ქალთათვის განკუთვნილი დღეები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ქალთათვის განკუთვნილი დღეები

არსებული რეალობა ბევრი ქალისთვის საკმაოდ მძიმეა. ქალებმა ბევრი იტვირთეს: საოჯახო თუ პროფესიული კუთხით. განსაკუთრებით საქართველოში თანამედროვე ქალები ტოლს არ უდებენ მამაკაცებს, ხშირად - პირიქითაც. ამიტომ კაცები უნდა შეეცადონ, წელიწადში ერთი-ორი დღე მაინც დღესასწაულად უქციონ საყვარელ ქალებს, იზრუნონ მათზე, შეეშველონ მძიმე საქმეებში. მცირედი სიახლე და ყურადღებაც კი ქალს გააბედნიერებს და სამუდამოდ ემახსოვრება.

ქალებმაც უნდა შეიფერონ ზრუნვა და პატივისცემა, მიიღონ მილოცვები, საჩუქრები, სიურპრიზები. თუ მამაკაცი სათანადო ყურადღებას ვერ გამოიჩენს, ქალს თავადაც შეუძლია მეგობრებთან ერთად დაუვიწყარი დღის ორგანიზება. მთავარი ხომ მონდომებაა.

ქალი ყოველთვის უნდა ცდილობდეს გრძნობა-გონების ჰარმონიზებას, ამაზე დიდწილადაა დამოკიდებული მისი ოჯახური, ცოლქმრული თუ სამსახურებრივი კეთილდღეობა. უმთავრესი ბედნიერება ქალისთვის კი, რა თქმა უნდა, დედობაა.

რამდენი დედაც არსებობს სამყაროში, იმდენგვარი სიყვარული, ფიქრი, ზრუნვა, მიზანი და ოცნებაა ქვეყნად. დედის შვილისადმი სიყვარული ყველაზე წრფელი, წმინდა და სათუთია.

თავის მხრივ, შვილებიც უნდა ეცადონ დედის ამაგი არ დაივიწყონ, ეს სიყვარული, თავდადება და მზრუნველობა სასურველია ორმხრივი იყოს. წელიწადში ერთხელ კი, გაზაფხულის ორ ლამაზ დღეს, დედებს და საზოგადოდ, ქალებს, შვილებისა და, მამაკაცების ყურადღება არ უნდა მოაკლდეთ!