სილამაზე მეცნიერული თვალთახედვით - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სილამაზე მეცნიერული თვალთახედვით

მაგრამ მამაკაცისთვის ამ ჩამონათვალში არის კიდევ ერთი პუნქტი: ლამაზი ქალი.

სწორედ კაცს ერგო განგებისაგან, შეიცნოს და შეაფასოს კაცობრიობის მშვენიერი ნახევრის სილამაზე. ძველი გამოთქმა, რომ მამაკაცს თვალებით უყვარს, დამტკიცებას არ საჭიროებს, მაგრამ მოდი, ვნახოთ, სახელდობრ რას აქცევენ ყურადღებას მამაკაცები, რათა მათ ფსიქოლოგიაში უკეთ გავერკვეთ.

მკერდი

მამაკაცის თვალს ინსტინქტურად იტაცებს დიდი მკერდი - გამრავლების ინსტინქტი უკარნახებს, რომ დიდი მკერდის პატრონ ქალს ყოველთვის ექნება შვილებისთვის სამყოფი რძე. თუმცა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ მკერდის ზომას არავითარი კავშირი არ აქვს რძის წარმოქმნასთან.

თეძოები

ფართო თეძოები იმის ნიშანია, რომ მშობიარობა ადვილად ჩაივლის, ვიწრო მენჯის პატრონს კი შესაძლოა მშობიარობა გაურთულდეს.

წელი

მამაკაცებს ვიწრო და მოქნილი წელი იზიდავს, რადგან ის ფართო თეძოების ერთგვარ ანატომიურ კომპენსაციას წარმოადგენს.

მუცელი

ჯანმრთელი ქალის ნორმალური აღნაგობა ყოველთვის გულისხმობს განვითარებულ ცხიმოვან შრეს, რომელიც ქალის სხეულის ფორმებს ერთგვარ სირბილეს ანიჭებს.

ფეხები

ქალის მაღალი, სწორი ფეხები ყველაზე მეტად იქცევს მამაკაცის ყურადღებას. მნიშვნელოვანია ბარძაყისა და წვივის სიგრძის თანაფარდობა. როცა წვივები უფრო გრძელია, ეფექტი მომაჯადოებელია. აქვე შეიძლება დავამატოთ ის, რომ ფეხსაცმლის მაღალი ქუსლი ფეხს სიგრძეს ანიჭებს, ხოლო სიარულს - სიმსუბუქეს.

თმა

მამაკაცებს გრძელი, ხშირი, ოდნავ ტალღოვანი და ღია ფერის თმა იზიდავს, თუმცა კი გრძელი და სქელი ნაწნავები დღეს მოდური აღარ არის. რაც შეეხება ქერა ქალბატონების მიმზიდველობას, აქ განმსაზღვრელი ალბათ ჩვენში მათი შედარებით იშვიათობაა.