მკითხველისთვის ნაკლებად საინტერესო იქნება. თმის ცვენა შესაძლოა დაიწყოს შუბლ-თხემის არიდან, რასაც დამახასიათებელი სამკუთხედების წარმოქმნა მოჰყვება. შესაძლოა, თმოვანი საფარი თავდაპირველად თავის ცენტრში შეთხელდეს... თუმცა არსებობს ერთი საერთო კანონზომიერება, რომელმაც თმის ტრანსპლანტოლოგიას დაუდო საფუძველი: ანდროგენეტიკური ალოპეციის უკანასკნელ სტადიაშიც კი კეფასა და საფეთქლებზე ჭარბად რჩება ჯანმრთელი თმა. ამ არეებში თმის ფოლიკული მდგრადია ჰორმონული ზემოქმედების მიმართ, აქ გამელოტების მექანიზმი არ მოქმედებს. სწორედ ამიტომ გამოიყენება გადასანერგად კეფისა და საფეთქლის არეების თმა, ხოლო ამ მიდამოს მუდმივი თმების ზონას უწოდებენ.

- რამდენად აქტუალურია ანდროგენეტიკური ალოპეცია ქალებში, რა ახასიათებს ასეთ თმის ცვენას?

- ანდროგენეტიკური ალოპეცია ქალებს შორისაც გვხვდება, თუმცა ტერმინი "ანდროგენეტიკური" მასთან მიმართებით იშვიათად გამოიყენება - როგორც აღვნიშნეთ, მას ქალის მამაკაცური ტიპის თმის ცვენას უწოდებენ. ამ დროს ალოპეციის გამომწვევ ორ ზემოხსენებულ ფაქტორთან ერთად მოქმედებს სხვა მექანიზმებიც. ქალის მამაკაცური ტიპის თმის ცვენას განსაზღვრული თავისებურებები ახასიათებს. ცვენა თხემის მიდამოდან იწყება, თმის წინა ხაზი კი ნაკლებად ზიანდება. თმის ცვენის ერთ-ერთი პირველი ნიშანია თმის გამყოფის ხაზის (თუ ქალს თმა აქვს გადაყოფილი) გაფართოება.

- რა არის დიფუზური ალოპეცია, რა ახასიათებს მას?

- დიფუზური ალოპეცია სიმპტომური ალოპეციაა. ეს ის შემთხვევაა, როდესაც თმის ცვენა ორგანიზმში მიმდინარე ზოგად ცვლილებებს, ჰომეოსტაზის დარღვევას უკავშირდება. შეიძლება ითქვას, რომ პაციენტს აქვს ესა თუ ის დაავადება ან ნორმიდან გადახრა, რომლის ერთ-ერთი სიმპტომი ალოპეციაა. დიფუზური ალოპეცია ქალებში თმის ცვენის ყველაზე გავრცელებული ფორმაა. ამ დროს თმოვანი საფარველი მთელ თავზე თხელდება. დიფუზური ალოპეციის მიზეზებს შორის უნდა დავასახელოთ რკინის დეფიციტი, ენდოკრინული სისტემის დაავადებები (ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიები, საკვერცხის პოლიკისტოზი), საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებები, სტრესი, ქირურგიული ჩარევა, ორსულობა, ზოგიერთი მედიკამენტი - ცნობილია, რომ თმის ცვენა 300-მდე პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს. ამრიგად, დიფუზური ალოპეციის დროს თმის ცვენა მარტოოდენ ფოლიკულის პრობლემაზე არ მიუთითებს - ის ორგანიზმში არსებული ზოგადი პრობლემის გამოხატულებაა.


- როგორია დიფუზური ალოპეციის პროგნოზი და მკურნალობის ტაქტიკა?

- ორგანიზმში არსებული გადახრების კორექციის შემთხვევაში თმის ცვენა ხშირად თავისთავად წყდება და თმოვანი საფარველი ნორმას უბრუნდება (მაგალითად, ორსულობის შემდეგ თმოვანი საფარველი, წესისამებრ, აღდგება), მაგრამ, სამწუხაროდ, არის შემთხვევები, როდესაც დიფუზურ ალოპეციას ქრონიკული დაავადება იწვევს, ამიტომ თმის ცვენის მიზეზის სრული აღმოფხვრა ძალიან ძნელია. დიფუზური ალოპეციის შემთხვევაში უეფექტოა მკურნალობის ისეთი რადიკალური მეთოდი, როგორიც არის თმის ტრანსპლანტაცია. ეს სავსებით ლოგიკურია - დიფუზური ალოპეციის დროს თმოვანი საფარი თავის ყველა ნაწილში ერთნაირად თხელდება (ამ თავისებურებას ასახავს ალოპეციის აღნიშნული ფორმის სახელწოდებაც). როცა პაციენტი დიფუზური ალოპეციის დროს თმის გადანერგვას გვთხოვს, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე მის ჯანმრთელობას სრულყოფილად ვიკვლევთ. უწინარეს ყოვლისა, საჭიროა გამოკვლევა მიკროელემენტების ბალანსის დასადგენად. თმა მიკროელემენტთა დისბალანსის საუკეთესო ინდიკატორია. ამ გადახრის კომპენსაციის გარეშე სასურველი ეფექტის მიღწევა ძნელია. რთულ შემთხვევებში კი ვიყენებთ დიაგნოსტიკის დამატებით მეთოდებს, გამოკვლევაში ვრთავთ სხვა სპეციალისტებს - გინეკოლოგს, ენდოკრინოლოგს, ვატარებთ სქესობრივი გზით გადამდები ქრონიკული ინფექციების ლაბორატორიულ დიაგნოსტიკას და ასე შემდეგ.

- რა თავისებურებები ახასიათებს ბუდობრივ ალოპეციას?

- ბუდობრივი ალოპეციის დროს თმის ცვენა განსაზღვრულ კერაში იწყება. თმაგაცვენილი ადგილი ლაქას ჰგავს და სწრაფად იზრდება, პაციენტმა შესაძლოა უეცრად აღმოაჩინოს, რომ ამა თუ იმ ადგილზე თმა არ აქვს. ზოგჯერ ასეთი კერა რამდენიმეა. არც მათი შერწყმაა გამორიცხული. ბუდობრივ ალოპეციას შესაძლოა მოჰყვეს თმოვანი საფარველის სრული გაცვენაც (წარბების, წამწამების ჩათვლით), უნივერსალური ალოპეციის შემთხვევებში კი თმოვანი საფარველი ბოქვენისა და იღლიების არეშიც იკარგება. ბუდობრივი ალოპეციის დროს თმის ფოლიკული არ ატროფირდება, მაგრამ წყვეტს თმის წარმოქმნას. თმის ცვენის აღნიშნული სახეობა ბოლომდე შესწავლილი არ არის, არც მკურნალობის ეფექტური მეთოდებია შემუშავებული. ერთ-ერთი გავრცელებული მოსაზრების თანახმად, თმის ცვენის ეს სახეობა აუტოიმუნურია - საკუთარი ქსოვილებისა და უჯრედების წინააღმდეგ მიმართული აგრესიის შედეგია. ამიტომაც არ არის ნაჩვენები თმის ტრანსპლანტაცია ამ სახის ალოპეციის დროს - ტრანსპლანტაციის მთავარი პრინციპი ხომ ჯანმრთელი თმის გადანერგვაა, ბუდობრივი ალოპეციისას კი თმის ცვენამ ნებისმიერ ადგილას შეიძლება იჩინოს თავი, ამ პროცესის პროგნოზირება შეუძლებელია. არსებობს მოსაზრება, რომ მკურნალობის დაწყება დაზიანების ერთადერთი კერის არსებობის შემთხვევაშიც კი არ არის მიზანშეწონილი.

- რას ნიშნავს ნაწიბუროვანი ალოპეცია, როგორ მკურნალობენ მას?

- ნაწიბუროვანი ალოპეცია თმის ცვენის ორ სახეობას აერთიანებს - კანის დაავადებების დროს თმის ფოლიკულის დაშლით გამოწვეულს (ეგრეთ წოდებული ფსევდონაწიბუროვანი ალოპეცია) და ტრავმის, დამწვრობის ან პოსტოპერაციული ნაწიბურის წარმოქმნის შედეგად აღმოცენებულს. ასეთი ალოპეცია კოსმეტიკურ დეფექტად ითვლება. ქალებს ნაწიბუროვანი ალოპეცია ხშირად უვითარდებათ სახეზე ჩატარებული პლასტიკური ოპერაციის შემდეგ, რაც შუბლზე, საფეთქელზე, ყურის უკან და კისრის მიდამოში ნაკერების არსებობით არის განპირობებული. ასეთ დროს ქალები იძულებულნი ხდებიან, ნაწიბურების დასამალად მხოლოდ განსაზღვრული სახის ვარცხნილობა ატარონ. ნაწიბუროვანი ალოპეციის დროს მკურნალობის ერთადერთი მეთოდი ნაწიბურებში თმის გადანერგვაა. უნდა აღინიშნოს, რომ თმის გადანერგვის ეს სახეობა ტექნიკურად არცთუ ისე მარტივია, ამიტომ ყველა კლინიკაში არც კი ტარდება, მაგრამ ჩვენ ამ მეთოდს წარმატებით ვიყენებთ.

- რა მეთოდებს გვთავაზობენ ალოპეციის სამკურნალოდ?

- ალოპეციის მკურნალობა ძნელია, რადგან თმის ზრდის მექანიზმი ბოლომდე არ არის შესწავლილი. ამ პროცესის სირთულეზე ისიც მეტყველებს, რომ მის რეგულირებაში 150-მდე გენი მონაწილეობს. ზემოთ ჩვენ უკვე შევეხეთ დიფუზური ალოპეციის მკურნალობის პრინციპებსა და ბუდობრივი და ნაწიბუროვანი ალოპეციის მკურნალობისას არსებულ პრობლემებს. რაც შეეხება ანდროგენეტიკურ ალოპეციას, მისი კონსერვატიული მკურნალობა გულისხმობს იმ მალამოებისა და აბების გამოყენებას, რომლებიც შეიცავენ მამაკაცური ჰორმონების მეტაბოლიზმში მონაწილე და სისხლძარღვთა გამაფართოებელ პრეპარატებს, თუმცა მათ გამოყენებას აზრი აქვს მხოლოდ თმის ცვენის საწყის ეტაპზე, თანაც ეს პრეპარატები მხოლოდ ანელებენ თმის ცვენის პროცესს, დაკარგულ თმას კი არ აღადგენენ. ყოველივე ამასთან ერთად საჭიროა ასეთი მალამოების ხანგრძლივი და მუდმივი წასმა ალოპეციის ზონებში, რაც არცთუ იშვიათად გვერდით ეფექტებს უდებს სათავეს. რაც მთავარია, მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ ანდროგენეტიკული ალოპეცია კვლავ იწყებს პროგრესირებას და ხშირად ფოლიკულების სრული ატროფიით მთავრდება. ფოლიკულების დაღუპვის პროცესის შეუქცევადობის გამო ანდროგენეტიკური გამელოტების მედიკამენტური მკურნალობა უეფექტოა - თმა ფოლიკულების გარეშე არ იზრდება. დღეისთვის ანდროგენეტიკური ალოპეციის მკურნალობის ერთადერთ ეფექტურ და გამართლებულ მეთოდად მთელ მსოფლიოში ბუნებრივი (საკუთარი) თმის გადანერგვა ითვლება. როგორც მოგახსენეთ, თმის ტრანსპლანტაციაა ნაჩვენებია ნაწიბუროვანი ალოპეციის დროსაც, ხოლო დიფუზური და ბუდობრივი ალოპეციის შემთხვევაში ის არ არის მიზანშეწონილი.


- როგორ ტარდება თმის გადანერგვა, როგორია მისი უკუჩვენებები, ირღვევა თუ არა პაციენტის ცხოვრების ჩვეული რიტმი ასეთი ჩარევისას?

- თმის გადასანერგად პრაქტიკულად ჯანმრთელი ადამიანები მოგვმართავენ, შესაბამისად, უკუჩვენებებიც იშვიათია. ტრანსპლანტაციისგან თავს ვიკავებთ:

* შაქრიანი დიაბეტის დროს, როდესაც პაციენტს დიაბეტური მიკროანგიოპათია აქვს - ეს პროცესი ამცირებს გადანერგილი ფოლიკულის სიცოცხლისუნარიანობას;

* სისხლის შედედების სისტემის დარღვევების დროს;

* შინაგანი ორგანოების მძიმე დაავადებების დროს.

