ვოცნებობ დედობაზე - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ვოცნებობ დედობაზე

სამწუხაროდ, ბევრი ოჯახური წყვილი დიდხანს ელის ნანატრ ბავშვს. ამას მრავალი მიზეზი აქვს. უშვილობის ყველაზე გავრცელებული მიზეზი საშვილოსნოს მილების დაზიანება ან გამტარობის დარღვევაა, რასაც ხშირად ანთებითი დაავადება იწვევს. არსებობს სხვა პრობლემებიც: მიომა, ენდომეტრიუმის პოლიპი, საშვილოსნოს ლორწოვანი გარსის შეხორცება, თანდაყოლილი ანომალიები, მაგალითად, საშვილოსნოს განუვითარებლობა ან არარსებობა, მენსტრუალური ციკლის მოშლა, კვერცხუჯრედის განვითარების დარღვევა.

თუ ქალს მენსტრუაცია არარეგულარული აქვს ან საერთოდ არ აქვს, ეს საკმაო საბაბია გამოკვლევის ჩასატარებლად. ოვულაციის დარღვევა ხშირად ჰორმონულ დისბალანსთან არის დაკავშირებული. საბედნიეროდ, მისი დიაგნოსტირება ძნელი არ არის, მკურნალობაც შესაძლებელია და საკმაოდ ეფექტური. ცალკე თემაა ქალის ასაკი. თანამედროვე ქალები ცდილობენ, ჯერ კარიერას მიხედონ, მყარი სოციალური მდგომარეობა მოიპოვონ, მატერიალური ბაზა მოამზადონ და მერეღა ფიქრობენ შვილის გაჩენაზე. მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ 35 წლიდან თვითჩასახვის უნარი ქალებში საგრძნობლად მცირდება. ამ ასაკში დაორსულების შანსი 2-ჯერ ნაკლებია, ვიდრე 20 წლის ასაკში. თუმცა უშვილობა მხოლოდ ქალის ორგანიზმის თავისებურებებით ან მისი ჯანმრთელობის დარღვევით არ აიხსნება. მაგალითად, ათიდან ოთხ შემთხვევაში ერთადერთი ან ერთ-ერთი მიზეზი მამაკაცის უნაყოფობაა.

მაგრამ უნაყოფობის დიაგნოზიც რომ დაგისვან, იმედს ნუ დაკარგავთ! მთავარია, დრო არ დაკარგოთ და რაც შეიძლება ადრე მიმართოთ სპეციალისტებს. ექიმი გინეკოლოგი დაადგენს უნაყოფობის ფორმას და პრობლემის მოგვარების საშუალებებს შემოგთავაზებთ. უპირველეს ყოვლისა, შეგიმოწმებთ საკვერცხეების ჯანმრთელობას, გაარკვევს, ხდება თუ არა ოვულაცია, შეაფასებს საშვილოსნოს მილების გამტარობას და პარტნიორის სპერმის განაყოფიერების უნარს. უშვილობის მიზეზის დასადგენად ტარდება მცირე მენჯის ორგანოების ულტრაბგერითი გამოკვლევა, ჰისტეროსალპინგოგრაფია, ჰისტეროსკოპია, ლაპაროსკოპია, ენდომეტრიუმის ბიოფსია, იმუნოლოგიური ტესტი, ანალიზები ჰორმონებზე, სპერმოგრამა. ამის შემდეგ შესაძლოა საჭირო გახდეს კონსულტაცია და მკურნალობა ენდოკრინოლოგთან, ნევროპათოლოგთან, თერაპევტთან, ფსიქოთერაპევტთან, გენეტიკოსთან კომპლექსური გამოკვლევის შედეგების მიხედვით დაისვას უნაყოფობის დიაგნოზი. ყოველმხრივი გამოკვლევის შემდეგ სპეციალისტები მკურნალობის მეთოდს ინდივიდუალურად ურჩევენ თითოეულ წყვილს.

ეს შეიძლება იყოს ჰორმონული და იმუნოლოგიური დარღვევების მედიკამენტური კორექცია, ქირურგიული მკურნალობა ან რამდენიმე მეთოდის კომპლექსური შერწყმა. უნაყოფობას ექიმი რეპროდუქტოლოგები მკურნალობენ. მათ ხელთაა უახლესი დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიების ფართო არსენალი: საშვილოსნოსშიდა ინსემინაცია ქმრის ან სხვა დონორის სპერმით, ექსტრაკორპორალური განაყოფიერება და სხვა. მამაკაცის უნაყოფობის მძიმე ფორმების დროს ინიშნება ინტრაციტოპლაზმური ინექცია: მიკროსკოპის ქვეშ სპეციალური ინსტრუმენტით კვერცხუჯრედში ერთი სპერმატოზოიდი შეჰყავთ. დაორსულების ალბათობა დახლოებით 33%-ია. ეს პროცედურა განაყოფიერების ალბათობას ზრდის.

ექსტრაკორპორალურ განაყოფიერებას ხშირად უწოდებენ “სინჯარაში განაყოფიერებას”. სპეციალური პრეპარატების დახმარებით მომწიფებულ კვერცხუჯრედს სპერმატოზოიდებით ანაყოფიერებენ ქალის ორგანიზმის გარეთ, მერე კი ემბრიონები გადააქვთ საშვილოსნოში, სადაც ისინი განვითარებას აგრძელებენ. თანამედროვე რეპროდუქციული მედიცინა, თამამად შეიძლება ითქვას, სასწაულს ახდენს. მთავარია, ირწმუნოთ ეს და იმედი არ დაკარგოთ.