/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-მოგესალმებიᲗ, ხᲨირად გწერᲗ ხოლმე.მოკლედ მყავს 20 Თვის ბიᲭი, დადის კერᲫო ბაᲦᲨი, დᲦეს გამოვიყვანეᲗ ბაᲦიდან დროებიᲗ რადგან, აქვს კოკსაკის ვირუსი, გუᲨინ დილიᲗ არაფერი ჰქონდა, საᲦამოს უმნიᲨვნელოდ ხოლო დᲦეს უკვე დააყარა, Თუმცა სახე და ზურგი სუფᲗა აქვს, სიცხეც არ აქვს, ᲧელᲨი ზემოᲗ ᲗეᲗრად აქვს ლაქები ერᲗი Თვის წინ ენტერო ვირუსიც გამოსცადა,ხოლო 1 წლის წინ ანუ როცა 6 Თვის იყო როტა ვირუსიც, ვცხოვრობᲗ ანტალიაᲨი, აქ ყველა ავად არის არ ვიცი რატომ,მოკლედ მაინტერესებს ვიყავიᲗ პედიატრᲗან დᲦეს და გვიᲗხრა ᲗავისიᲗ გავაო , ნუᲗუ არ არსებობს რაიმე წამალი? და როდის გავუᲨვა ბაᲦᲨი? დაემარᲗა დᲦეს 12.09.2024. მადლობა Თქვენ

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რჩევები

მარტი. დედა. ქალი

მარტი. დედა. ქალი
ქალთა დღესაც და დედის დღესაც მარტში აღნიშნავენ. ეს დღე მხოლოდ ქალებს უნდა ეკუთვნოდეთ.

ქალი ხომ სიცოცხლის საწყისია, ბედნიერებისა და სიყვარულის წყარო, მარტივით ჭირვეული, იდუმალი და ამოუცნობი... თანამედროვე ქალის ოჯახური ცხოვრება ბედნიერებითა და სიხარულით რომ იყოს სავსე, კარიერა კი – წარმატებული, ამის მოთხოვნილება მას თავად უნდა ჰქონდეს. თვითონვე უნდა მოინდომოს, შეეცადოს, რომ მისი გრძნობა და გონება სრულ ჰარმონიაში იყოს. ქალი ხან ბედნიერი იქნება, ხან უბედური – ეს ცხოვრების კანონზომიერებაა, რომელსაც ვერავინ შეცვლის, თუმცა ბედნიერებისკენ უნდა ისწრაფოდეს. სხვა საქმეა, რას მიიჩნევს ბედნიერებად... ათასწლეულების განმავლობაში მიაჩნდათ, რომ ქალს მხოლოდ ოჯახური კერის დაცვა ევალებოდა – ის, უპირველესად, კარგი დედა და დიასახლისი უნდა ყოფილიყო, სანიმუშო მეუღლე, პროფესიული თვითრეალიზაცია კი მამაკაცთა პრივილეგიად ითვლებოდა. დღეს ქალები წარმატებული კარიერით მამაკაცებს ტოლს არ უდებენ, ქვეყნის პრეზიდენტობაზეც კი აცხადებენ პრეტენზიას. აქვთ ამბიცია, რომ მშვენივრად შეუძლიათ საკმაოდ მსხვილი ფირმების მართვა. ქალი სულ უფრო აქტიურ პოზიციას იკავებს საზოგადოებაში. საზოგადოებრივი პროცესებიც იქით არის მიმართული, რომ შინ თუ გარეთ მთავარი ქალი გახდეს. რაღა თქმა უნდა, მამაკაცი ფიზიკურადაც, სექსუალურადაც და ეკონომიკურადაც უფრო ძლიერია და ამას ვერსად გავექცევით, მაგრამ ნებისმიერ ცხოვრებისეულ ვითარებაში ლიდერი მაინც ქალია. მამაკაცთა უმრავლესობაც წინააღმდეგი როდია, ლიდერის ისტორიული როლი ქალს გაუყოს. ის კი არა, ზოგიერთი მზად არის, ლიდერობა მთლიანად მშვენიერ სქესს გადაულოცოს.

პროფესია – დიასახლისი

თანამედროვე ქალიშვილები უფრო და უფრო ხშირად აცხადებენ, რომ მათთვის მთავარი კარიერაა. დრ­ონი იცვალნენ... მათი დედები უმთავრესად ისეთ ოჯახებში იზრდებოდნენ, სადაც „შემომტანი“ კაცი იყო. მიიჩნეოდა, რომ ქალს სათანადო განათლება უნდა მიეღო, მაგრამ მხოლოდ იმისათვის, რომ ღირსეული შვილები აღეზარდა და შეძენილი ცოდნა და გამოცდილება ოჯახისთვის მოეხმარებინა. ქალიც, როცა ბედი ისეთ მეუღლეს შეახვ­ედრებდა, რომელსაც ოჯახის მატერიალურ­ად უზრუნველყოფა შეე­ძლო, უმეტესად სიამოვნებით ამბობდა უარს სამსახურზე და დიასახლისთა რიგებს უერთდებოდა. თუმცა ეს სრულიადაც არ ნიშნავს, რომ მათი ცხოვრება მხოლოდ სადილების კეთებისაგან, დალაგება-დასუფთავებისა და ტელეფონზე საუბრისგან, ანდა საათობით ტელესერიალების ყურებისგან შედგებოდა. ქალების უმრავლესობა საკმაოდ განათლებული და გემოვნებიანი იყო, ესწრებოდა კონცერტებს, თეატრალურ წარმოდგენებს, მართავდა წვეულებებს, მოგზაურობდა და... მიაჩნდა, რომ ქალისთვის ეს ერთადერთი სწორი ცხოვრების წესი იყო. ჰოდა, ბუნებრივია, უკვირთ, რომ ახლა მათი ქალიშვილები მზად არიან, თავით გადაეშვნენ ბიზნესის ორომტრიალში და მყუდრო ბინის დიასახლისობა საქმიანი ქალის არცთუ იოლ ცხოვრებაზე გაცვალონ.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სვლა სირთულეებით

იმ ქალების ცხოვრება, რომელთაც კარიერის შექმნა გადაწყვიტეს, ნამდვილად არ არის იოლი და კომფორტული. ისინი მხოლოდ მაღალი კლასის სპეციალისტები კი არ უნდა გახდნენ, სრულყოფილადაც უნდა დაეუფლონ ურთიერთობის ხელოვნებას, შეეძლოთ, დაასაბუთონ თავიანთი კომპეტენტური აზრი, დაარწმუნონ ოპონენტები... გოგონები ჯერ კიდევ სწავლის პროცესში ეძებენ შესაძლებლობას იმუშაონ, პრაქტიკული გამოცდილება მიიღონ, ღრმად ჩასწვდნენ საბაზრო ეკონომიკის არსს. შრომისმოყვარეობას, მონდომებას, ნებისყოფას და მიზანსწრაფვას სასურველი შედეგი მოაქვს – პრესტიჟული სამუშაო და სტაბილური შემოსავალი, სიამოვნებისა და კმაყოფილების განცდა იმის გამო, რომ საკუთარი თავის რეალიზება მოახერხეს... ცხოვრება კი თანდათან დაბრკოლებებით რბოლას ემსგავსება: მიზანი – წარმატება – ახალი მიზანი, კვლავ წარმატება და კვლავ ახალი ამოცანა. მშობლები წუწუნებენ, პირადი ცხოვრებისთვის ვეღარ იცლიო, საღამოობით არაქათგამოლეული და გასავათებული ბრუნდები შინ, ვახშმობის თავიც აღარ გაქვს. სამაგიეროდ, თავად ხარ საკუთარი თავის ბატონ-პატრონი... რა დასამალია, საქმიანი ქალებიც ოცნებობენ ძლიერ და ერთგულ მამაკაცებზე, ბავშვებზე, მყუდრო სახლზე, მაგრამ ეს მათთვის ცხოვრების ერთადერთი მიზანი არ არის. როცა ბიზნესლედი ოჯახს ქმნის, ცდილობს, საოჯახო საქმეები, ბავშვების აღზრდა და მეუღლესთან ურთიერთობა თავის საქმიანობას შეუთავსოს. ეს არც ისე იოლია. კარიერა ბევრ დროსა და ენერგიას მოითხოვს, ოჯახს კი ყურადღება აკლდება. თუ ქალს საკმარისი შემოსავალი აქვს, შეუძლია თავს უფლება მისცეს და საოჯახო საქმეებში დამხმარე ან ძიძა აიყვანოს, ანდა ერთიცა და მეორეც, მაგრამ შვილებსა და მეუღლესთან ურთიერთობაში მის ადგილს ვერავინ დაიკავებს. იწყება გაუცხოება, თავს იჩენს პრობლემები, ურთიერთობისა და სიახლოვის დეფიციტი. ასე რომ, ქალს ძლიერი ნებისყოფა და დიდი ენერგია სჭირდება, რათა პროფესიულ ასპარეზზეც და ოჯახშიც სათანადოდ მოახდინოს საკუთარი თავის რეალიზება. ამისთვის კი საჭიროა ოჯახის წევრების თანადგომა, ურთიერთგაგება. სწორედ ასე მიიღწევა სრული ჰარმონია და ბედნიერება.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

დიასახლისების საზაფხულო განტვირთვა
დიასახლისების საზაფხულო განტვირთვა
საზაფხულო განტვირთვა ყველაზე მეტად, ალბათ, დიასახლის ქალებს სჭირდებათ, რომლებსაც მთელი წლის განმავლობაში ძალიან დიდი ფიზიკური თუ ფსიქიკური დატვირთვის აქვთ.
სრულად
კიდევ ერთხელ გარუჯვის საფრთხეების შესახებ

5 ყველაზე მავნე ინტიმური ჩვევა, რომელიც თითქმის ყველა ქალს აქვს

გთავაზობთ რამდნეიმე საგულისხმო რჩევას ქალის ყოველდღიურ საჭიროებებთან დაკავშირებით:
სრულად
ქალის 5 ქმედება, რომელსაც მამაკაცები ფლირტად მიიჩნევენ

ზოგჯერ ქალს შეუძლია გაიღიმოს და დაინტერესდეს ახლობელი მამაკაცის ცხოვრებით ისე, რომ ამას დიდი მნიშვნელობა არ მიანიჭოს.
სრულად
როგორ მოქმედებს გრიპის ვირუსი ქალის ორგანიზმზე

კოროვირუსული ინფექციის, ასევე გრიპის ვირუსის შემდეგ, განსაკუთრებით მძიმე მიმდინარეობის დროს, ხშირად ხდება მენსტრუალური ციკლის დარღვევა -
სრულად
მოდადქცეული საკეისრო და ბავშვის ფსიქოლოგიური პრობლემები

უკანასკნელი ოცწლეულის განმავლობაში, საქართველოშიც, ისევე როგორც არაერთ სხვა ქვეყანაში, რადიკალურად იმატა საკეისრო კვეთით მიმდინარე მშობიარობის წილმა.
სრულად
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

კალანხოე ვარიკოზული ვენების სამკურნალო ეფექტური საშუალებაა

რამდენიმე წელია ვენების ვარიკოზული გაგანიერება მაქვს. ქვედა კიდურებში სიმძიმის შეგრძნება და შესიება მაწუხებს.
სრულად

სამკურნალო წერილები

ყაბზობას ასე ვშველი
ყაბზობას ასე ვშველი
ცხოვრების არასწორი წესით, რომელიც ძირითადად მჯდომარე სამსახურსა და მშრალი კვების ნირს მოიცავს, ისე დავიავადე ნაწლავები, რომ
სრულად

სამკურნალო წერილები

კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის დაქვეითებული მჟავიანობის, წყლულოვანი დაავადების თანმდევი ტკივილისას გთავაზობთ:
სრულად

მარტი. დედა. ქალი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები