მასტიტის მკურნალობის ხალხური მეთოდები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მასტიტის მკურნალობის ხალხური მეთოდები

ან სადინრებიდან დაავადების გამომწვევების (სტაფილოკოკი, სტრეპტოკოკი და სხვ.) შეჭრამ გამოიწვიოს. თუმცა, ეს მწვავე ანთება არა მხოლოდ მეძუძური დედების პრობლემაა, მან შესაძლოა ორსულებშიც იჩინოს თავი (მედიცინაში რამდენიმე ასეთი შემთხვევაა აღწერილი). პათოგენური მიკროორგანიზმები დვრილის ნახეთქებიდან (ზედაპირული ჭრილობიდან) დვრილის ქსოვილთა სიღრმეში არსებულ ლიმფურ ძარღვებში იჭრება და ლიმფური გზით მთელ ძუძუში ვრცელდება.

საყურადღებოა, რომ მასტიტის განვითარება მეძუძური დედის ორგანიზმში მიმდინარე ინფექციური ხასიათის ქრონიკულმა პათოლოგიამაც შეიძლება განაპირობოს, ანუ ინფექციის გავრცელება ძუძუს ქსოვილებში სხვა კერებიდან მოხდეს, მაგალითად, ანთებადი ნუშურებიდან (ტონზილიტის დროს), დაავადებული კბილებიდან (კბილის რბილი ქსოვილების ანთების - პულპიტის შემთხვევაში), ცხვირის ღრუს ანთებადი წიაღებიდან (სინუსიტის დროს) და სხვ.

ხალხური მედიცინა მასტიტის მკურნალობის საკმაოდ ეფექტურ მეთოდებს ფლობს. ვიდრე რამდენიმე რჩევას შემოგთავაზებდეთ, მეძუძური დედების ყურადღება გვინდა მივაპყროთ მასტიტის თერაპიის აკრძალულ მეთოდზე.

რა უნდა გახსოვდეთ:

მასტიტის დროს ყოვლად დაუშვებელია ძუძუს გათბობა-გახურება (რასაც გამოცდილი დედები და ბებიები ხშირად მიმართავენ ხოლმე). გამათბობელი კომპრესი თუ სხვა საშუალება ეფექტურია მხოლოდ ლაქტოსტაზის (ძუძუს სადინრების დაცობისა და რძის შეგუბების დროს), მაგრამ კატეგორიულად უკუნაჩვენებია მასტიტის დროს. მაღალი ტემპერატურა ხელსაყრელ პირობებს ქმნის მიკროორგანიზმთა გამრავლება-გავრცელებისთვის, შესაბამისად, ანთებითი პროცესი ღრმავდება და დაავადება პროგრესირებს.

ხალხური მედიცინის ეფექტური მეთოდები:

ბრინჯის საფენები - მასტიტის დროს მდგომარეობას საგრძნობლად აუმჯობესებს (პროცედურიდან სულ ორიოდე საათში) წყლით განზავებული ბრინჯის ნახარშის საფენი. განზავებული მასა სქელი არაჟნის კონსისტენციის უნდა იყოს. ძუძუზე დადებული საფენი გათბობისთანავე უნდა გამოიცვალოს.

ახალი ბოსტნეული- მასტიტის დროს ძუძუში არსებული გამკვრივების შესამცირებლად რეკომენდებულია ძუძუზე კომბოსტოს ფურცლის ან ვირისტერფას ფოთლის დაფენა. კარგ ეფექტს იძლევა აგრეთვე გახეხილი სტაფილოს საფენიც. ჩამოთვლილი საშუალებები ანთებითი პროცესის კუპირებას ახდენს. ისინი ძუძუზე დოლბანდითა და აზღუდით უნდა დაიფიქსიროთ.

ტკივილის შემამსუბუქებელი კომპრესები:

1) სახამებლისა და ზეთის კომპრესი - სახამებელს შეურიეთ მცენარეული ზეთი (მზესუმზირის ან ზეითუნის) ისე, რომ მიიღოთ სქელი არაჟნისმაგვარი მასა. წაისვით ძუძუს გამკვრივებულ უბნებზე. 2-3 საათის შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით.

2) თაფლისა და ხაჭოს კომპრესი - დოლბანდის ნაჭერზე წაუსვით თხელ ფენად ჯერ თაფლი, ხოლო ზემოდან ხაჭო. მიღებული მასის კომპრესი დაიდეთ ანთებად ძუძუზე (შეგიძლიათ კომპრესისათვის განკუთვნილი სპეციალური ქაღალდიც დაიფინოთ მასის გაჟონვის თავიდან აცილების მიზნით), გაიჩერეთ მთელი ღამე. დილით ჩამოიბანეთ ოთახის ტემპერატურის წყლით.

თინათინ გოცაძე

მასტიტი

სარძევე ჯირკვლების პრობლემები ლოგინობის პერიოდში