ურთიერთობის კრიზისი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ურთიერთობის კრიზისი

მაგრამ ამისთვის უნდა გამოიყენოთ ყოველი შანსი შეხედოთ ერთმანეთს სხვა თვალით, აღმოაჩინოთ ერთმანეთის პიროვნების უცნობი მხარეები. კარგი იქნება, თუ ერთად ისაუბრებთ მიზეზებზე, ისაუბრებთ გულახდილად, საყვედურების გარეშე. შეიცვალეთ ცხოვრების წესი, რათა ერთმანეთისთვის მეტი დრო დაგრჩეთ. უნდა გახსოვდეთ, რომ ქალი და მამაკაცი სხვადასხვაგვარად გამოხატავენ გრძნობებს და სხვადასხვაგვარად აღიქვამენ ინფორმაციას. ქალებმა უნდა ისწავლონ მეუღლის გონებამდე სათქმელის მიტანა, აზრის რაც შეიძლება მოკლედ და ნათლად გამოხატვა. საყვარელ ადამიანზე დაქორწინება, მასთან ცხოვრება დიდი ბედნიერებაა, მაგრამ ძალზე საპასუხისმგებლო ტვირთიც არის. უნდა იცოდეთ, რა სირთულეები შეიძლება შეგხვდეთ ცოლქმრული ცხოვრების გზაზე და როგორ გადაარჩინოთ თქვენი ოჯახური ბედნიერება. გაუფრთხილდით თქვენს ურთიერთობას ისე, როგორც, მაგალითად, ჯანმრთელობას. ალბათ, არასოდეს მოგივათ ასეთი აზრი: "თუნდაც მძიმედ გავხდე ავად, საშიში არაფერია - ეს ხომ წვრილმანია". გადაიტანეთ ეს პრინციპი ოჯახზე. არასოდეს წამოიწყოთ საუბარი განქორწინებაზე - ეს თქვენც და თქვენს მეუღლესაც ქვეცნობიერად ასეთი ნაბიჯისკენ გიბიძგებთ. ოჯახის ფორმირების გზაზე მრავალი დაბრკოლება გვხვდება, რომლებიც ართულებს ოჯახის სრულფასოვან ცხოვრებას და მისი დანგრევაც კი შეუძლია. პრობლემები უმთავრესად ასეთია: მეუღლეთა ურთიერთდამოკიდებულების (მათ შორის - სქესობრივი ურთიერთობის) სირთულეები, ბავშვების აღზრდასთან დაკავშირებული სირთულეები. არცთუ იშვიათად კონფლიქტი ოჯახურ მოვალეობათა განაწილებისა და ფინანსური პრობლემების გამო წარმოიშობა, რთულია დამოკიდებულება მეუღლის მშობლებთან და ა.შ. აღმოჩნდა, რომ ქალები და მამაკაცები ოჯახისადმი მიმართების კუთხით ერთმანეთისგან რამდენადმე განსხვავდებიან: მამაკაცებისთვის მატერიალურ-საყოფაცხოვრებო მხარე უფრო მნიშვნელოვანია, ქალებისთვის - ემოციური. სხვაგვარად რომ ვთქვათ, მამაკაცებს მიაჩნიათ, თუ შინ ფული საკმარისია, ოჯახიც ძლიერია, ქალებს კი სიყვარული, ყურადღება, სინაზე ხშირად მოდურ ტანსაცმელზე მეტად სჭირდებათ. ყოველივე ამის დეფიციტმა შესაძლოა საგრძნობლად გაამწვაოს სხვა მიზეზებით გამოწვეული სირთულეები. როცა მამაკაცს ყურადღების გამოხატვის თავი არ აქვს და დაღლილობას იმიზეზებს, უნდა გაირკვეს, მართლა ასე იღლება თუ არა. იქნებ ქრონიკული დაღლილობის სინდრომი აქვს. ამას ცხოვრების წესის შეცვლა სჭირდება. ის თვითონაც უნდა დაინტერესდეს ამ პრობლემით და შეწუხდეს, როცა მეუღლე მისგან მეტ ყურადღებას და ალერსს ითხოვს. აუცილებელია სიტუაციის