დელიკატური რჩევები - რა უნდა იცოდეთ ბიუსჰალტერის მორგებისას - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

დელიკატური რჩევები - რა უნდა იცოდეთ ბიუსჰალტერის მორგებისას

არ ითვალისწინებს იმ ელემენტარულ რეკომენდაციებს, რომლებიც ამ ნივთის სხეულზე მორგებისას მნიშვნელოვანია.

პირველი შეცდომა, რომელსაც ქალები უშვებენ, ის გახლავთ, რომ მათი უმრავლესობა აზღუდს ყველაზე მჭიდრო (შიგნით მდებარე) კაუჭზე იკრავს. ქალების მცირე ნაწილი იკრავს შუამდებარე კაუჭზე და ყველაზე ნაკლები კი თავისუფალ (ბოლოში მდებარე) კაუჭს ანიჭებს უპირატესობას. მაგრამ როცა ბიუსჰალტერს მჭიდრო კაუჭზე იკრავთ, იგი მჭიდროდ ეკვრის სარძევე ჯირკვალს, დისკომფორტს უქმნის მას მოძრაობისას და შესაძლოა ტრავმირებაც კი გამოიწვიოს. ერთი ზომით მჭიდრო კაუჭზე მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა გადახვიდეთ, თუ წონაში დაიკელით.

მეორე შეცდომა ის გახლავთ, რომ ქალბატონები ბიუსჰალტერის ჩაცმის შემდეგ მის ფიალებს არ არგებენ ხოლმე სარძევე ჯირკვალს. ჩაცმის შემდეგ თითოეული ჯირკვალი კომფორტულად უნდა მოათავსოთ ბიუსჰალტერის ფიალაში, რათა ჯირკვლის ნაწილი არ მოყვეს ბიუსჰატერის სალტის ან ფიალის დამჭერი რკინის თუ პლასტმასის რგოლების ქვეშ. თუ ამას არ გააკეთებთ, ჯირკვლის ტრავმირების რისკი საკმაოდ მაღალი იქნება.

და ბოლოს, მესამე შეცდომა არის ის, რომ ამ ნივთის გარკვეული დროის განმავლობაში ხმარების კვალდაკვალ საჭიროა მისი ხელახალი მორგება, რისთვისაც სამხრეები უნდა დაამოკლოთ. ეს საჭიროება იმიტომ დგება ხოლმე, რომ ბიუსჰალტერის ქსოვილი იწელება, ეშვება და მკერს ვეღარ აფიქსირებს. მოშვებული ბიუსჰალტერი კი ისევე არასასურველია, როგორც ზედმეტად მოჭერილი.

ასე რომ, გაითვალისწინეთ ეს რჩევები, იყავით მოხდენილნი და ჯანმრთელნი!