შოპინგომანია - ახირება თუ ავადმყოფობა? - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

შოპინგომანია - ახირება თუ ავადმყოფობა?

შოპინგომანია - დღეს ამ ტერმინით აღინიშნება დარღვევების მთელი თაიგული:

სეილზომანია (Sales mania - ფასდაკლებებისადმი ავადმყოფური ლტოლვა) - ნივთების ფასდაკლებით შეძენის ავადმყოფური მოთხოვნილება.

ლეიბლომანია (label mania etiketebis mania) - რეკლამირებული ბრენდებისადმი ავადმყოფური ლტოლვა. ისეთი ნივის შეძენა, რომელსაც არ ამშვენებს ცნობილი ფირმის მარკა, ასეთი ადამიანისთვის წარმოუდგენელია.

გაჯეტდამოკიდებულება (Gadget addiction - ხელსაწყოებზე დამოკიდებულება) - ყველა ტექნიკური სიახლის შეძენისადმი ლტოლვა. ასეთი ადამიანი ყიდულობს ყველაფერს, განურჩევლად იმისა, გამოადგება თუ არა ეს ნივთი.

ჯანქფუდდამოკიდებულება (Junk food addiction) - სწრაფი კვების რესტორნებში კვების აკვიატებული სურვილი.

ამ დარღვევებს ენათესავება შოპინგის შემდგომი დეპრესია. ეს მდგომარეობა გამოიხატება გუნება-განწყობის დაქვეითებით, გაღიზიანებადობით, აპათიით, რასაც საფუძვლად უდევს მოტივაციის დაკარგვა, სასურველი ნივთების შეძენა რომ ქმნის.

ეს საინტერესოა

შოპინგომანიით ქალები მამაკაცებზე გაცილებით ხშირად ავადდებიან. ეს ტვინის უმაღლესი მოქმედების თავისებურებით აიხსნება: წარწერა "იჩქარეთ! 70%-იანი ფასდაკლებაა!" მამაკაც-შოპინგომანში მყისვე ბლოკავს თავის ტვინის მარცხენა ნახევარსფეროს (რომელიც პასუხისმგებელია რაციონალურ აზროვნებაზე) და რთავს მარჯვენას (რომელიც ემოციებს განაგებს), მაშინ როდესაც ქალებში მარჯვენა ნახევარსფერო მუდმივად დომინირებს. ქალი, ვინაიდან მას გრძნობებსა და ემოციებზე პასუხისმგებელი ნახევარსფერო გაცილებით მეტად აქვს განვითარებული, უფრო ადვილად ებმება ასეთ მახეებში.

ბრიტანელი ფსიქიატრის გლენ უილსონის აზრით, შოპინგომანიით დაავადებულებს გაგებით უნდა მოვეკიდოთ, რადგან ამ ავადმყოფურ მიდრეკილებას საფუძვლად უდევს დაბალი თვითშეფასება, მარტოსულობის განცდა, დეპრესია, რომელთა დაძლევას ადამიანი ფულის გიჟური ხარჯვით ცდილობს.

შოპინგდამოკიდებულებას ანტიდეპრესანტებით მკურნალობენ. ზოგიერთ სპეციალისტს მიაჩნია, რომ ამგვარად შესაძლებელია დამაკმაყოფილებელი შედეგის მიღება, თუმცა ამ აზრს ყველა როდი ეთანხმება. "სამწუხაროდ, ეს მხოლოდ კომპრომისია, - ამბობენ ისინი, - უნდა მივაგნოთ პრობლემის სათავეს და ის აღმოვფხვრათ". მედიკამენტების დახმარებით შოპინგომანი ძნელად თუ დააღწევს თავს ამ ავადმყოფურ დამოკიდებულებას; ქიმიამ შესაძლოა დათრგუნოს სიმპტომები, მაგრამ მიზეზს ვერაფერს აკლებს - შოპინგომანიას ხომ ფსიქოლოგიური და არა სამედიცინო პრობლემები უდევს საფუძვლად.

ფსიქოლოგებს მიაჩნიათ, რომ არსებობს ორი ტიპის შოპინგომანია - პიროვნული (პერსონალური) და ქვეცნობიერი.

პერსონალური შოპინგომანები ხდებიან ემოციურად გაუწონასწორებელი, ჭირვეული, ხშირად ისტერიული ადამიანები, რომლებიც ბავშვობაში მეტისმეტად ანებივრებდნენ. ისინი ფულს დემონსტრაციულად ხარჯავენ, ყიდულობენ ძვირფას (და ხშირად სრულიად უსარგებლო) ნივთებს, შეუძლიათ, დაუფიქრებლად გაფლანგონ მთელი დანაზოგი. საქმე ის არის, რომ ისინი ბავშვობიდანვე ყურადღებას არიან მიჩვეულნი, მაგრამ არ ძალუძთ, შეავსონ თავიანთი შინაგანი ცხოვრება უფრო სასარგებლო და ნათელი განცდებით; ფულის დემონსტრაციული ხარჯვა მათთვის ყურადღების მიპყრობის ერთადერთ საშუალებად იქცევა.

ქვეცნობიერი შოპინგომანები კი, პირიქით, ყოფილი "კონკიები" არიან, რომლებსაც მძიმე ბავშვობა ჰქონდათ, აკლდათ მშობლიური სითბო და მატერიალური კეთილდღეობა. ისინი უამრავ ფულს ხარჯავენ საკუთარი თუ საყვარელი ადამიანის სიამოვნებისთვის და ცდილობენ, ამ გზით აინაზღაურონ მშობლიური სიყვარულის ნამდვილი თუ მოგონილი დეფიციტი: "არავის ვუყვარვარ, სამაგიეროდ, მე მიყვარს ჩემი თავი!" ქვეცნობიერად მათაც სურთ, ყურადღების ცენტრში მოექცნენ, მაგრამ, როგორც წესი, ისინი უფრო სასარგებლო ნივთებს ყიდულობენ, ვიდრე პიროვნული შოპინგომანები.

