მამაკაცის საზაფხულო ტენდენციები 2016 წლისთვის - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მამაკაცის საზაფხულო ტენდენციები 2016 წლისთვის

პრინტი

ხშირად საკმაოდ მკვეთრი და თვალშისაცემი პრინტი 2016 წლის გაზაფხული-ზაფხულის მნიშვნელოვანი და ძლიერი ტრენდია მამაკაცისთვის. ადრე მას მხოლოდ მაისურებზე ნახავდით, მოგვიანებით გადავიდა პერანგზე, ახლა კი პიჯაკებზე, ქურთუკებსა და ლაბადებზეც აღმოაჩენთ. ყველაზე პოპულარული თემებია: რთული ყვავილოვანი ხაზები და გეომეტრიული პრინტები.

კოსტიუმები 50-იანი წლების სტილში

შკინნყ ანდ შლიმ-ის ეპოქა დასასრულს უახლოვდება, მამაკაცისთვის შექმნილმა 2016 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციებმა ეს მოსაზრება მთელი სიცხადით დაადასტურა. ვიწრო სილუეტები საგრძნობლად შემცირდა, ეს განსაკუთრებით მამაკაცის კოსტიუმებს ემჩნევა. შარვლები უფრო მოცულობითი გახდა, პიჯაკები კი დაგრძელდა და ამერიკული ფილმებიდან მამაკაცის ომისშემდგომ სტილს მოგვაგონებს, ზოგიერთი მოდელი და კოლექცია 80-იანი წლების მიწურულის სტილს დაუახლოვდა. უდავოა, რომ ფართო, მოცულობითი სამოსი 2016 წლის ერთ-ერთი ტრენდია.

შორტები

მამაკაცის ტანსაცმლის კოლექციებში შორტები ფართოდ არის წარმოდგენილი. ის სოლიდური მამაკაცის გარდერობშიც აქტიურად მკვიდრდება.

კომბინეზონი

2016 წლის გაზაფხული-ზაფხულის ბევრ კოლექციაში კომბინეზონის რამდენიმე ვარიანტია ჩართული, მაგრამ მოდად ჯერ ვერ დამკვიდრდა. აი, მამაკაცის კომბინეზონს კი დიდი მომავალი აქვს. 70-იან წლებში ის ძალიან პოპულარული იყო როგორც ყოველდღიურ, ისე საქმიან ვითარებაში. მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა და ახლა ძველი დიდების დაბრუნების დროა.