რატომ არ უნდა ჩავვარდეთ პანიკაში ექოსკოპიის პასუხის წაკითხვისას – ტერმინები, რომლებიც პაციენტებს ერთმანეთში ერევათ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რა სიხშირით უნდა გაიკეთონ ქალებმა გინეკოლოგიური ექოსკოპია, თუ არაფერი აწუხებთ?

აქვს თუ არა ექოსკოპიას დასხივება და რამდენად უსაფრთხოა მისი ხშირი გაკეთება? – ექიმის განმარტება

დღეს ულტრაბგერითი დიაგნოსტიკა პირველადი კვლევის „ოქროს სტანდარტად“ მიიჩნევა, თუმცა პაციენტებში მის გარშემო მაინც უამრავი კითხვა და მითი არსებობს: აქვს თუ არა აპარატს რენტგენის მსგავსი მავნე დასხივება? რა არის ექოსკოპიის „ბრმა ზონები“ და რა შემთხვევებშია ის სრულიად უძლური?

ხშირად კვლევის სიზუსტეს თავად პაციენტებიც უშლიან ხელს არასწორი მომზადებით, დასკვნის დამოუკიდებლად წაკითხვის მცდელობა კი ხშირად უსაფუძვლო პანიკის მიზეზი ხდება. რომელი ორგანოების შემოწმებაა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი წელიწადში ერთხელ პრევენციისთვის და რაზეა დამოკიდებული კვლევის ხარისხი - აპარატურაზე თუ ექიმის თვალზე?

ამ და სხვა საინტერესო თემებზე mkurnali.ge-ს მკითხველს 25-წლიანი გამოცდილების მქონე ექიმი-ექოსკოპისტი, ლელა ჯოჯუა ესაუბრება, რომელიც საკუთარი პრაქტიკიდან გამორჩეულ და დაუჯერებელ შემთხვევებსაც გვიზიარებს

- ამბობენ, რომ ექოსკოპისტი არის ექიმი, რომელიც „ხედავს ყველაფერს“. რეალურად, რა არის ის მთავარი უპირატესობა, რის გამოც ექოსკოპია რჩება პირველადი დიაგნოსტიკის „ოქროს სტანდარტად“?

- არა, რა თქმა უნდა! ასე ცალსახად თქმა არ არის მართებული. ამ გამოკვლევასაც აქვს რიგი შეზღუდული შესაძლებლობები. ულტრაბგერა ვერ გადის ჰაერსა და გაზში, ამიტომ შესაბამისად ვერ ხერხდება ფილტვების და ნაწილობრივ შეზღუდულია ნაწლავების გამოკვლევა. ძვლის ქსოვილიც არ ატარებს ულტრაბგერას.

ექოსკოპიური გამოკვლევა უპირატესობად რჩება, იმის გამო რომ შესაძლებელია რეალურ დროში სწრაფად და უსაფრთხოდ შიდა ორგანოების დათვალიერება და შეფასება.

- როდის უნდა მივმართოთ ექოსკოპისტს პრევენციის მიზნით, მაშინაც კი, თუ არაფერი გვაწუხებს? (მაგალითად, წელიწადში ერთხელ რომელი ორგანოების შემოწმებაა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი?)

- პრევენციული მედიცინა დღეს უკვე ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულებაა, რადგან ბევრი დაავადება საწყის ეტაპზე სრულიად უსიმპტომოდ მიმდინარეობს. სწორედ ამიტომ, ექოსკოპიური კვლევა რეკომენდებულია მაშინაც კი, როდესაც ადამიანი არაფერს უჩივის. ქალბატონებს ვურჩევ სარძევე ჯირკვლებისა და გინეკოლოგიურ ულტრაბგერით გამოკვლევას წელიწადში ერთხელ.

eqoskopia-1779550391.jpg

- არსებობს თუ არა „საშიში“ სიმპტომების ჩამონათვალი, რომლის დროსაც ექოსკოპიის გადადება არ შეიძლება?

- კატეგორიული საშიში სიმპტომების ჩამონათვალი არ არსებობს, მაგრამ თუ ადამიანს გაუჩნდა ჩივილები და ცუდად გრძნობს თავს, უნდა მიმართოს ექიმს, რომელიც განსაზღვრავს თუ რომელი ექო გამოკვლევაა საჭირო ამ სიტუაციაში.

- ორსულობის დროს, გარდა ნაყოფის ვიზუალიზაციისა, რა არის ის კრიტიკული მომენტები, რასაც ექოსკოპია აკონტროლებს?

- ორსულობის პერიოდში ექოსკოპია აფასებს ნაყოფის მდგომარეობას და ორსული დედის ჯანმრთელობის მდგომარეობასაც, ეს იქნება ნაყოფის განვითარება და ზრდა თუ სისხლის მიმოქცევის შეფასება დედასა და ნაყოფს შორის.

- სად არის ექოსკოპიის „ბრმა ზონები“? არსებობს თუ არა ორგანოები ან დაავადებები, სადაც ექოსკოპია უძლურია და სხვა კვლევა (მრტ, კტ) აუცილებელია?

- ექოსკოპიური გამოკვლევა ნაკლებ ინფორმაციას იძლევა ძვლებისა და ფილტვების გამოკვლევისას და ამ შემთხვევაში ექოსკოპისტმა შესაძლოა მისცეს რეკომენდაცია დამატებით გამოკვლევაზე ეს იქნება რენტგენი, მრტ თუ კტ.

vaginaluri-1779550453.jpg

- რამდენად არის დამოკიდებული კვლევის სიზუსტე აპარატურის ხარისხზე და რამდენად - ექიმის თვალსა და გამოცდილებაზე?

- გამოკვლევის ხარისხს ექიმის განათლება და გამოცდილება განსაზღვრავს, სუსტი აპარატურა ზღუდავს ძალიან კარგი ექიმის შესაძლებლობებს, ხოლო ძლიერი ტექნოლოგია ვერ ანაცვლებს არასაკმარის გამოცდილებას.

- ბევრი პაციენტი ფიქრობს, რომ ექოსკოპია საზიანოა დასხივების გამო. რამდენად უსაფრთხოა ის ხშირი გამოყენებისას?

- ექოსკოპიას არ აქვს დასხივება, როგორც მაგალითად რენტგენს ან კომპიუტერულ ტომოგრაფიას. ის ეფუძნება ულტრაბგერით ტალღებს, რომლებიც ადამიანის ორგანიზმზე მავნე ეფექტს არ ახდენს.

- პაციენტების მხრიდან რა არის ყველაზე ხშირი შეცდომა, რაც კვლევის შედეგზე უარყოფითად აისახება? (მაგალითად: კვება, წყლის მიღება და ა.შ.)

- თუ პაციენტმა მუცლის ღრუს კვლევამდე ცოტა ხნით ადრე მიიღო საკვები, ხშირ შემთხვევაში ფიქსირდება ნაწლავების შებერილობა, რაც აქვეითებს გამოკვლევის ხარისხს. საშვილოსნოსა და საკვერცხეების ტრანსაბდომინალური გამოკვლევისას საჭიროა შარდის ბუშტის ადეკვატური ავსება და ზოგჯერ ნაწლავთა შებერილობის საწინააღმდეგო პრეპარატების მიღება. გინეკოლოგიურ გამოკვლევას აქვს თავისებურება, სხვადასხვა ინფორმაციის მისაღებად საჭიროა მენსტრუალური ციკლის სხვადასხვა ფაზაში კვლევის ჩატარება , მაგალითისათვის: ეს იქნება ენდომეტრიუმის სისქის შეფასება თუ ფოლიკულების ზრდის მონიტორინგი, პოლიპის ან ჰიპერპლაზიის დიაგნოსტირება. მე რეპროდუქციულ კლინიკაში ვმუშაობ და ამის საჭიროება პაციენტებში ხშირად დგას.

- არსებობს თუ არა ფაქტორები (მაგალითად, ჭარბი წონა ან მეტეორიზმი), რაც ხელს უშლის გამოსახულების ხარისხს?

- დიახ, ხშირ შემთხვევაში ჭარბი წონა და მეტეორიზმი ხელს უშლის ორგანოების კარგ ვიზუალიზაციას. მაგრამ მე მყოლია ჭარბ წონიანი პაციენტები, რომელთა გამოკვლევისას საკმაოდ კარგი ვიზუალიზაცია იყო.

- თქვენს პრაქტიკაში თუ ყოფილა შემთხვევა, როდესაც შემთხვევითმა ექოსკოპიამ ადამიანს სიცოცხლე შეუნარჩუნა?

- ჩემი ექოსკოპისტად მუშაობის 25 წლიანი გამოცდილებით საკმაოდ ბევრი განსაკუთრებული და მნიშვნელოვანი შემთხვევა მქონია. ყველა შემთხვევის ჩამოთვლა და გახსენება რთულია, ამიტომ ბოლო შემთხვევას მოგიყვებით. ამ დღეებში მყავდა 42 წლის უშვილო ქალბატონი, რომელმაც მოგვმართა მენსტრუაციის გადაცდენის გამო, ეგონა მენოპაუზის დაწყება და აღმოჩნდა 9 კვირის ორსულობა. კიდევ ერთ შემთხვევას მოვყვები: ჩვენს კლინიკაში გინეკოლოგს მიმართა 34 წლის ჩვილი ბავშვის დედამ, მისი ჩივილები იყო ლაქტაციის შეწყვეტის შემდეგ მენსტრუალური ციკლის არ მოსვლა (რამდენიმე თვის განმავლობაში), გინეკოლოგმა, რომელმაც დაუნიშნა ექო გამოკვლევა და აღმოჩნდა 23 კვირის ორსულობა.- ხშირად პაციენტები თავად ცდილობენ დასკვნის წაკითხვას და პანიკაში ვარდებიან. რა რჩევას მისცემდით მათ, სანამ დასკვნით მკურნალ ექიმთან მივლენ?

- დასკვნის წაკითხვა პაციენტისთვის აუცილებელია, მაგრამ მისი ინტერპრეტაცია ექიმის კომპეტენციაა. ექოსკოპიური აღწერა არის მხოლოდ სურათი, რომელიც უნდა შეაფასოს მკურნალმა ექიმმა პაციენტის ჩივილებთან, ანალიზებთან და ანამნეზთან ერთად.

ჩემს პრაქტიკაში მქონდა შემთხვევა, როდესაც ექოსკოპიურ დასკვნაში დაწერილი სიტყვები “ენდომეტრიუმის სისქე’’, პაციენტმა მიიჩნია, როგორც “ენდომეტრიოზი”, რაც სრულიად განსხვავებული ტერმინებია.