რკინადეფიციტური ანემიის ნაკლებად ცნობილი ნიშნები ქალებში
რკინის დეფიციტით იყოს გამოწვეული.
ამის შესახებ Daily Mail-ს ლონდონის სამედიცინო ლაბორატორიის ბრიტანელმა ექიმმა ავინაშ ჰარი ნარაიანანმა განუცხადა.
ექიმმა განმარტა, რომ რკინადეფიციტური ანემია არის მდგომარეობა, რომლის დროსაც ორგანიზმში რკინის ნაკლებობა იწვევს სისხლის წითელი უჯრედების რაოდენობის შემცირებას. ერითროციტებს (სისხლის წითელი უჯრედები) გადააქვთ ჰემოგლობინი და პასუხისმგებელნი არიან ქსოვილებისა და ორგანოების მეტაბოლურ პროცესებზე.
ორგანიზმში რკინის მარაგების დაქვეითება იწვევს ჯანმრთელობის გაუარესებას და ასევე ზრდის გულის დაავადებების, მძიმე ინფექციების და თირკმელების უკმარისობის რისკს.
ნარაიანანის თქმით, ქალები ორჯერ უფრო ხშირად განიცდიან რკინადეფიციტურ ანემიას, ვიდრე მამაკაცები.
ქალებში შეიძლება გამოვლინდეს პათოლოგიის ნიშნები, რომლებიც განსხვავდება ზოგადი, კლასიკური სიმპტომებისგან როგორებიცაა:
- სისუსტე,
- სიფერმკრთალე,
- აჩქარებული გულისცემა,
- ტინიტუსი,
- თმის ცვენა,
- პირის ღრუს წყლულები,
- ქოშინი.
ექიმმა განმარტა, რომ ქალების ორგანიზმში რკინის ნაკლებობამ შეიძლება გამოიწვიოს ყლაპვის გაძნელება და ენის ტკივილი (ან ქავილი), ასევე - გემოვნების ცვლილება.
აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდა და ორსული ქალები ყველაზე ყურადღებით უნდა იყვნენ ჯანმრთელობის მდგომარეობის ცვლილებებისადმი. მათ აქვთ რკინადეფიციტური ანემიის განვითარების ყველაზე დიდი რისკი.