სუპერეფექტის მქონე კანის დაბერების საწინააღმდეგო კონცენტრატი - ახალი პროდუქტი NUXE-ისგან! - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

აპრილი 2021

კითხვა-პასუხი

სუპერეფექტის მქონე კანის დაბერების საწინააღმდეგო კონცენტრატი - ახალი პროდუქტი NUXE-ისგან!

სუპერეფექტის მქონე კანის დაბერების საწინააღმდეგო კონცენტრატი - ახალი პროდუქტი NUXE-ისგან!
ლამაზი კანი ბუნების საჩუქარია, რომელსაც შენარჩუნება და მოვლა სჭირდება. ხშირად კანს ღრმა ნაოჭების გაჩენამდე არ ვაქცევთ ყურადღებას, ეს კი არასწორია. სიბერის ყველაზე ადრეულ ნიშნებს სწორედ კანი გასცემს. საბედნიეროდ, არსებობს კანის გასაახალგაზრდავებელი ეფექტური საშუალებები, რომლებსაც კოსმეტიკური ბრენდები მომხმარებლებისთვის ქმნიან.

Nuxe ფრანგული პრემიუმ-კლასის ნატურალური ბრენდია, რომელიც საერთაშორისო ბაზარზე 1990-იანი წლებიდან არსებობს და რომელსაც მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში უამრავი ერთგული მომხმარებელი ჰყავს.
ლაბორატორია "ნუქსმა" პირველად გააერთიანა თავისი გამოცდილება ზეთებისა და დაბერების საწინააღმდეგო საშუალებების წარმოებაში და დაბერების საწინააღმდეგო უნივერსალური კონცენტრატი - SUPER SERUM [10] შექმნა.

ფორმულა

mkurnali.ge

შრატის ინგრედიენტების 95% ბუნებრივი წარმოშობისაა.
ეს შესანიშნავი კონცენტრატი ნებისმიერი ტიპის კანისთვისაა განკუთვნილი. ნატურალური ჰიალურონის მჟავა მიღებულია ბოტანიკური ბიოტექნოლოგიის გამოყენებით. ეს ჰიალურონის მჟავა სწრაფად შეიწოვება კანში და ასტიმულირებს მის ახალგაზრდობის მექანიზმებს.

  • უნიკალურ ორფაზიან ტექსტურაში გაერთიანებულია „ნუქსის“ ლაბორატორიის ორი უდიდესი მიგნება.


ბუნებრივი ჰიალურონის მჟავა, ფრაქციული მცენარეული ზეთები,
დაბერების საწინააღმდეგო ძლიერი შრატის ფუძე, ვიტამინი B3 - პროდუქტი ათასობით მიკროსფეროთია გაჯერებული. მცენარეული კომპლექსი ედელვაისის ბუნებრივი უჯრედებით მიიღება მცენარეთა ბიოტექნოლოგიის გზით. უზრუნველყოფს გამაახალგაზრდავებელი მექანიზმების აქტივაციას ხანდაზმულ უჯრედებში.

SUPER SERUM [10] -ის ეფექტი

პირველივე წვეთების გამოყენებიდან ხდება კანის გარდაქმნა. ის გლუვი, ბზინვარე და გაცილებით მკვრივი ხდება. ქალების 81% მიიჩნევს, რომ მათი სახის ფერი უფრო თანაბარი გახდა.

დაბერების საწინააღმდეგო მოქმედება, სუპერეფექტი და სუპერშეგრძნებები კონცენტრატის აბრეშუმისებრი ტექსტურის, დახვეწილი მცენარეული ნოტების დამსახურებაა, რომელიც კანზე ღვთაებრივად დნება. კანის ფუნქციური აქტივობა 10 წლით ახალგაზრდას ემსგავსება.

უნიკალური ტექსტურა მასზე დამოკიდებულს გაგხდით. შრატის ფუძე ქმნის სიახლისა და სიმსუბუქის შეგრძნებას. ოქროსფერი მიკროსფეროები კი ერთმანეთის მიყოლებით სათითაოდ დნება კანზე. პროდუქტი აღიარებულია ქალების 100%-ის მიერ.

როგორ გამოვიყენოთ SUPER SERUM [10] ?

mkurnali.ge

უნივერსალური ანტიასაკობრივი შრატი წაისვით დილით და საღამოს, ყოველდღიური კანის მოვლის საშუალებების გამოყენებამდე.

  1. დაიწვეთეთ პიპეტის ნახევარი თითზე.
  2. მსუბუქად შეიზილეთ თითების წრიული მოძრაობით სახეზე, ყელსა და დეკოლტის ზონაზე.
  3. შემდეგ წაისვით ღამის ან დღის კრემი. შრატის გამოყენება „ნუქსის“ ასაკის საწინააღმდეგო ხაზის ყველა კრემთან ერთად შეიძლება.

NUXE-ის ახალი პროდუქტი ხელმისაწვდომია „ჯპს-ის“ სააფთიაქო ქსელში.

გამოსცადეთ ემოციათა ჭეშმარიტი აღლუმი უწყვეტი სიამოვნების მისაღებად!