ადგილობრივი საანესთეზიო საშუალებების მიმართ აუტანლობისას პაციენტის სათანადო მომზადებაა საჭირო. თმის ტრანსპლანტაცია ამბულატორიული პროცედურაა. ის ტარდება ადგილობრივი ანესთეზიით და პრაქტიკულად უმტკივნეულოა. ამის დასტურად ერთი მაგალითიც იკმარებს: ჩვენს კლინიკაში თმის ტრანსპლანტაცია ჩაუტარდა 7 წლის ბავშვს დამწვრობის შემდგომი ნაწიბუროვანი ალოპეციის გამო. ოპერაცია, ჩარევის მასშტაბის შესაბამისად, 2-დან 5 საათამდე გრძელდება, თუმცა თავისუფალ რეჟიმში მიმდინარეობს - პაციენტი ზის კომფორტულ სავარძელში, შეუძლია უყუროს ტელევიზორს, ისაუბროს ტელეფონით, შეისვენოს, მცირე ხნით ადგეს, გავიდეს და დალიოს ჩაი... ჩვენს კლინიკაში გამოიყენება თმის გადანერგვის უახლესი, ატრავმული ამერიკული ტექნოლოგიები, რომლებიც გამორიცხავს ნაწიბურის განვითარებას როგორც სადონორო, ასევე სარეციპიენტო არეში, ეს კი საგრძნობლად აუმჯობესებს ტრანსპლანტაციის ესთეტიკურ ეფექტს. ტექნიკურად თმის ტრანსპლანტაცია 4 ძირითად ეტაპს მოიცავს. თავდაპირველად ხდება კეფიდან სადონორო თმის მოპოვება, შემდეგ - მისი პრეპარირება და გრაფტებად დამუშავება (გრაფტი ტრანსპლანტატია, რომელიც ფოლიკულების გაერთიანებას წარმოადგენს და 1-დან 3 ღერამდე თმას შეიცავს) სტერეოსკოპული მიკროსკოპების მეშვეობით. გრაფტების პრეპარირების პროცესის პარალელურად ქირურგი ქმნის დიზაინს - განსაზღვრავს თმის ზრდის წინა, შუბლის ხაზს (თუ ეს ხაზი დარღვეულია) და აკეთებს მიკროხვრელებს სარეციპიენტო არეში, თმის ზრდის მიმართულების, დახრილობის კუთხისა და ჩანერგვის სიღრმის გათვალისწინებით. უკანასკნელი ეტაპია მიკროხვრელებში თმის ჩანერგვა. მხოლოდ თანამედროვე აღჭურვილობის მქონე კლინიკებს აქვთ საშუალება, გამოიყენონ უახლესი კონსტრუქციის მიკროპერფორანტები, რომლებიც მიკროხვრელების ყველაზე კომპაქტური განლაგების საშუალებას იძლევა. თმის ფოლიკულების გადასანერგად გამოიყენება თანამედროვე იმპლანტაციური ინსტრუმენტები, რომლებიც გამორიცხავენ თმის ძირების ტრავმას ტრანსპლანტაციის დროს. ეს საგრძნობლად ზრდის გადანერგვის შემდეგ ფოლიკულების სიცოცხლისუნარიანობას. ტრანსპლანტაციის მთავარი შედეგი კი არა გადანერგილი, არამედ ამოსული თმის რაოდენობაა. ამიტომაც არის მნიშვნელოვანი გადანერგვის ყველა ეტაპზე წესების სკრუპულოზური დაცვა. ოპერაციის შემდეგ ნახვევის ტარება არ არის აუცილებელი. სასურველია, პაციენტი მეორე დილით საკონსულტაციოდ მოვიდეს. თუ ტრანსპლანტაცია წესების ზედმიწევნითი დაცვით ჩატარდა, არ ვითარდება შეშუპება, პაციენტი არ კარგავს შრომის უნარს, შეუძლია, სამსახურში მეორე დღესვე გამოცხადდეს. აკრძალულია მხოლოდ მძიმე ფიზიკური დატვირთვა, ისიც - 2 კვირის განმავლობაში. გადანერგვის მესამე დღიდან პაციენტს თავის დაბანის უფლებაც აქვს.

- რამდენად სრულფასოვანია გადანერგილი თმა?

- გადანერგილი თმა საშუალოდ 2 თვის შემდეგ იწყებს ზრდას და ჩვეულებრივი, ბუნებრივი ტემპით (1 სმ-მდე თვეში) იზრდება. ის ირგვლივ მდებარე თმისგან არაფრით განსხვავდება და არ საჭიროებს სპეციალურ მოვლას. შეიძლება მისი შეჭრა, შეღებვა, დავარცხნა. რაც მთავარია, გადანერგილი თმა არ განიცდის მამაკაცური ჰორმონების ზემოქმედებას, ამიტომ არასდროს ცვივა. ეს თავისებურება დონორის დომინანტის ფენომენის სახელწოდებით არის ცნობილი.

- დასასრულ, რას ურჩევდით ჩვენს მკითხველს?

- ახსოვდეთ, რომ ანდროგენეტიკური ალოპეციის შემთხვევაში კონსერვატიული მკურნალობა უმეტესად დროის, ნერვებისა და ფინანსების ფუჭი ხარჯვაა. ჯობს, დროულად აირჩიოთ მკურნალობის ერთადერთი ეფექტური მეთოდი - თმის ტრანსპლანტაცია.