ქირურგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მარტი 2020

კითხვა-პასუხი

ქირურგია

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ჭარბი წონა მსოფლიოს მილიარდზე მეტ მკვიდრს აწუხებს. მათი უმრავლესობა გახდომაზე ოცნებობს, რადგან მრავალმა მათგანმა კარგად იცის, რომ ჭარბი წონა ხელს უწყობს გულის, სახსრების დაავადებების, შაქრიანი დიაბეტისა და ასთმის განვითარებას, არტერიული წნევის მომატებას. ჭარბი წონის მქონე ადამიანების სიცოცხლის ხანგრძლივობა საშუალოსტატისტიკურ მაჩვენებელზე 13 წლით ნაკლებია (ამერიკის ბარიატრიული ასოციაციის 2010 წლის ანგარიშის მონაცემები). მიუხედავად იმისა, რომ არსებობს უამრავი დიეტა, სამკურნალო პრეპარატი თუ ვარჯიშის მეთოდიკა, მათი შედეგები ყოველთვის იდეალური არ არის და არც ყოველთვის აკმაყოფილებს პაციენტს. ამ შემთხვევაში მედიკოსები ბარიატრიულ ქირურგიას მიმართავენ. სწორედ ამ უკანასკნელის შესახებ გვესაუბრება მედიცინის დოქტორი, პროფესორი, დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრის ქირურგიული კლინიკის დირექტორი დავით აბულაძე.
ტრანსპლანტაცია დღეს მედიცინის ერთ-ერთი ყველაზე დინამიურად განვითარებადი დარგია. ეს ტექნოლოგია საშუალებას იძლევა, ქმედითი დახმარება გაეწიოთ ავადმყოფებს, რომლებიც ადრე სიკვდილისთვის ან მძიმე ინვალიდობისთვის იყვნენ განწირულნი, თუმცაღა მისი განვითარების გზაზე თავს იჩენს განსაზღვრული ეთიკურ-ზნეობრივი პრობლემებიც. საქართველოში ორგანოთა გადანერგვის ისტორიისა და ახლანდელი მდგომარეობის შესახებ გვესაუბრება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კერძო ქირურგიის #1 მიმართულების სრული პროფესორი, საქართველოს ტრანსპლანტოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი გია თომაძე.
1942 წელს მეცნიერულად დადასტურდა, რომ ანდროგენული ალოპეციის მიზეზია დედის მხრიდან მემკვიდრეობით მიღებული გენი. გენეტიკური განწყობის არსებობისას მამაკაცური ჰორმონები დამანგრევლად მოქმედებს თმის ფოლიკულებზე და ეს უკანასკნელნი თანდათანობით ატროფირდება, მაგრამ არა ყველა. კეფის არეში განლაგებული ფოლიკულები ანატომიურად დაცულია ჰორმონების ზემოქმედებისგან, რადგან არ გააჩნია მათ მიმართ მგრძნობიარე განსაკუთრებული ნეირორეცეპტორები. ამის წყალობით ისინი აქტიურობას მთელი სიცოცხლის განმავლობაში ინარჩუნებენ. სწორედ ამ ფაქტს ეფუძნება საკუთარი თმის ტრანსპლანტაციის ტექნოლოგია. აქედან აღებული ფოლიკულის სხვაგან გადატანისას მისი ანატომია არ იცვლება და თმაც ისევე ამოვა, როგორც თავდაპირველ ადგილას ამოდიოდა.
თანამედროვე მედიცინამ იმ დონეს მიაღწია, რომ ნერგავენ არა მარტო თირკმელსა თუ ღვიძლს, არამედ ერთდროულად რამდენიმე ორგანოს - გულს, ფილტვებს, კუჭქვეშა ჯირკვალს და სხვა. ცხოველებზე უკვე ამუშავებენ თავის ტვინის გადანერგვის ოპერაციებს, რიგში ადამიანი დგას. გახსოვთ ფანტასტიკური რომანი "პროფესორ დოუელის თავი"? მასში აღწერილი ამბები დღეს თითქმის რეალობად იქცა. 1990 წლამდე მსოფლიოში ორგანოს 13000 გადანერგვა იყო შესრულებული. მხოლოდ 1992 წელს 16605 ოპერაცია ჩატარდა, ხოლო 2000 წელს - ამერიკასა და ევროპაში 50 ათასი, მსოფლიოს სხვა კუთხეებში კი 10 ათასზე მეტი. აქედან ნახევარი - თირკმლის, მესამედი კი გულის გადანერგვის წილად მოდის.
კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების გართულებულ შემთხვევებში, ზოგჯერ - მაშინაც, როცა დიეტით, რეჟიმით, წამლებითა და სხვა საშუალებებით მკურნალობა შედეგს არ იძლევა, კეთდება ქირურგიული ოპერაცია, უმეტესად - კუჭის რეზექცია, ე.ი. მისი ნაწილის ამოკვეთა. ოპერაციის შემდეგ მკვეთრად ქვეითდება კუჭის წვენის და მარილმჟავას გამომუშავება და ამგვარად ისპობა ლორწოვანი გარსის დაწყლულების პირობები. უნდა ითქვას, რომ კუჭის რეზექცია საკმაოდ მძიმე ოპერაციაა, რომელსაც ადამიანი ზოგჯერ ინვალიდობამდე მიჰყავს. თანამედროვე ფარმაკოლოგიური პრეპარატებით მკურნალობამ მხოლოდ ოდნავ შეამცირა ქირურგიული ჩარევის სიხშირე. მარტო წამალი ვერ უშველის ადამიანს, მან თავად უნდა უშველოს თავს. ვგულისხმობთ ცხოვრების ჯანსაღ რეჟიმს, ნორმალურ კვებას, მჟავე, ცხარე, მწარე და მლაშე საკვებზე უარის თქმას და ა.შ. არანორმალური (დღეში ერთხელ ან ორჯერ, დიდი ულუფებით) კვება კი ჩვენს თანამოქალაქეებს, სამწუხაროდ, ჩვევად ექცათ.
ჭიაყელა გამონაზარდი - ეს ცალი მხრიდან დახშული ღრუ მილია, რომელიც ბრმა ნაწლავს უერთდება და ფორმით მართლაც ჭიაყელას ჰგავს. მისი ანატომიური სახელი, აპენდიქსი, ნიშნავს "დანამატს, რომელიც ჭიაყელას ჰგავს". რა არის აპენდიციტი?აპენდიციტი ჭიაყელა დანამატის ანთებაა. მიიჩნევა, რომ აპენდიციტი მაშინ იწყება, როცა იხშობა ჭიაყელა ნაწლავსა და ბრმა ნაწლავს შორის არსებული ხვრელი. დახშობა შეიძლება მოხდეს ბრმა ნაწლავიდან აპენდიქსის შიგნით სქელი ლორწოს ან განავლოვანი მასის მოხვედრის გამო. ლორწო და განავლოვანი მასები მაგრდება, ქვასავით მკვრივდება და აპენდიქსის ხვრელს ახშობს.
ვარ 69 წლის ქალი. პროთრომბინის მაღალი მაჩვენებლის გამო ჭრილობა დროულად არ შემიხორცდა. ჩამომიყალიბდა ტროფიკული წყლული. დაახლოებით ორ თვეში ჭრილობა დაიხურა და მის გარშემო დარჩა მოყავისფრო პიგმენტური ლაქები. გთხოვთ ამიხსნათ: ამ შეხორცების შემდეგ ტროფიკული წყლული განკურნებულად ითვლება თუ კვლავ შეუძლია მოახდინოს ორგანიზმზე მავნე ზემოქმედება? ტროფიკული წყლული კანისა და ლორწოვანი გარსის დეფექტია. ის სისხლის მიმოქცევისა და ქსოვილთა ინერვაციის დარღვევის შედეგად ვითარდება. ხანგრძლივი მიმდინარეობა და გამწვავების პერიოდები ახასიათებს და ძნელად ემორჩილება მკურნალობას.
დიეტოლოგია
ტვინისათვის სასარგებლო ბოსტნეულიდან დიეტოლოგები გამოყოფენ წითელ კომბოსტოს, ჭარხალსა და ისპანახს. წითელი კომბოსტო მეტად სასარგებლოა ტვინის
თუ შეკრულობა (ყაბზობა) გაწუხებთ, რეგულარულად უნდა მიირთვათ ბროკოლი, ვაშლი და ისპანახი.
შვრია აქვეითებს სისხლში ქოლესტერინის დონეს, ანთების მაჩვენებლებს, წონას და აუმჯობესებს საჭმლის მონელებას.
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
კორონავირუსის პანდემიამ აქტუალური გახადა ყველგან და ყველაფერში სისუფთავის დაცვის საკითხი.
თმა შედგება ცილისგან (კერატინი) და დამცავი თხელი ფენა კუტიკულისგან. წყლის ზემოქმედების შედეგად თმა ადვილად
საკმარისია ეს 4 ტესტი და მოსაუბრეს გაშლილი წიგნივით წაიკითხავთ - აცხადებენ ტესტის ავტორები.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად