/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-მოგესალმებიᲗ მყავს ბიᲭი ამა წლის აგცისტოᲨი გახდა 20 Თვის, დადის კერᲫო ბაᲦᲨი, ამ ბოლო სამი Თვის განმავლობაᲨი უკვე რამოდენიმეჯერ ჰქონდა ბაქტერია ყელის, ტესტი გავუკეᲗეᲗ და ყელᲨი ბაქტერია ჰქონდა , ნუ საზᲦვარგარეᲗ ვცხოვრობᲗ და სახელს ვერ გადავᲗარგმნი, მოკლედ ეხლაც აქვს ყელის ინფექცია, მყავდა ექიმᲒან ყელი წიᲗელი აქვსო, გლანდები Შესიებულუ, ბავᲨვს ცივს არც ვაᲭმევ არც ვასნევ, ასევე ბაᲦᲨიც გაფრᲗხილებულდბი არიან და საიდან ემარᲗება ვერ გავიგე Თან 3 ან 4 სᲦე სუცხე აქვს ჯერ 37 იწყდბა მერე 38 და მერე 39 ადის, 39 რომ გქონდა სანტელი გავუკეᲗეᲗ უკანა ნაწილᲨი, ექიმმა როგორც გვიᲗხრა, გუᲨინ ვიყავიᲗ პედიატრᲗან ანტიბიოტიკი დაგვინიᲨნა ერᲗი კვირა კლამოქსი, დაიწყო სმა მაგფამ სიცხე ისევ აქვს 37.7 , რა მოვიმოქმედო რომ ბავᲨვს დაუწიოს სიცხემ? ამ ასაკᲨი Ძმრიანი ნასკები ᲨეიᲫლება? სულ წამლებს ვაᲫლსვᲗ და არ მინდა გაიᲭყიპოს, რა მოვიმოქმედო რომ ავარიდო ამ ბაქტერიას

-მოგესალმებიᲗ პასუხი 10 დᲦეᲨი მოვა და ამ დროს ალბაᲗ ექიმᲗანაც გვექნება ვიზიტი Თუმცა Თქვენი აზრი უფრო მაინტერესებს, მყავს 2 წლის ბიᲭუნა, ხᲨირად ემარᲗება ყელის ინფექცია, ცივი წყალიც რომ დალიოს ეგრევე უცივდება, ისევე როგორც მე, 36 წლის ვარ, ნაყინს ვერ ვᲭამ რადგან ყელი ეგრევე მიცივდება,მეწყება ტკივილი და ვირუსი, Ჩემი Შვილიც მე მგავს, სუსტი გლანდდბი აქვს, მოკლედ რომ არ გავაგრᲫელო, გაცივდა, ჯერ ყელის ტკივილიᲗ ᲨეწიᲗლებიᲗ დაეწყო და გადაეზარდა გრიპᲨი, გამოკეᲗდა ექიმᲗან გყვავდა დაუნიᲨნა წამლები, 1 კვირაᲨი გამოკეᲗდა, ახლა 8 დᲦეა გასული რაც გამოკეᲗდა და ისევ დაეწყო სიცხეები 37.8 მაგრამ გრიპი არ აქვს, არც აცემინებს, არც ცხვირიდან სისველე არ აქვს, ცოტა პირᲨი აქვს უსიამოვნო სუნი, ამოსდის უკანა კბილები, ᲨეიᲫლება Თუ არა ეს იყოს კბილის ბრალი? Თუ ისევ ყელის ბაქტერიაა? ექიმᲗან ვიზიტი გვაქვს მაგრამ 1 კვირაᲨი, ველი Თქვენს პასუხს და კიდევ იმუნიტეტის ასამაᲦლებლად რა გავაკეᲗო ბავᲨვისაᲗვის? მადლობა წინასწარ

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ქირურგია

ტროფიკული წყლული

ტროფიკული წყლული
თუ ვენების ვარიკოზული გაგანიერების, თრომბოფლებიტის, შაქრიანი დიაბეტისა და ზოგიერთი სხვა დაავადების წინააღმდეგ აქტიურად არ იმოქმედეს და არ უმკურნალეს,

ასეთი ადამიანების დაახლოებით 60%-ს ტროფიკული წყლულების - ჩირქოვანი, პირშეუკრავი იარების - გაჩენა ელის. ასეთი წყლულები შესაძლოა წლობით არ შეხორცდეს. ტროფიკული წყლულების სიმძიმეზე ისიც მეტყველებს, რომ მას ქირურგები მკურნალობენ.

"ტროფე" ბერძნულად კვებაა, ტროფიკული წყლული კი კანის ან ლორწოვანის დეფექტია, რომელიც წარმოიქმნება ადამიანის ორგანიზმის ქსოვილების სისხლით კვების მოშლის შედეგად. ტროფიკულ წყლულებს სხვადასხვა მიზეზი აქვს, ზოგჯერ კი მიზეზის დადგენა საერთოდ ვერ ხერხდება. ხშირად წყლული ამა თუ იმ დაავადების ფონზე ვითარდება. ასეთია, მაგალითად, არტერიული უკმარისობა, შაქრიანი დიაბეტი, საჯდომი ნერვის დაზიანება. ათიდან 7-8 შემთხვევაში კი წყლული ჩნდება ქრონიკული ვენური უკმარისობის ფონზე. ქრონიკულ ვენურ უკმარისობას "ოჯახის მკურნალმა" არაერთი სტატია მიუძღვნა, ამიტომ მასზე აღარ შევჩერდებით. მხოლოდ იმას შეგახსენებთ, რომ ვენებში სისხლის შეგუბება ირგვლივ მდებარე ქსოვილების კვებისა და ჟანგბადით მომარაგების მოშლას იწვევს. ვენური უკმარისობის ამოცნობა ძნელი არ არის: იგი ვლინდება ფეხში სიმძიმის შეგრძნებით, რომელიც დილითაც კი (გაღვიძებისას) არ ცხრება. ქსოვილების კვების მოშლის გამო კანი თხელდება, ფერი ეცვლება, ალაგ-ალაგ ქერცლით იფარება. რეგენერაციული (აღდგენითი) პროცესი მკვეთრად ქვეითდება. ტროფიკული წყლული მოულოდნელად წარმოიქმნება თუ არსებობს წინასწარ განსაზღვრული გამშვები მექანიზმები? წყლულის მიზეზად შეიძლება იქცეს ნებისმიერი უმნიშვნელო ტრავმა. ვთქვათ, სავარძლის კიდეს წამოვედეთ, ავტობუსში ვიღაც დაგვეჯახა, მოვიქავეთ კოღოს ნაკბენი... თავისთავად ასეთი დაზიანება საშიში არ არის, მაგრამ რაკი ზიანდება ქსოვილი, რომლის კვებაც მოშლილია, იწყება თანამდევი მოვლენები: მომატებული ვენური წნევის გამო იზრდება სისხლის პლაზმის მოცულობა, იგი ჟონავს კაპილარის კედლებიდან, იმატებს შეშუპება, რომელიც ხელს უშლის ჭრილობის (ნაკბენის, აქერცლილის) შეხორცებას. ასე თანდათანობით წარმოიქმნება ტროფიკული წყლული. ადგილობრივი იმუნიტეტი დათრგუნულია, აღდგენითი პროცესები - მკვეთრად დაქვეითებული, ამიტომ ორგანიზმს არ ძალუძს, ჩარევის გარეშე მოერიოს დაავადებას.

წყლულის განვითარება ინფექციის ხარჯზე ხდება. რაც უფრო დიდი ხნისაა წყლული (ზოგიერთ პაციენტს ის რამდენიმე წლის მანძილზეც კი არ უხორცდება), მით უფრო ნაყოფიერი ნიადაგი ხვდებათ ბაქტერიებს გამრავლებისთვის. წყლულის განმეორებითი ინფიცირებაც ხშირია. სამწუხაროდ, ანტიბიოტიკები სასურველ შედეგს არ იძლევა, რადგან დაავადების ძირითადი მიზეზი აღმოფხვრილი არ არის. ვარიკოზული წყლული კანქვეშა ვენების ვარიკოზული გაგანიერების დროს ვითარდება. ვარიკოზული წყლული ორგვარია. ერთ შემთხვევაში იგი მცირე ზომისაა, დათრომბილი, ნეკროზული (მკვდარი) კაპილარის ან კანის ატროფიის (განლევის, კვების მოშლის) და ნეკროზის შედეგია. ასეთი წყლული მეტად მტკივნეულია, არ ახასიათებს დაჩირქება, მაგრამ ძნელად ხორცდება. მეორე შემთხვევაში წყლული დიდია, უსწორმასწოროკიდეებიანი, ჭუჭყიანი, ზოგჯერ სისხლმდინარი ფსკერით. ტროფიკული წყლული უმთავრესად ქვედა კიდურებზე წარმოიქმნება. ზოგჯერ ის მუფთასავით შემოეხვევა წვივს და უხვი ჩირქოვანი გამონადენი ახასიათებს. თრომბოფლებიტის შემდგომი ტროფიკული წყლულის მიზეზია გადატანილი თრომბოფლებიტი. ამ დროს დაზიანებული ღრმა ვენებიდან სისხლი გულისკენ კი არ მიედინება, არამედ კანქვეშა ვენებში უკუდის. ხანგრძლივი უკუდინების გამო ირღვევა ქვედა კიდურის შესაბამისი ადგილის კვება, ჟანგბადით მომარაგება და იწყება ზემოაღწერილი პროცესები. არსებობს ტერფის გამხვრეტი ტროფიკული წყლული, რომელიც ფეხისგულზე ლოკალიზდება. ის ხშირად საჯდომი ნერვის დაზიანების შედეგად ვითარდება. წყლული ტუბერკულოზური, დიაბეტური, სიფილისური და სიმსივნური წარმოშობისაც შეიძლება იყოს. ტროფიკული წყლულის გაქრონიკულებას ხელს უწყობს ორგანიზმის ადგილობრივი და ზოგადი მოშლილობანი, ქსოვილის კვების დაქვეითება, ავიტამინოზი, დიაბეტი და სხვა.

მკურნალობა და პროფილაქტიკა. წყლული სულაც არ გახლავთ მომაკვდინებელი დაავადება, მაგრამ მრავალი უსიამოვნება ახლავს თან, ამიტომ მკურნალობის გადავადებას არ გირჩევთ. არსებობს მკურნალობის ორი გზა - ქირურგიული და კონსერვატიული. პირდაპირ გეტყვით, რომ მათი ურთიერთდაპირისპირება არ ღირს. ქირურგები უმეტესად ოპერაციას ამჯობინებენ. მრავალ პაციენტს ქირურგები კონსერვატიული მკურნალობის ერთ-ერთ ყველაზე შედეგიან მეთოდს - კომპრესიულ თერაპიას სთავაზობენ. რატომღაც პაციენტები მასზე ხშირად უარს ამბობენ, არადა ელასტიკური ბანდით ქვედა კიდურების შეხვევის ეფექტი მეტად თვალსაჩინოა - ვენების დიამეტრი მცირდება, ქრება სიმძიმისა და ტკივილის შეგრძნება. კომპრესია, გარდა იმისა, რომ ხელს უწყობს ტროფიკული წყლულის შეხორცებას, პროფილაქტიკის ეფექტური საშუალებაც არის. ერთი სიტყვით, ტროფიკული წყლულის მკურნალობა ადვილი არ გახლავთ. საჭიროა მისი გამომწვევი მიზეზის ლიკვიდაცია, ძირითადი დაავადების მკურნალობა, ვიტამინების, აბაზანების, ფიზიოთერაპიული საშუალებების, ბაროკამერის გამოყენება... ვენების ტონუსის მოსამატებლად ინიშნება პრეპარატები: ესკუზანი, ტროქსევაზინი, ვენორუტონი, ახალი თაობის მედიკამენტებიდან - დეტრალექსი, კურიოზინი, ენდოთელონი და სხვა. სამწუხაროდ, ზოგჯერ არც ერთი წამალი არ იძლევა სასურველ შედეგს. საჭიროა ხანგრძლივი წოლა, კიდურების მოსვენება შემაღლებულ მდგომარეობაში, თაბაშირის არტაშნის ან ყრუ ნახვევის დადება. არის შემთხვევები, როდესაც წყლულის მომზადების შემდეგ შედეგიანია კანის გადანერგვა ან შეცვლილი ქსოვილების ამოკვეთა და დეფექტის დახურვა, ნაწიბურის დაწყლულებისას კი აუცილებელია მისი მთლიანად მოცილება, რადგან ასეთი ქრონიკული წყლული ადვილად გადაგვარდება კიბოდ. რაც შეეხება პროფილაქტიკას, გეტყვით, რომ ვენების დაავადების დროს საჭიროა დიეტის დაცვა: მკვეთრად უნდა შეზღუდოთ მარილი და სანელებლები. ამასთანავე, უარი უნდა თქვათ მძიმე ფიზიკურ დატვირთვაზე: არ ასწიოთ მძიმე ტვირთი, დიდხანს არ დარჩეთ გაუნძრევლად. საერთო ტონუსის ასამაღლებლად სასარგებლოა ცივი წყლის გადავლება. ცხელი აბაზანები მავნებელია. მავნებელია შემოტმასნილი ტანსაცმელიც, ამიტომ საჭიროების გარეშე ბანდაჟისა და მუცლის მაკორექტირებელი სარტყლის ტარებას არ გირჩევთ. წონასაც მიაქციეთ ყურადღება - ზედმეტი მასა მრავალი დაავადების რისკფაქტორია. დაბოლოს, ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაცია - თავი არიდეთ თვითმკურნალობას, რადგან ტროფიკული წყლული შეიძლება ისეთი მიზეზის გამო წარმოიქმნას, რომლის გამოვლენაც მხოლოდ ექიმს შეუძლია. სწორი დიაგნოზისა და ხანგრძლივი, დაჟინებული მკურნალობის შედეგად პრაქტიკულად ყველა პაციენტი შეიძლება განიკურნოს ტროფიკული წყლულისგან. მთავარია, მკურნალობა დროულად დაიწყოს.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას

გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

ტროფიკული წყლული - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები