გაზაფხულისთვის მზადება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

გაზაფხულისთვის მზადება

ზღვის სიღრმე მართლაც დიდ სიმდიდრეს ინახავს. ზღვის პროდუქტები საოცრად სასარგებლოა ორგანიზმისთვის. საგაზაფხულო განტვირთვისთვის გონივრულია ზღვის პროდუქტების დიეტის დაცვა. თუ ამერიკელთა გამოკვლევებს დავეყრდნობით, დიეტების პოპულარობა თანდათან ეცემა. ამავე დროს, სულ უფრო მეტი ადამიანი ისწრაფვის ჯანსაღი კვებისაკენ. ამიტომ საგაზაფხულო დიეტას საფუძვლად შეგიძლიათ დაუდოთ ზღვის კომბოსტო (ლამინარია). ის მდიდარია ვიტამინებით, მიკროელემეტებითა და ამინმჟავებით. ამასთან, აბსოლუტური რეკორდსმენია იოდის შემცველობის მხრივ, რომელიც ასე საჭიროა ფარისებრი ჯირკვლის ნორმალური ფუნქციობისთვის. წარმოიდგინეთ, მხოლოდ მაგნიუმი, რომელიც ქრონიკული დაღლილობის სინდრომს ხსნის, ლამინარიაში 11-ჯერ მეტია, ვიდრე ჩვეულებრივ კომბოსტოში. კიდევ ერთი სასიამოვნო ინფორმაცია - ზღვის კომბოსტო ამცირებს შიმშილის გრძნობას, ნაზად წმენდს ორგანიზმს, გამოაქვს წიდა და ტოქსიკური ნივთიერებები.

ბადეს ბარაქა მოჰყვება

ზღვის პროდუქტების დიეტას თვეში ერთი კვირა დაუთმეთ, ხოლო კვებასა და კვებას შორის, ინტერვალებში, სვით უგაზო მინერალური წყალი და მწვანე ჩაი. დღეში რეკომენდებულია 250 გრამი ზღვის კომბოსტოს მიღება (იხ. დიეტური მენიუს სქემა).  ზღვის ნობათი ადვილი ასათვისებელია და მაქსიმალური სარგებლობა მოაქვს. მასში ბევრია უჯერი ცხიმი, ფოსფორი, იოდი, სპილენძი, თუთია და კალიუმი. ასე რომ, ზაფხულში მხოლოდ შესაშური ფიგურით კი არ მოიწონებთ თავს, არამედ არაჩვეულებრივი განწყობითაც, იქნებით ენერგიით სავსე და ხალისიანი. გამოკვლევები ადასტურებს, რომ თევზის ქონი იცავს დეპრესიისგან. ბუნებრივი ანტიოქსიდანტები, მიდიები, მდიდარია ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავებით. კრევეტებში ცხიმი ცოტაა, სამაგიეროდ ბევრია ცილა. ზღვის პროდუქტები დაუბრუნებს თქვენს კანსა და თმას ბუნებრივ სილამაზესა და ბზინვარებას, შემატებს ძალასა და ელასტიკურობას. იმოქმედეთ არა მხოლოდ შიგნიდან, არამედ გარედანაც - შეარჩიეთ კოსმეტიკა და სხეულის მოვლის საშუალებები, რომლებიც დამზადებულია ზღვის წყლის, თევზის ქონის, ხიზილალისა და წყალმცენარეების საფუძველზე. ხშირად ინებივრეთ ქაფიან აბაზანაში, რომელშიც გახსნილი იქნება ზღვის მარილი. ეს ყველაფერი მოახდენს ეფექტს, რომელსაც გარშემო მყოფები უთუოდ დააფასებენ.

დიეტური მენიუს სქემა

საუზმე

ზღვის კომბოსტო (150 გ) + მოხარშული სტაფილო (კუბებად დაჭრილი) + მწვანე ბარდა (დაკონსერვებული) + ქორფა კიტრი (კუბებად დაჭრილი) + ზეითუნის ზეთი.

სადილი

მოხარშული ქათმის მკერდის ნაჭრები + ზღვის კომბოსტო (100 გ) + კამა გემოვნებით + ზეითუნის ზეთი.

გარნირი ერთია - ზღვის კომბოსტო, ხოლო ქათმის მკერდი შეგიძლიათ შეცვალოთ მოხარშული თევზით, ხბოს ხორცით ან მოხარშული კვერცხით. ზეითუნის ზეთის სასარგებლო თვისებები კონკურენციის მიღმაა. ის სასიკეთოდ მოქმედებს მთელ ორგანიზმზე: აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას, ამაღლებს იმუნიტეტს, ამტანობას. ყოველ დილა-საღამოს მიიღეთ 1 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი. ამით ახალგაზრდობას გაიხანგრძლივებთ. ზეთისხილი აქვეითებს “ცუდი” ქოლესტერინის დონეს ორგანიზმში და ანელებს დაბერების პროცესს, ამიტომ მიირთვით, რამდენსაც ისურვებთ. ამრიგად, თუ ზღვის პროდუქტების დიეტას დაიცავთ, ნამდვილად არ წააგებთ. მისი მეოხებით განიტვირთებით კიდეც და საგაზაფხულო განწყობილებაც დაგეუფლებათ.