R


ამ ავტორის სხვა სტატიები
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
დიეტოლოგია
2020 წელს არაერთი კვლევა ჩატარდა და დადგინდა, რომ ზოგიერთი პრობიოტიკი, სასარგებლო ბაქტერია, ორგანიზმს წონის კლებაში ეხმარება.
გერმანიის რისკების შემფასებელმა ფედერალურმა ინსტიტუტმა გაანალიზა 36 ვეგანისა და 36 პირის (იღებდნენ შერეულ საკვებს) ძვლების მდგომარეობა.
ბირმინგემის უნივერსიტეტის მეცნიერები, სტრესის გადატანისას, გვირჩევენ კაკაოს დალევას
კატეგორიის სხვა სტატიები
მკერდის ზომა, ფორმა, ფერი და ძუძუთი კვება...
გაზაფხულის პირველი თვის პირველი დღეები გამორჩეულად ქალებს ეკუთვნით.

3 მარტი დედის დღეა, 8 მარტი - ქალთა დღე. ეს შემთხვევითი არ არის. გაზაფხული ხომ ქალივით სიცოცხლის საწყისია, მასავით ახალი ენერგიის, მშვენიერებისა და სიყვარულის მომნიჭებელი. ამ პერიოდში ქალები განსაკუთრებულ სითბოსა და ყურადღებას ელიან საყვარელი, ახლობელი ადამიანებისგან.

კარგად ვიცი, რომ ქალს მამაკაცთან ურთიერთობისას დიდი სიფრთხილე და პატარ-პატარა ეშმაკობები სჭირდება. ალბათ ქალებს დროთა განმავლობაში დიდი გამოცდილება დაუგროვდათ. იქნებ, ამ გამოცდილებიდან ბევრი ქალისთვის საინტერესო და საგულისხმო რჩევები გაგვიზიაროთ...

მოტყუებული რომ არ დარჩეთ

იმისთვის, რომ მამაკაცმა არ მიატოვოს, ქალი კარგად უნდა დაუფიქრდეს საკუთარ ნაკლოვანებებს და ეცადოს, გამოასწოროს ისინი. კაცები თავიანთი რჩეულებისგან ლოგიკურ საქციელს ელიან, ამიტომ, თუ ქალი თავისი მავნე ჩვევების კორექტირებას მოახდენს, მისთვის ღია იქნება ნებისმიერი მამაკაცის გული.

ხშირად ამბობენ, რომ საუკუნეებს მხოლოდ ისტორია უძლებს, თუმცა გამონაკლისებიც ხდება. წალენჯიხელი ანტისა ხვიჩავა 132 წლისაა. ძალიან ბევრი აქვს მოსაყოლი, თუმცა ვერ ყვება, რადგან ვერ იხსენებს და საუბარიც უჭირს.


"1880 წელს დაიბადა. ჰყავდა ორი შვილი. ერთი მოუკვდა, ერთი - დარჩა. ახლა მარტო მე ვარ. 10 შვილიშვილი ჰყავს. კიდო შვილთაშვილები ჰყავს. ახლა ასაკიანია, მაგრამ, ისე ძლიერი ქალი იყო", - ყვება წალენჯიხაში მცხოვრები 132 წლის ქალბატონის, ანტისა ხვიჩიას შვილი, რომელსაც თავადაც უჭირს საუბარი და შვილთაშვილების ზუსტი რაოდენობა ერევა.



წინასაახალწლო პერიოდი მხოლოდ გრძელი რიგების სეზონი არ არის - ამ დროს ფსიქოლოგებსა და ფსიქოთერაპევტებსაც მძიმე დრო უდგათ, რადგან მათი პაციენტების რიცხვი ერთიორად იმატებს. სადღესასწაულო ფასდაკლებები ხომ ამწვავებს რთულ ფსიქოლოგიურ პრობლემას - შოპინგომანიას, საყიდლებზე სიარულისადმი აკვიატებულ სწრაფვას.
ზოგიერთი სპეციალისტი შოპინგომანიას ფსიქოლოგიურ დარღვევას უწოდებს, ზოგიერთი - ავადმყოფობას, ზოგიერთი კი მას ნარკოდამოკიდებულებასთან აიგივებს. ფსიქოლოგებს მიაჩნიათ, რომ შოპინგომანია არანაკლებ სერიოზული მოვლენაა, ვიდრე თამბაქოს წევა ან ალკოჰოლიზმი და მისი უგულებელყოფა არ შეიძლება. ცნობილია შემთხვევები, როდესაც ამ მანიით შეპყრობილმა ადამიანებმა, იმის გამო, რომ მათი ვალები თვალსა და ხელს შუა იზრდებოდა, სიცოცხლე თვითმკვლელობით
დაასრულეს.

 

1. რამდენი წელია, რაც უკანასკნელ სამუშაო ადგილზე მუშაობთ?
ა) ერთ წელზე მეტია;
ბ) სამ წელზე მეტია;
გ) 10 წელი და მეტია;
დ) რამდენიმე თვეა.




„სმარტფარმთან“ ინეტერვიუში ალერგიულ რინიტზე საუბრობს ბაია ბეზარაშვილი - ალერგოლოგ-იმუნოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
ისრაელში მასობრივი ვაქცინაცია დეკემბრის ბოლოდან დაიწყო. ვნახოთ, რა გვაჩვენა
Los Angeles Lakers-ის ერთ-ერთი მფლობელი, ექიმი პატრიკ სუნ-შიონგი მუშაობს კორონავირუსის საწინააღმდეგო ორალურ ვაქცინაზე,
ზოგიერთი პროდუქტი, რომელზეც არის ობის სოკო, განსაკუთრებით საშიშია.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად