ჭკვიანი ქალი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ჭკვიანი ქალი

არასოდეს ადარებს საკუთარ თავს სხვას

მათგან ვერასოდეს მოისმენთ: „ის ჩემზე ლამაზია“, „მისი ქმარი უფრო მდიდარია“, „მას უფრო დიდი მკერდი აქვს“ და ა.შ. ჭკვიანი ქალები ბედნიერები და წარმატებულები არიან, რადგან თავიანთ საუკეთესო თვისებებს ავლენენ და შედარებებზე დროს და ნერვებს არ ხარჯავენ.

ასაკის არ ეშინია

წარმატებულ და ბედნიერ ქალებს ასაკის არ რცხვენიათ. არ ნერვიულობენ, თუ 40 ან 50 წელს გადასცილდნენ და სახეზე ნაოჭები გაუჩნდათ. მათ მშვენივრად იციან, რომ მათი ასაკი დაგროვილი გამოცდილება, ცოდნა და სიბრძნეა.

არასოდეს კამათობს

ეს ჭკვიანი ქალების ყველაზე მნიშვნელოვანი წესია, რადგან ნერვებს და დროს ყველაზე მეტად უფრთხილდებიან. ჭკვიანი ქალი არასოდეს კამათობს სულელთან, ჭკვიანთან კი კამათი საჭირო არ არის.

აკეთებს მხოლოდ იმას, რაც მოსწონს

ბედნიერი და ფინანსურად წარმატებული ქალები მხოლოდ ანაზღაურებისთვის არ მუშაობენ. ისინი ეძებენ გატაცებას, რომელიც საკუთარი შესაძლებლობების რეალიზებაში დაეხმარებათ. მათთვის ფული მეორეხარისხოვანია. თავიდან ეს გზა შეიძლება რთული და ეკლიანი ჩანდეს, მაგრამ დროთა განმავლობაში ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება.

აქვს საკუთარი ბედნიერების სტანდარტები და მხოლოდ მას მიჰყვება

ქალების უმეტესობისთვის ბედნიერების სტანდარტული მოდელი დიდი სახლი, ბევრი ფული, მდიდარი და საყვარელი მამაკაცი და ფუფუნებაა. გამოკითხვების თანახმად, განსხვავებული ბედნიერების მოდელი ქალების მხოლოდ 5%-ს აქვს და ყველაზე ხშირად სწორედ ისინი ხდებიან ყველაზე ბედნიერები, რადგან ზღაპრების არ სჯერათ. ისინი არ ელოდებიან პრინცს თეთრ რაშზე. დამოუკიდებლად მოქმედებენ და საკუთარ, სტერეოტიპულისგან განსხვავებულ სამყაროს ქმნიან.

სამწუხაროდ, ჭკვიან ქალებსაც აქვთ უდიდესი პრობლემა – მამაკაცები მათ ვერ იტანენ, ამიტომ ურთიერთობებში მათ სირთულეები ექმნებათ.

რა თქმა უნდა, ყოველთვის ასე არ ხდება, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში მამაკაცებს მათზე ჭკვიან ქალთან შეგუება უჭირთ.

რით განსხვავდება ჭკვიანი ქალი ბრძენი ქალისგან

  • ჭკვიანი ქალი, როცა აღმოაჩენს, რომ ქმარმა შეცდომა დაუშვა, შეახსენებს, რომ აფრთხილებდა ამის შესახებ.
  • ბრძენი ქალი კი ქმარს მხარში ამოუდგება, გაამხნევებს, ზოგჯერ შეიძლება ისე მოიქცეს, ვითომ ვერც კი შეამჩნია მისი შეცდომა.
  • ჭკვიანი ქალი კრიზისულ სიტუაციაში მართვის სადავეებს ხელში აიღებს და ქმარს სწორად ცხოვრებას ასწავლის.
  • ბრძენი ქალი კი ძალიან დელიკატურად მიანიშნებს მიმართულებას და მხარში ამოუდგება მეუღლეს მიზნისკენ მიმავალ გზაზე.
  • ჭკვიანი ქალი, ყველაფრის მიუხედავად, მაინც შეასწავლის შვილებს მათემატიკას.
  • ბრძენი კი ყოველ მათგანში საკუთარი სურვილების მქონე პიროვნებას დაინახავს.
  • ჭკვიანი ქალი სამსახურში ეცდება სხვებზე უკეთესი იყოს და არ დაუშვას შეცდომები. ამიტომ კოლეგები მის მიმართ ყოველთვის ფხიზლად იქნებიან.
  • ბრძენი ქალი კი კოლექტივში სიყვარულისა და სითბოს ატმოსფეროს შექმნის.
  • ჭკვიანი ქალი ჩაერევა უფროსი შვილების ცხოვრებაში, მისცემს მათ აუცილებლად გასათვალისწინებელ რჩევებსა და რეკომენდაციებს, ესაუბრება იმაზე, როგორ უნდა გაზარდონ სწორად შვილები.
  • ბრძენი ქალი შვილებს იმის უფლებას მისცემს, რომ თავად მიიღონ ცხოვრებისეული გამოცდილება და მხარში ამოუდგება ნებისმიერ სიტუაციაში.
  • ჭკვიანი ქალი შეებრძოლება დედამთილის გავლენას, ეცდება დაიცვას საკუთარი დამოუკიდებლობა, ეჩხუბება მშობლებს იმის გამო, რომ რჩევებს აძლევენ და მის ცხოვრებაში ერევიან.
  • ბრძენი ქალი უთქმელად მოისმენს ყველაფერს, გაიღიმებს, დაეთანხმება... მაგრამ მოიქცევა ისე, როგორც სურს... თუმცა სიყვარულით.
  • ჭკვიან ქალს სურს ყველა და ყველაფერი შეცვალოს ირგვლივ.
  • ბრძენი ქალი თავად დაიწყებს შეცვლას და მიიღებს სხვებს ისეთს, როგორებიც არიან.
  • ჭკვიანი ქალი ფიქრობს, რომ ბედნიერია ის, ვინც მართალია.
  • ბრძენმა ქალმა კი იცის, რომ მართალია ის, ვინც ბედნიერია.

7 რამ, რასაც ჭკვიანი ქალი არასოდეს ითხოვს მამაკაცისგან!

ბევრი ქალი თვლის, რომ მამაკაცებს მათი ვალი აქვთ. შედეგად, მსგავსი ფილოსოფია აკარგვინებს ნდობას და ურთიერთპატივისცემას. ხშირად ამას ქალები გვიან ხვდებიან. და მაინც, რას არ მოითხოვდა ჭკვიანი ქალი მამაკაცისგან?

1. ჭკვიანი ქალი დამოუკიდებელია და არ ითხოვს რჩენას.

საქმე არ ეხება ბავშვებს, არამედ ქალს. როცა ქალი მამაკაცს ხვდება, რატომღაც იწყებს მსგავსი ტიპის მოთხოვნებს: „მარჩინე, ჩამაცვი და გამართე“. მაგრამ, სინამდვილეში, მამაკაცი ვალდებულია არჩინოს მხოლოდ საკუთარი შვილები, როგორც, სხვათა შორის, ქალი.

2. ჭკვიანი ქალი არ ითხოვს მამაკაცისგან, უარი თქვას იმაზე, რაც უყვარს.

არასოდეს მოსთხოვოთ საყვარელ მამაკაცს, მიატოვოს სამსახური ან ჰობი იმისათვის, რომ მეტი დრო გაატაროს თქვენთან ერთად. ზრდასრულმა და გონიერმა ქალმა იცის, რომ ეს მამაკაცს დეპრესიასა და სტრესში აგდებს და რომ მამაკაცის ცხოვრება, საყვარელი ქალის გარდა, ბევრი სხვა რამისგანაც შედგება.

3. ის არ სთხოვს, უარი თქვას მეგობრებსა და ნათესავებზე.

ხშირად ხდება, რომ საყვარელი მამაკაცის მეგობრებიდან ან ნათესავებიდან ვინმე არ მოგწონთ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მამაკაცმა უნდა შეწყვიტოს მათთან ურთიერთობა. თუნდაც თქვენ ფიქრობდეთ, რომ ცუდ გავლენას ახდენდნენ თქვენს საყვარელ მამაკაცზე. უბრალოდ, წარმოდგენაც არ გაქვთ, რას ნიშნავს მამაკაცისთვის მრავალწლიანი მეგობრობა.

4. გონიერი ქალი არასოდეს მოსთხოვს მამაკაცს, გაიზიაროს მისი ინტერესები.

როცა მამაკაცი ვერ იტანს ცეკვას, თქვენ კი ოცნებობთ, იცეკვოთ მასთან ერთად სალსა, ის, სავარაუდოდ, უარს გეტყვით ამაზე. უბრალოდ, წარმოიდგინეთ, რომ მას ძალით მიჰყავხართ სათევზაოდ ყოველ კვირა დღეს, დილის 5 საათზე. შესაძლოა, ჩვენ არ ვიზიარებდეთ ერთმანეთის ინტერესებს, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ არ გვიყვარს და პატივს არ ვცემთ ერთურთს.

5. ჭკვიანი ქალი არ აიძულებს საყვარელ მამაკაცს, გახდეს სხვა ადამიანი.

ქალი, რომელმაც იცის ურთიერთობის ფასი, არ ითხოვს, რომ პარტნიორი შეიცვალოს. მას უყვარდება რეალური ადამიანი და იცის, რომ ადამიანები მხოლოდ მაშინ იცვლებიან, როცა ეს თავად სურთ. მამაკაცები, პირიქით, აფასებენ იმათ, ვინც იღებს მათ ისეთებად, როგორებიც არიან.

6. ჭკვიანი ქალი არ სთხოვს მამაკაცს, არ შეამჩნიოს სხვა ქალი.

სიმართლეს თვალი გავუსწოროთ: მამაკაცებს არ შეუძლიათ, არ მიაქციონ ყურადღება ლამაზ ქალებს. ეს მათი ბუნების საწინააღმდეგო იქნებოდა (ჩვენ არ ვსაუბრობთ, რა თქმა უნდა, ღია, დაუფარავ ფლირტზე). ქალებიც ხომ ვაქცევთ ყურადღებას სიმპათიურ ადამიანებს?! უბრალოდ, შეხედეთ ამას მშვიდად და ისე, როგორც ჩვეულებრივ მოვლენას.

7. ჭკვიანი ქალი ენდობა მამაკაცს.

ჭკვიანი ქალი არ ითხოვს პარტნიორისგან არა­ნაირ მტკიცებულებას. როცა კავშირი ნდობაზეა დაფუძნებული, ქალს თავშიც არ მოსდის, მოითხოვოს მისი ტელეფონი ან სოციალური ქსელების პაროლი შესამოწმებლად. ზრდასრული ადამიანი ამას შეურაცხყოფად მიიღებდა და მართალიც იქნებოდა.

დაბოლოს, იმისათვის, რომ ურთიერთობაში სიმშვიდე და ჰარმონია შეინარჩუნოთ, წადით კომპრომისზე და დათმეთ რაღაც მომენტში ორივე მხარემ. პატივისცემა, გულწრფელობა, მოთმინება და ემპათია – აი, რა უნდა იყოს ბევრი ორი ზრდასრული ადამიანის ურთიერთობაში.