ახალი წლის სამზადისი საკუთარი თავის მოვლით დაიწყეთ - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მარტი 2019

კითხვა-პასუხი

ახალი წლის სამზადისი საკუთარი თავის მოვლით დაიწყეთ

ახალი წლის სამზადისი საკუთარი თავის მოვლით დაიწყეთ
ახალი წლის წინ, როგორც წესი, ყველა ქალს უამრავი საქმე აქვს, ცდილობენ ყველაფერი მოა­სწრონ:


სახლის დალაგება, საახალწო კერძების მომზადება, საჩუქრების შეძენა... მხოლოდ საკუთარი თავისთვის ვერ იცლიან - უმეტესობას გადაღლილი სახე აქვს და ვერც საზეიმო განწყობას იქმნიან...


რით დავიწყოთ?

ყველაფერს აჯობებს, თუ დღეს კონტრასტული შხაპით დაიწყებთ. ის ენერგიით აგავსებთ, კანს კი სინორჩესა და ელვარებას შესძენს. სასურველია, პილინგიც ჩაიტაროთ, მით უმეტეს, თუ გულამოღებული კაბის ჩაცმას აპირებთ. კანის გამომშრალი, მკვდარი უჯრედების მოსაცილებლად სპეციალური სამურველი არსებობს, თუმცა შეგიძლიათ გამოიყენოთ უფრო მარტივი და ხელმისაწვდომი საშუალებაც: მაწონს
ან არაჟანს შეურიეთ მარილი, წაისვით მთელ სხეულზე და თბილი წყლით ჩამოიბანეთ. ეს ნაზავი გამოგადგებათ გაუხეშებული ქუსლების დასარბილებლადაც. ამის შემდეგ ტანზე თაფლი წაისვით (რა თქმა უნდა, თუ ალერგია არ გაქვთ), ორიოდე წუთი მოიცადეთ, რომ ოფლი მოგივიდეთ, მერე კი ჩამოიბანეთ. ამ პროცედურის შემდეგ კანი აბრეშუმივით დარბილდება და
განაზდება. მომდევნო ეტაპი სახის მოვლაა. მოსინჯეთ უმარტივესი კოსმეტიკური საშუალებები. მაგალითად, თოვლის ან ყინულის კომპრესი - თოვლი ან ყინული ტილოში გაახვიეთ და 7-8 წუთით დაიდეთ სახეზე. ნუ დაივიწყებთ ზედა ქუთუთოებს, ღაბაბსა და ყელს. ამ პროცედურისათვის საუკეთესო დრო დილაა. ცივი კომპრესი კანს გამოაცოცხლებს, სიგლუვესა და სასიამოვნო ვარდისფერს შესძენს. კომპრესამდე კი ორთქლის მარტივი ნიღაბი უნდა გაიკეთოთ: აიღეთ რბილი პირსახოცი, მისი შუა ნაწილი მდუღარე წყლით დაასველეთ და ფრთხილად დაიდეთ სახეზე. როცა გაცივდება, სახე თხელი ხელსახოცით შეიშრეთ და დამატენიანებელი კრემი წაისვით.

შეშუპებულ უპეებს ვერავითარი კოსმეტიკა ვერ უშველის. უმჯობესია, ასე მოიქცეთ: თვალებქვეშ წაისვით არაჟანი, 15 წუთის შემდეგ კი ცივი წყლით ჩამოიბანეთ. გამოგადგებათ ჩაიც, თანაც არა მარტო შეშუპების დასაცხრობად, დაქანცული ფეხების დასასვენებლადაც - მათ ხომ დიდი დატვირთვა ელით. ჩაასხით თასში თბილი წყალი და ჩაამატეთ საშუალო სიმაგრის ჩაის ნაყენი. ასეთი აბაზანა შესანიშნავად ხსნის დაღლილობას და არბილებს ფეხის ქუსლების გაუხეშებულ კანს. დღეს მოდურია ფრანგული პედიკიური: ფრჩხილები ვარდისფერი რომ გამოჩნდეს, ბოლოებზე წაისვით თეთრი ლაქი, მერე კი მთელ ფირფიტაზე ვარდისფერი ან გამჭვირვალე ლაქი გადაისვით. როცა საახალწლო სამზადისი დამთავრდება, მოიწესრიგეთ ხელები, დაიმუშავეთ ფრჩხილები და გადაისვით ლაქი. ახლა ვარცხნილობასა და მაკიაჟს მივხედოთ.


იდეალური ვარცხნილობა

დაიბანეთ თავი. რა თქმა უნდა, იცით, რომ შამპუნი თმის ტიპის მიხედვით უნდა შეარჩიოთ. წაისვით და ჩამოიბანეთ ბალზამ-კონდიციონერი (გირჩევთ, შამპუნიცა და ბალზამიც ერთი და იმავე ფირმისა იყოს). ისხურეთ (ან წაისვით) ვარცხნილობის დასაფიქსირებელი საშუალება. ვარცხნილობამ დიდხანს რომ გაძლოს, მიიფრქვიეთ თმის ლაქი.


საზეიმო გამოხედვა


ვიდრე თვალების მაკიაჟს შეუდგებოდეთ, ქუთუთეობზე გადაისვით ფონი და თანაბრად გაანაწილეთ თითით. ახლა შეგიძლიათ, თვალის ჩრდილი გადაისვათ. ამისთვის ძალზე მოხერხებულია მსხვილი ფუნჯი. ფანქარი ფრთხილად წაისვით - ეცადეთ, კონტური არც ფართო იყოს და არც წამწამების სიგრძეს აჭარბებდეს. ტუში ორ ფენად წაისვით. დაელოდეთ, ვიდრე პირველი კარგად გაშრება და მერეღა გადაისვით მეორე.


მოცულობის ეფექტი

მცირე ხრიკი გამომწვევი ტუჩების ეფექტის მისაღებად: ფაქიზად შემოივლეთ კონტურული ფანქარი, მერე კი ზედა ტუჩის შუაში სამკუთხედი დაიხატეთ. ძალიან მოხერხებულია ტუჩების საცხის წასმა ფუნჯით, როგორც პროფესიონალი ვიზაჟისტები იქცევიან. ქვედა ტუჩსა და ზედა ტუჩის სამკუთხედზე ძირითადი ტონი წაისვით, ტუჩების დანარჩენი ნაწილი კი უფრო ღია ფერის სადაფისებრი პომადით დაიფარეთ. დასასრულ, გადაისვით მბზინავი ფენა. ის უფერული უნდა იყოს, რათა მოცულობის ეფექტი არ დაიკარგოს.

გაითვალისწინეთ: მწვანე და თაფლისფერ თვალებს იასამნისფერი და წითელი ჩრდილები მეტ გამომსახველობას შესძენს. ცისფერი თვალები შეიძლება ყვითელი და მოწითალო-მოყავისფრო ჩრდილებით გამოვკვეთოთ. ქერა ქალბატონებს ძალიან მოუხდებათ მოვარდისფრო პომადასთან შეხამებული მუქი რუხი და მოწითალო-მოყავისფრო ტონები. წაბლისფერთმიანებს შოკოლადისფერი გამა შვენით, წითურებს - მუქი მწვანე და რუხი. შავთმიან ქალებს ძალიან უხდებათ თვალის მოყავისფრო ჩრდილები, ვარდისფერი და ატმისფერი ტუჩების საცხი. თვალები უფრო დიდი და მეტყველი გამოჩნდება, თუ ქუთუთოზე მუქი ტონის ჩრდილს წაისვამთ, წარბებქვეშ - კი უფრო ბაცს. ძალზე ეფექტურია ერთი ფერის მაკიაჟი (პომადა, ფერუმარილი, თვალის საღებავი). თუ ყველა რჩევას შეასრულებთ, ახალ წელს იდეალურ ფორმაში შეხვდებით.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
რეკომენდებული პროდუქტები
გონებრივი აქტიურობის შესარჩუნებლად-30აბი
ფასი: 34.9
ამცირებს ქოლესტერინის და ცხიმის დონეს-50მლ
ფასი: 26.9
ვაგინალური გამოყენებისათვის-10 სანთელი
ფასი: 39.9
მხედველობის ხელშეწყობისთვის-60აბი
ფასი: 44.9
მსგავსი სიახლეები
ახალი წელი ის ჯადოსნური დროა, როცა ყველას გონება შესაძენ საჩუქრებს დასტრიალებს, თვალს კი საახალწლოდ მორთული ქუჩები,
05-01-2018
31 დეკემბერს, "თბილისის მეტროპოლიტენი", ავტობუსები და საბაგირო "რიყე-ნარიყალა" მოქალაქეებს უფასოდ მოემსახურება.
31-12-2017
ახლოვდება შობა-ახალი წელი და ყველა ადამიანი ფიქრობს რა საჩუქრებით გაახაროს ოჯახის წევრები თუ მეგობრები.
10-12-2017
დიეტოლოგია
ზოგჯერ ისე ხდება, რომ არაერთი დიეტის დაცვის მიუხედავად ადამიანები წონის დაკლებას ვერ ახერხებენ. ამას
ადამიანები, რომლებიც სწრაფად ჭამენ, უფრო მეტს იწონიან მათთან შედარებით, ვინც უპირატესობას ნელა მირთმევას
მწვანე ჩაისა და სტაფილოში არსებულ ნაერთებს ალცჰაიმერის დაავადების განვითარების შეჩერების უნარი გააჩნია.
კატეგორიის სხვა სტატიები
ქალის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება სიცოცხლის ყველა ეტაპზე მნიშვნელოვანია,
ღამის ცვლაში მომუშავე ქალებს შეიძლება მენოპაუზა ნაადრევად (45 წელზე ადრე) დაეწყოთ.
გუშინ მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით უნდა დადგინდეს რატომ მოხდა გაზის გაჟონვა, საიდან მოხდა და
მეცნიერულად დადასტურებულია: • ქალის ტვინი მამაკაცისაზე 100 გრამით ნაკლებს იწონის, სამაგიეროდ, მის ნეირონებს შორის იმპულსთა გადაცემა
ქალის რეპროდუქციული აქტიურობის პერიოდი მხოლოდ გარკვეული ხნის განმავლობაში - მოზარდობიდან
ინტიმური ჰიგიენა ერთ-ერთი ისეთი საკითხია, რომელზეც ყურადღების მოდუნება ნამდვილად არ შეიძლება.
დაფნის ფოთოლს უძველესი დროიდან იყენებენ ხალხურ მედიცინაში, რადგან მას კულინარიულის გარდა, სამკურნალო დანიშნულებაც აქვს.
გინდათ, თქვენს სამზარეულოში ჭურჭელი ახალივით გამოიყურებოდეს?
არ არსებობს ადამიანი, რომელსაც ერთხელ მაინც არ განუცდია თავის ტკივილი. ეს უკანასკნელი აქვეითებს
გვესაუბრება ექიმ-რეანიმატოლოგი ნინო გრიშაშვილი. - ქალბატონო ნინო, რა არის მოწამვლა, რა ნიშნებით შეიძლება