რა უნდა ვიცოდეთ ქალის ანორგაზმიის შესახებ- სპეციალისტის განმარტება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რა უნდა ვიცოდეთ ქალის ანორგაზმიის შესახებ- სპეციალისტის განმარტება

სხვა დარგებში თუ რაოდენობრივად ბევრი კონგრესია ჩატარებული, ესთეტიკურ გინეკოლოგიაში სულ რამოდენიმე კონგრესია ჩატარებული და ამიტომ ბევრი რამ არის შესწავლის საგანი. რას ითვალისწინებს ესთეტიკური გინეკოლოგია და რა უნდა ვიცოდეთ ანორგაზმიის შესახებ, ამის შესახებ ესთეტიკური კლინიკა "ნეო-ნეო"-ს მეან-გინეკოლოგი ეკატერინე დარასელია გვესაუბრება.

ქალბატონო ეკა, თქვენმა ბოლო გადაცემამ ესთეტიკურ გინეკოლოგიის პროცედურების შესახებ გამოიწვია აზრთა სხვადასხვაობა, რომ განვმარტოთ ეს საკითხი, რამდენი სახის ორგაზმი არსებობს? არსებობს თუ არა ვაგინალური ორგაზმი და არსებობს თუ არა ჯი წერტილი?

-მოგეხსენებათ, რომ ეროგენული ზონები გვაქვს მთელ სხეულზე, მოდით ჩამოვთვალოთ ქალის ეროგენული ზონები, რომლებიც განთავსებულია ქალის სასქესო ორგანოებზე, კლიტორი, ჯი წერტილი, საშოს შესასვლელის 1/3 და მცირე სასირცხო ბაგეები, რომლებიც ქმნიან ეროგენულ მანჟეტს. ყველა ვთანხმდებით რომ არსებობს კლიტორული ორგაზმი და 75% ორგაზმისა არის კლიტორული. დავსვათ ლოგიკური კითხვა. თუკი სქესობრივი აქტის დროს არ ხდება კლიტორზე ზემოქმედება ანუ ხახუნი, რის ხარჯზე მიიღწევა ორგაზმი? ანუ ავხსნათ ვაგინალური ორგაზმი.

ყველამ ვიცით რომ ქალის მთავარი ეროგენული ზონაა კლიტორი,ანატომიურად კლიტორს აქვს თავი და ორი ფეხი, რომელიც აღგზნებულ მდგომარეობაში 8-10 სანტიმეტრის ზომისაა და ის გარშემო ერტყმის საშოს კედელს, ანუ ამ ეროგენულ მანჟეტს. პენეტრაციის დროს, როცა არ ხდება ხახუნი კლიტორზე, რხევები/ბიძგების მეშვეობით ხდება კლიტორის ფეხების ნერვული დაბოლოოების (ირიბი გზით) სტიმულირება, ანუ იმპულსები კლიტორის ფეხებს გადაეცემა და საბოოლოდ კლიტორი იძლევა ორგაზმს, ასეთ ორგაზმს ეძახიან ვაგინალურ-კლიტორულს, თვითონ ვაგინას ორგაზმის ფუქცია არ გააჩნია, ორგაზმზე პასუხისმგებელი ორგანო არის მხოლოდ კლიტორი.

ჯი წერტილი არის ეროგენული ზონა, როგორც მაგალითად დვრილები და ანუსი,ის განთავსებულია საშოს წინა კედელზე, ამ ზონაში განთავსებულია ნერვული დაბოლოებები, რომლის სტიმულირების დროს გადაეცემა იმპულსები კლიტორს და საბოლოო ჯამში კლიტორი იძლევა ორგაზმს, თუმცაღა უნდა ითქვას რომ ნებისმიერი ეროგენული ზონის სტიმულირებისას ირიბი გზით, მარტივად რომ ავხსნათ,იმპულსები გადაეცემა კლიტორის ნერვულ დაბოლოებებს, ამიტომაც ამბობენ რომ ნებისმიერი ორგაზმი კლიტორულია. ჯ წერტილი როგორ ეროგენული ზონა ადვილად ხელმისაწდომია სხეულის დოგი სტაილის მდგომარეობაში.

ცხოვრებაში ბევრნაირი ნიჭი არსებობს, ვიღაც მღერის, ვიღაც პიანინოზე უკრავს, ვიღაც კარგი მასწავლებელი ან მშენებელია, უამრავი ნიჭი არსებობს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყველა აუცილებლად ან კარგად უნდა ვმღეროდეთ ან ვუკრავდეთ, ნიჭი ინდივიდუალურია და ისევეა ჩვენი ეროგენული ზონების შემთხვევაში, ვიღაცისთვის შეიძლება უფრო მეტად განვითარებული იყოს კლიტორისა და ჯი წერტილის ზონები, თუმცა სხვა შემთხვევაში შეიძლება ეროგენული ზონები სხვაგან იყოს აქტიური, მაგილითად ა წერტილი,რომელიც საშოში ღრმადაა განთავსებული და აქტიურდება მხოლოდ ძლიერი, ღრმა პენეტრაციის დროს,ან თუნდაც, უ წერტილი რომელიც ურეთრასთანაა განთავსებული და სკინის ჯირკვლები კარგად აქვს განვითარებული და შეუძლია როცა ვატარებ პროცედურას ( ჯი წერტილის აუგმენტაციას, ფილერის საშუალებით ) ვიწყებ ამ ზონის მოძებნას, პალპაციის გზით, ეს ზონა შეიძლება ცენტრალურ სტანდარტულ ადგილას არ იყოს განლაგებული, რადგან ყველაფერი ინდდივიდუალურია შეიძლება ოდნავ მარცხნივ ან მარჯვნივ იყოს განთავსებული, მაგრამ არის ისეთი შემთხვევებიც, როდესაც ფიზიკურად ვერ ხერხდება ასეთი ზონის პოვნა, რადგან არ არის საკმარისი ნერვული დაბოლოებების ერთობლიობა, შესაბამისად არც ფილერით ამოვსებას აქვს რაიმე აზრი.

როგორც ზემოთ აღვნიშნე ქალების 75%ში ორგაზმი კლიტორულია რადგანაც კლიტორზე დიდი რაოდენობით ნერვული დაბოლოებებია განთავსებული. კლიტორის შემთხვევაში, უშუალოდ სტიმულირებისას ქალს ნებისმიერ შემთხვევაში აქვს ორგაზმი, უბრალოდ ყველა შემთხვევაში სხვადასხვა დროის მონაკვეთია საჭირო, თუ რა თქმა უნდა რაიმე სახის სერიოზულ ჰორმუნალურ დარღვევასთან არ გვაქვს საქმე ან თუ კლიტორი დაფარულია ჩუჩით და საჭიროა ოპერატიული ჩარევით მისი მოშიშვლება,ზედმეტი კანის მოჭრა, რომ ადვლილად ხელმისაწვდომი იყოს სექსუალური აქტის დროს.

275262143-3232407253693087-8574677483352876280-n-1646923405.png

-ქალბატონო ეკა, ყოველი სექსუალური აქტისას უნდა დადგეს თუ არა ორგაზმი? არსებობს თუ არა რაიმე სახის ნორმა ამისთვის? და როგორ უნდა განვსაზღვროთ რამდენად ჯანმრთელი სექსუალური ცხოვრება გვაქვს?

თანამედროვე სექსოლოგიაში თუ ქალს 60-70% შემთვევაში სქესობრივი აქტი მთავრდება ორგაზმით ის ითვლება ტემპერამენტიან ქალბატონად.

ბოლო კვლევებით, რომლებშიც მსოფლიო მაშტაბით ათეულობით ქალი იქნა ჩართული, ასეთ სტატისტიკას გვაძლევს, რომ ქალების 75% 80 % არ განიცდის ორგაზმს ყოველი სექსუალური აქტის შემდეგ რომ 3-5 აქტის შემთხვევაში მხოლოდ ერთხელ დგება ორგაზმი,ამის სხვადასხვა მიზეზი არსებობს :

1) არასაკმარისი პრელუდია,

2)როცა არ ხდება კლიტორის სტიმულირება სექსუალური აქტის დროს პარტნიორის მიერ, ვინაიდან ვაგინალურ-კლიტორული ორგაზმი უფრო ძნელად მისაღწევია და უფრო დიდი დრო სჭირდება ვიდრე კლიტორულს,

3)მესამე და ალბათ ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი პრობლემები ქალების შემთხვევაში არის დაძაბულობა, უჭირთ ფსიქოლოგიურად მოდუნება, რადგან ხშირ შემთხვევაში ქალები სექსის დროსაც არ აძლევენ საკუთარ თავს მოდუნების საშუალებას, ფიქრობენ ძველ წყენებზე, მშობიარობის შემდეგ დარჩენილ სტრიებზე, ან ისეთ უაზრო რამეზე რომ ერთი თმის ღერი რომ დარჩათ გაუპარსავი, ან თუნდაც იმაზე რომ ლექცია აქვთ მოსასმენი ან სადილი მოსამზადებელი და უამრავი სახის პრობლემებზე , თუმცა მამაკაცების შემთხვევაში ეს მარტივია, ისინი მარტივად აყუჩებენ პრობლემებს და სექსუალური აქტის დროს არც აფიქრდებათ რაიმე მსგავსი. ასეთ ქალებს ვურჩევ ხოლმე ჰქონდეთ დაგეგმილი სექსუალური აქტი და არა სპონტანური

4) კომპლექსები, როცა პარტნიორები შეგნებულად ან გაუაზრებლად შეიძლება გახდნენ ერთმანეთისთვის უდიდესი კომპლექსების მიზეზი, ეს ჩემთვის კარგად ნაცნობი საკითხია, რადგანაც კომსულტაციაზე მოსული ქალების უმეტეს შემთხვევაში, მათი სურვილი თუნდაც ლაბიოპლასტიკის მიმართ გამოწვეული იყო იმ ირონიული კომენტარისგან რაც პარტნიორისგან მიუღიათ. საერთოდ თავდაჯერებული ადამიანი ძლიერი ენერგეტიკის მატარებელია და მისთვის მარტივია სხვისი დარწმუნება და მათით მანიპულირება. ამიტომ ქალებს ვურჩევდი რომ ასეთი კომპლექსები სანამ მყარად გაიდგამენ ფესვებს მათ ქვეცნობიერში, კომპეტენტურ პირებს მიმართონ გადამოწმების მიზნით,

5)ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება იყოს ის რომ ქალი ხშირად იკმაყოფილებს საკუთარ თავს და შემდგომ უჭირთ პარტნიორთან ორგაზმის მიღწევა, გამოსავალი ამ შემთხვევაში ო შოტის პროცედურაა, რომ გავააქტიუროთ ჯი წერტილი და რეკომენდაცია გაიცემა რომ საკუთარ სურვილებზე ისაუბროს პარტნიორთან და თანდათანობით გადაეჩვიოს საკუთარი თავის თვითდაკმაყოფილებას.

6) არის შემთხვევები როცა მომმართავენ ქალბატონები პროცედურის ჩასატარებლად, რომელთაც აქვთ სრულფასოვანი სექსუალური ცხოვრება პარტნიორთან და მებადება კითხვა, რა აწუხებთ და ახლა რა ხდება?! არსებობს ასეთი თეორია, მასლოუს პირამიდა, ადამიანის მოთხოვნილებების ფსიქოლოგიური პირამიდის მიხედვით პირველ ადგილზეა ფიზიოლოგიური მოთხოვნილებები, რომელშიც შედის საკვები, წყალი, სითბო, მათ შორის სექსუალური მოთხოვნილება, როცა დაკმაყოფილებულია 80% ეტაპობრივად უჩნდება შემდგომი საფეხურის მოთხოვნილება და რა ხდება ამ თეორიის მიხდვით? ადამიანს აქვს სრულფასოვანი სექსუალური ცხოვრება, უსაფრთხოების შეგრძნება, უყვართ ერთმანეთი, აქვთ ერთმანეთთან მიკუთვნებულობის განცდა, უჩნდებათ აღიარების სურვილი ანუ პარტნიორის მხრიდან ის რომ შენ ხარ სექსუალური, ლამაზი და ა.შ თუ ეს არ არის ქალს უჩნდება არასრულფასოვნების განცდა და ეს მოქმედებს ურთიერთობებზე და ხშირად დაშორების მიზეზიც კი შეიძლება გახდეს.

-რა არის მიზეზი რომ ქალებისგან განსხვავებით მამაკაცების ორგაზმის მაჩვენებელი მაღალია?

მამაკაცის მთავარი ეროგენული ზონა განთავსებულია ასოს თავზე და ლოგიკურად მისთვის უფრო მარტივია ეროგენული ზონის სტიმულაცია, ასევე მამაკაცი თვითონ წყვეტს, როდის დასრულდეს სექსუალური აქტი. ამიტომააა მამაკაცებში ორგაზმის მაჩვენებელი მაღალი.

ქალს სექსისთვის ბევრი მოტივი აქვს, და აუცილებელი არ არის სექსუალური აქტი მთავრდებოდეს ორგაზმით, ხშირ შემთხვევაში ქალები ფიქრობენ რომ სექსუალური აქტის ბოლოს მედალი უნდა ჩამოჰკიდოს პარტნიორს ან მამაკაცს ჰგონია რომ აუცილებლად უნდა ჩამოიკიდოს მედალი ორგაზმის სახით. ბევრ ქალბატონს კონსულტაციისას უთქვამს რომ მათი პარტნიორი ითხოვს მათგან ორგაზმს და ამის გამო აქვთ უთანხმოება, მაგრამ ქალს შეუძლია თუ უჭირს იმ კონკრეტულ შემთხვევაში ფსიქოლოგიურად მოდუნება მხოლოდ პენეტრაციითაც ისიამოვნოს. უნდა ითქვას რომ ქალისთვის სექსუალური აქტი რომ იყოს სასიამოვნო და დასამხსოვრებელი არ არის აუცილებელი ორგაზმის დადგომა.

275269087-854303609301411-537766646872790784-n-1646923002.jpg

-ქალბატონო ეკა, რა იწვევს ლიბიდოს დაქვეითებას ქალებში?

მინდა გითხრათ რომ ფრიგიდული ქალი თითქმის არ არსებობს, ჰორმონების მეფე, რომელიც უზრუნველყოფს ლიბიდოს ხარისხს და აღგზნებას არის ესტროდიოლი, თუ ჯანსაღი რაოდენობით ხდება ასეთი ჰორმონების გამოყოფა მაშინ ქალს ექნება ე.წ „მინდას“ სურვილი. მაგრამ უნდა ვიცოდეთ რომ უნდა შეიქმნას ისეთი გარემო რომ მოხდეს ამ ჰორმონების აქტივაცია და გამოყოფა. მიზეზები ჰორმონების კონცენტრაციის დაწევის შეიძლება იყოს, ცილების, ცხიმების, მიკროელემენტების დეფიციტი, მაგალითად ვიტამინი დ, ე, ა აუცილებელია ამ ჰორმონის სინთზისთვის. კონცენტრაციის დაწევის მიზეზი შეიძლება იყოს ფარისებრი ჯირკვლის დისფუნქცია, ასევე პროლაქტინის ჭარბი კონცენტრირება ხელს უწყობს ლიბიდოს დაქვეითებას, ასევე მიზეზი შეიძლება იყოს ჰორმონალური კონტრაცეპტივებისა და ანტიდეპრესანტების მიღება. ასევე მნიშვნელოვანია სხვა ჰორმონების კონცენტრაციის რაოდენობაც, მაგალითად როცა ტესტოსტერონი, მამაკაცის ჰორმონი უნდა იყოს მცირე რაოდენობით ქალის ორგანიზმში და როცა ეს ნიშნულზე ცოტაა მიწევს ხოლმე ანდროგენის დანიშვნა.არანაკლებ საყურადღებოა სტრესიც რომელიც ასევე ერთ-ერთი მიზეზია. როცა ლიბიდოს დაქვეითება ხდება ქალებს ვურჩევ მიმართონ სპეციალისტს.

- რა სახის პრობლემით მოგმართავენ ხშირად კონსულტაციაზე?

ხშირია როცა ქალბატონები მოდიან კონსულტაციაზე და მთხოვენ შევაფასო როგორც გინეკოლოგმა ესთეტისტმა გარეთა სასქესო ორგანოების სილამაზე, ფართო საშოს სინდრომი, ორგაზმთან დაკავშირებული პრობლემები, რათა მათ ჰგონიათ რომ მამაკაცთან მოკლეხნიანი შეხვედრების დასრულების მიზეზი შეიძლება იყოს ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტორები, მაგრამ მიზეზი არ არის არც ერთი, არც მეორე და არც მესამე, პირველი და უმთავრესი არის რომ არასწორი მოლოდინები აქვს ქალბატონს ამ შეხვედრებისგან,ვინაიდან შესაძლებელია მამაკაცი საერთოდ არ ისახავდეს მიზნად გრძელვადიან ურთიერთობას, მამაკაცს ჩვეულებრივ ცხოვრებაში მოსწონს ქალზე დომინირება, მაგრამ ფსიქოლოგების მიერ დამტკიცდა, რომ სექსუალური აქტის დროს უმრავლესობას საპირისპირო მოსწონთ, ანუ როცა ქალი დომინირებს მათზე.

- ყველაზე ხშირად რა რჩევას აძლევთ ქალბატონებს?

რომ პარტნიორთან ისაუბრომნ ღიად პრობლემებზე, მათი სექსუალური ცხოვრება იყოს მრავალფეროვანი ან თუნდაც

შეცვალონ საცვლების გარდერობი და დაკავდნენ სპორტის რომელიმე სახეობით, საუკეთესოა არაბული ცეკვები, ვინაიდან აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას მცირე მენჯის ორგანოებში და ამით ხელს უწყობს ფსიქოლოგიურ მოდუნებას და მარტივ აღგზნებადობას.

რომ შეახსენოთ მაყურებელს რას ისახახავს მიზნად ო შოტის პროცედურა და რა შესაძლო გართულებები აქვს?

თუ კოსმეტოლოგიაში მაგალითად ცხვირის კორექციას აკეთებენ ფილერის მეშვეობით დასაშიშროება არის ქსოვილების ნეკროზის, გინეკოლოგიაში ეს საშიშროება არ არის , ერთადერთი ნემსით არ შეიძლება უშუალოდ კლიტორის ჩხვლეტა, ვინაიდან შეიძლება დიდი ზომის ჰემატომა განვითარდეს, რომელოც ორ კვირაში გაიწივება.

არის თუ არა შემთხვევა როცა ქალს არ ან ვერ ექნება ორგაზმი?

მქონდა შემთქვევა , როცა ქალს თვითდაკმაყოფილებითაც არ ქონდა ორგაზმი და მოსულან კონსულტაციაზე, პასუხი არ მქონდა ჩატარებული გამოკვლების შემდგომაც, საერთოდ აქტიურად ვთანამშრომლობ ჩემს რუსს კოლეგებთან,სპეციალისტებთან რომლებიც ძირითადად ესთეტიკური გინეკოლოგიის მიმართულებით მუშაობენ, რომელთაც აქვთ არაერთი სამეცნიერო ნაშრომი დაწერილი, ისინი ადასტურებენ ამ ფაქტის რეალობას და შესაძლო მიზეზად მიაჩნიათ ნერვი პუდენტუსის დაზიანება, ამ ნერვის მეშვეობითაც ხდება სასქესო ორგანოებზე განთავსებული ეროგენული ზონების ინერვაცია, ანუ არის შემთხვევები როცა ეს ნერვი ანატომიურად ანომალიურად ისე იყოს განთავსებული, რომ მეან -გინეკოლოგმა ოპერაციის მსვლელობის დროს შემთხვევით დააზიანოს იმის გამო რომ ეს ნერვი შეუმჩნეველია და არა შეგნებულად გააკეთოს, ამ ოპერაციის დასახელებას არ ვამბობ ვინაიდან ამის შესახებ სამეცნიერო კვლევა არ ჩატარებულა.

R