უმეტესად რას ყიდულობენ შოპინგომანები?

ქალები _ უმეტესად სამოსს, კოსმეტიკას, ძვირფასეულობას, მამაკაცები - ნივთებს, რომლებიც ძალაუფლების სიმბოლოდ მიიჩნევა: მობილურ ტელეფონებს, კომპიუტერებს, სპორტულ ტრენაჟორებს ან ავტომანქანებს.

შოპინგომანიას ნოყიერ ნიადაგს უქმნის მძლავრი სარეკლამო-მარკეტინგული მანქანა.

მაგალითად, ასე:

ადამიანს აქვს არცთუ ისე ახალი, მაგრამ კარგად გამართული და უსაფრთხო მანქანა. და ამ დროს გამოჩნდება ახალი მოდელი, უფრო თანამედროვე, უფრო დიდი ძრავით. სარეკლამო კომპანიები მას მონდომებით უწევენ რეკლამას. აგრესიული სარეკლამო ჩანართები განუწყვეტლივ ცდილობენ შთაგვაგონონ, რომ "ნამდვილი მამაკაცი", თუ სურს, წარმატებას მიაღწიოს ქალებთან და, საერთოდ, ცხოვრებაში, სწორედ ამ (და არა სხვა) მარკის ავტომობილს უნდა მართავდეს, რომ ეს "ძალიან მაგარია", "პრესტიჟულია" და ა. შ. შოპინგომანსაც უჩნდება სურვილი, გამოცვალოს მანქანა, თუმცა ბოლომდე არ ესმის ახალი მოდელის ტექნიკური უპირატესობა და თავად ამ შენაძენის აზრი. ერთადერთი, რაც მისთვის მნიშვნელოვანია, არის თავდაჯერება, რომელსაც ასხივებენ სარეკლამო რგოლის გმირები _ ანუ ის, რაზეც თავადაც ოცნებობდა, მაგრამ რისი მოპოვების უნარიც არ აღმოაჩნდა... მას არ ესმის, რომ იგი ყიდულობს არა თავდაჯერებას, არამედ მის სიმბოლურ სუროგატს, იმას, რაც მოხერხებულად შეაჩეჩეს მარკეტოლოგებმა და რეკლამის სპეციალისტებმა...

როგორ დავძლიოთ ფულის ხარჯვისადმი პათოლოგიური მიდრეკილება?

დამოუკიდებლად ამ მანიის დაძლევა ძნელია. უმჯობესია, მიმართოთ ახლობლებს, მეგობრებს, ხოლო თუ დამოკიდებლებამ მძიმე ფორმა მიიღო _ ფსიქოლოგებს, ფსიქოთერაპევტებს.

თუ თქვენი ოჯახის რომელიმე წევრი შოპინგომანია, ესაუბრეთ იმაზე, რომ რომ გიყვართ, შეუქეთ წარმატებები. პიროვნულ შოპინგომანებს გულახდილად უთხარით მათი პრობლემის შესახებ. შეიძლება, ასეთ ადამანს დაავალოთ გახდეს თქვენი ოჯახის `მთავარი ეკონომისტი~, სთხოვოთ შეიმუშაოს ფულის დაზოგვის გეგმა. შესაძლოა, ასეთი პასუხისმგებლობის გააზრებამ მას საკუთარი თავის ხელში აყვანა შესაძლებინოს.

SOS !

თუ შეამჩნიეთ, რომ სავაჭრო ცენტრიდან ხელცარიელი არასოდეს გამოდიხართ, თავს მოვალედ მიიჩნევთ, რაიმე შეიძინოთ, განურჩევლად საფულის სისქისა _ ეს საგანგაშო ნიშანია.

. დაუყოვნებლივ შეჩერდით.

. მოერიეთ რამის ყიდვის აკვიატებულ სურვილს.

. დაუმტკიცეთ საკუთარ თავს, რომ ეს სურვილი თქვენზე ვერ იბატონებს.

. მოუწყვეთ საკუთარ თავს "კვირა შოპინგის გარეშე" და გაიხსენეთ, რომ ამქვეყნად საყიდლებზე ფასეული და საინტერესო რამეებიც არსებობს.

უწინარეს ყოვლისა კი საკუთარ თავში გარკვევა სცადეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, რამდენი ფულიც არ უნდა გონდეთ, შედეგი იგივე იქნება - ეს ყველაფერი სრულიად უსარგებლო ნივთებისთვის დაიხარჯება და სულ მალე დაემსგავსებით ადამიანს, რომელიც განუწყვეტლივ სვამს, მაგრამ წყურვილს ვერ იკლავს.

გააანალიზეთ თქვენი ძირითადი მოთხოვნილებები, განსაზღვრეთ, რომელს იკმაყოფილებთ შოპინგით. იპოვეთ მისი დაკმაყოფილების ალტერნატიული საშუალება. და, რაც მთავარია, მოინდომეთ, ბოლოს და ბოლოს გახდეთ ზრდასრული პიროვნება, რომელიც მთლიანად აკონტროლებს საკუთარ დანახარჯს.

წარმატებებს გისურვებთ ამ მართლაცდა გიჟურ წინასაახალწლო რბოლაში.