ანალიზი და გამოსავლის პოვნა. ამით ორივე მხარე ერთნაირად უნდა იყოს დაინტერესებული. იქნებ პრობლემა ურთიერთთავსებადობაა? ადამიანთა ურთიერთთავსებადობა რთული მოვლენაა, რომელსაც რამდენიმე დონე აქვს. არსებობს იდეურ-ზნეობრივი ერთობა და სოციალურ-ფსიქოლოგიური თავსებადობა. ისინი ვლინდება მაშინ, როცა ერთმანეთს ემთხვევა ცხოვრებისეული პოზიცია, ძირითადი ღირებულებები, შეხედულებები გარესამყაროსა და მასში საკუთარი ადგილის შესახებ. ფსიქოლოგიური თავსებადობა მეუღლეთა ხასიათების, პიროვნული თავისებურებების ურთიერთდამოკიდებულებას გულისხმობს. ფსიქოფიზიოლოგიური, სქესობრივი თავსებადობა ტემპერამენტის თავისებურებათა ურთიერთქმედებას ეფუძნება. ცოლქმრული ურთიერთობა მოიცავს თავსებადობის ყველა სახეს. ცოლქმრულ ურთიერთობაში პრობლემას ზოგჯერ წმინდა მამაკაცური პრობლემები ქმნის. ხშირად ამას მთავარ მამაკაცურ შიშს მიაწერენ. როცა მამაკაცს არ შესწევს უნარი განახორციელოს ნორმალური სქესობრივი აქტი, ამას ერექციულ დისფუნქციას მიაწერენ ხოლმე. ასეთ დისფუნქციას მრავალი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს: შაქრიანი დიაბეტი, ჰიპერტონიული დაავადება, გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადება. ერექციის დარღვევა ერთი-ორი კვირის განმავლობაში შეიძლება გამოწვეული იყოს გახანგრძლივებული სტრესით, გადატანილი ინფექციური ან სხვა დაავადებით, გადაღლილობით. ცოლქმრული მოვალეობის შესრულების ხანგრძლივი (რამდენიმე თვეზე მეტხანს) უუნარობა გადაუდებელ სამედიცინო და ფსიქოლოგიურ გამოკვლევებს საჭიროებს. ზოგჯერ საქმე გვაქვს ფსევდოიმპოტენციასთან, რომელიც არანაირად არ უკავშირდება ფიზიოლოგიას - მიზეზი ღრმად არის ჩამალული მამაკაცის ფსიქიკაში. ცნობილია, რომ ძლიერი სქესის წარმომადგენლები სქესობრივ ურთიერთობაში მცირედ წარუმატებლობასაც კი ძალზე მტკივნეულად განიცდიან. აქ დიდი მნიშვნელობა აქვს პარტნიორის ფაქტორს, მის პოზიციას. ის მამაკაცის თანამოაზრედ, თანამებრძოლად უნდა იქცეს. სქესობრივი კავშირის დროს ნებისმიერი წარუმატებლობის შემთხვევაში მას დიდი ტაქტი მოეთხოვება. დაუშვებელია ამ დროს პარტნიორის გაკიცხვა, დანაშაულია დაცინვა და მასხრად აგდება - ეს ხელს უწყობს კომპლექსის, შიშის ჩამოყალიბებას და მამაკაცის ფსიქიკაში დაფიქსირებას. ადამიანები იცვლებიან, მათ გრძნობებს დრო ცდის. ნამდვილი გრძნობა არ ქრება - შესაძლოა მხოლოდ ადრინდელი მგზნებარება განელდეს. თუ ამ საფეხურსაც მოთმინებით გადალახავთ, მიხვდებით, რომ გაიმარჯვეთ, ცხოვრების რთულ გამოცდას გაუძელით. მთავარია, სიყვარული გადაარჩინოთ. სასურველია დარწმუნდეთ იმაშიც, რომ თქვენი საყვარელი მამაკაცის ცხოვრებაში სხვა პარტნიორი არ არსებობს.