ქირურგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მარტი 2020

კითხვა-პასუხი

ქირურგია

კუჭის, საყლაპავისა და ნაწლავთა ზედა ნაწილების მრავალი დაავადება ქირურგიულ ჩარევას მოითხოვს. ზოგიერთ შემთხვევაში ოპერაცია დაავადების კუპირებისა და პაციენტისთვის ჯანმრთელობის შენარჩუნების ერთადერთი საშუალებაა.კუჭის ოპერაციის სახეებითანამედროვე მედიცინა, კუჭის პათოლოგიების რაობისა და მათი განვითარების ხარისხის კვალობაზე, უმთავრესად ოთხი სახის ოპერაციულ ჩარევას მიმართავს: ყველაზე ხშირად - რეზექციულ ოპერაციას, შედარებით იშვიათად - ვაგოტომიას და გასტროენტეროსტომიას, ბოლო ხანს კი უფრო და უფრო ხშირად ტარდება რესტრიქციული ოპერაციებიც. რეზექცია მთელი კუჭის ან მისი ნაწილის ამოკვეთაა. ამგვარ ჩარევას მიმართავენ:
გულისრევა და ღებინება რთულრეფლექსოვანი აქტია, რომელსაც მოსდევს კუჭის შიგთავსის (ზოგჯერ - ნაწლავის შიგთავსთან ერთად) ამოფრქვევა პირის ღრუდან და წარმოიშობა თავის ტვინის ღეროს ღებინების ცენტრზე პერიფერიული და ცენტრალური გამღიზიანებლების ზემოქმედებით. ღებინება არცთუ იშვიათად იმ მძიმე დაავადებათა ერთ-ერთი მთავარი სიმპტომია, რომლებიც გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას მოითხოვს. ხშირად ღებინება ადამიანის ორგანიზმის თავდაცვით რეაქციად გვევლინება და ორგანიზმიდან მომწამვლელი და გამაღიზიანებელი ნივთიერებების მოშორებისკენ არის მიმართული.
რამდენიმე თვეა, ჭიპის ირგვლივ სისველე შევამჩნიე. გამონადენი ხან სუნიანია, ხან - არა. სხვა მხრივ თავს კარგად ვგრძნობ, არც სიცხე მაქვს და არც არაფერი მაწუხებს. ვიფიქრე, ბანაობის დროს კარგად არ ვიმშრალებ-მეთქი და გულდასმით დავიწყე გამშრალება, მაგრამ ამაოდ - ისევ და ისევ მისველდება. მირჩიეს საფენები, მაგრამ არ მიშველა. ძალიან გთხოვთ გამარკვიოთ, რა მჭირს და როგორ მოვიქცე.ომფალიტი ჭიპის ირგვლივ არსებული კანის, კანქვეშა ქსოვილისა და სისხლძარღვების ანთებაა. იგი ხშირია ახალშობილებში, თუმცა ზრდასრულ ადამიანებსაც ემართებათ და დაკავშირებულია ჭიპის სტაფილოკოკებით ან სხვა ბაქტერიებით ინფიცირებასთან.
წითელი ქარი კანის ბაქტერიული ინფექციაა და მას სტრეპტოკოკი იწვევს (იწვევენ თუ არა სხვა ბაქტერიები ამ ინფექციას, უცნობია, თუმცა მათ ხშირად აღმოაჩენენ ინფექციის კერაში. აღწერილია ატიპური ფორმები, რომლებიც სხვა მიკროორგანიზმებით არის გამოწვეული. ასეთ დროს სტანდარტული ანტიბიოტიკები უეფექტოა). ამ დაავადებას ჯერ კიდევ შუა საუკუნეებში იცნობდნენ და წმინდა ანტონიუსის ცეცხლს უწოდებდნენ - ლეგენდის თანახმად, სწორედ ეს ეგვიპტელი მკურნალი არჩენდა ამ სნეულებით შეპყრობილ მორწმუნეებს. ძველად დაავადება უმთავრესად სახეზე იყო გამოხატული, მაგრამ საუკუნეების განმავლობაში ლოკალიზაცია შეიცვალა და ამჟამად უფრო ხშირად ქვედა კიდურებს აზიანებს. შესაძლოა, თავსა და სახეზეც იჩინოს თავი, მოიცვას ტუჩების, სასის, ხახის ლორწოვანი გარსებიც კი.  მეცნიერები ვარაუდობენ, რომ დაავადების ლოკალიზაციის ასეთი ცვლილება წითელი ქარის რისკის მქონე პირთა სიცოცხლის ხანგრძლივობის მატებას უკავშირდება.
ვიდრე უშუალოდ მაჯის გვირაბის სინდრომს შევეხებოდეთ, მოკლედ შეგახსენებთ ხელის მტევნის ანატომიურ თავისებურებებს. ხელის მტევნის ჩონჩხი შედგება მაჯის, ნებისა და ფალანგების ძვლებისგან. რაც შეეხება ხელის მტევნის კუნთებს, მათ უმთავრესად ხელისგულის ზედაპირი უკავიათ. თითების მოხრა-გაშლას, განზიდვა-მოზიდვას, მტევნის მაჯაში მოძრაობას და, საზოგადოდ, მტევნის მიერ ურთულესი ფუნქციების შესრულებას უამრავი კუნთი ემსახურება, რომელთა უმრავლესობა მხრის, სხივისა და იდაყვის ძვლებიდან იწყება. თითოეულ კუნთს თავისი მკვებავი სისხლძარღვი და მაინერვირებელი ნერვი ახლავს.
დიეტოლოგია
ტვინისათვის სასარგებლო ბოსტნეულიდან დიეტოლოგები გამოყოფენ წითელ კომბოსტოს, ჭარხალსა და ისპანახს. წითელი კომბოსტო მეტად სასარგებლოა ტვინის
თუ შეკრულობა (ყაბზობა) გაწუხებთ, რეგულარულად უნდა მიირთვათ ბროკოლი, ვაშლი და ისპანახი.
შვრია აქვეითებს სისხლში ქოლესტერინის დონეს, ანთების მაჩვენებლებს, წონას და აუმჯობესებს საჭმლის მონელებას.
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
კორონავირუსის პანდემიამ აქტუალური გახადა ყველგან და ყველაფერში სისუფთავის დაცვის საკითხი.
თმა შედგება ცილისგან (კერატინი) და დამცავი თხელი ფენა კუტიკულისგან. წყლის ზემოქმედების შედეგად თმა ადვილად
საკმარისია ეს 4 ტესტი და მოსაუბრეს გაშლილი წიგნივით წაიკითხავთ - აცხადებენ ტესტის ავტორები.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად