დეტალები, რომლებიც ქალს მიმზიდველს ხდის - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

დეტალები, რომლებიც ქალს მიმზიდველს ხდის

პატარა, თითქმის უხილავი დეტალები, რომლებიც ქალს უფრო მიმზიდველს ხდის - ნაზი არომატი, ტუჩზე მსუბუქად კბენა, დახვეწილი ლავიწები და სხვა, კაცებს ჭკუიდან შლის.

1. მოკლე კაბა კისერზე შესაკრავით.

2. თბილი, გულწრფელი ღიმილი.

3. ქვედა ტუჩზე მსუბუქად კბენა.

4. „ვარსკვლავური ომების“ სიყვარული.

5. ტელეფონზე საუბრისას თითზე თმის დახვევა.

6. კარგად შერჩეული წითელი ტუჩსაცხი.

7. კარგად გამოკვეთილი ლავიწები.

8. მანქანის ფრთხილად ტარება.

9. მხიარული განწყობა, როცა ცოტა უფრო მხიარულია.

10. აზარტი, რომლითაც თქვენთან ერთად კომპიუტერულ თამაშებს თამაშობს.

11. სუნამოს ნაზი არომატი, რომელიც ჰაერში ტრიალებს.

12. ფრანგული მანიკიური.

13. მაღალი ღირსების გრძნობა.

14. საყვარელი ღიმილით გაღვიძება.

15. ნატურალური ბუნებრივი სტილი.

16. სათვალე რქიანი ჩარჩოთი.

17. თამამი „ჩოლკა“.

18. ზედმეტი ტუჩსაცხის მოსაშორებლად ხელსაწმენდზე კოცნა.

19. კომპიუტერის ან პროგრამირების კარგი ცოდნა.

20. ფანქრით დაუდევრად შეკრული თმა.

21. თავმდაბლობა და მოკრძალება.

რა თქმა უნდა, მისი გულწრფელი სიყვარული და ზრუნვა. ქალები ხშირად გარეგნობით უკმაყოფილოები არიან. მათ ყოველთვის რაღაცის გამოსწორება და შეცვლა სურთ.

ამავდროულად, მამაკაცები ჭკუას სწორედ ბუნებრივი სილამაზის გამო კარგავენ, ხიბლს როგორც დიდ, ასევე პატარა მკერდში ნახულობენ, ტკბებიან როგორც სწორი, ასევე ხვეული თმით.

ქალური კომპლექსები

აი, სამი მთავარი კომპლექსი, რომლებსაც სინამდვილეში მამაკაცები ჭკუიდან გადაჰყავს:

პატარა მკერდი

პატარა მკერდი გაქვთ? გულამოღებული კაბებისა და ღრმა დეკოლტეს ჩაცმის გრცხვენიათ? გგონიათ, რომ სექსუალური მხოლოდ დიდი ზომის მკერდია? აი, დამაჯერებელი არგუმენტები პატარა მკერდის სასარგებლოდ:

1. ფორმა და არა ზომა არის მნიშვნელოვანი

სამეცნიერო ჟურნალში - Evolotuion & Human Behavior გამოქვეყნებულმა კვლევამ აჩვენა, რომ მამაკაცებს ქალის მკერდის ზომაზე მეტად მისი ფორმა აინტერესებთ. სწორედ ამიტომ იმის მტკიცება, რომ დიდი მკერდი საპირისპირო სქესს იზიდავს, სულ მცირე, შეცდომაა.

კვლევამ აჩვენა, რომ მამაკაცები მიმზიდველად მკვრივ მკერდს მიიჩნევენ და არა ჩამოწელილს. სხვათა შორის, სიმკვრივე პატარა მკერდის უპირატესობაა.

საკმარისია რამდენიმე ცნობილი მსახიობი გაიხ­სენოთ, რომელთაც თაყვანისმცემლების არმია ჰყავთ. კირა ნაითლი, კეიტ მოსი ან კამერონ დიასი პატარა მკერდის მქონე სექსუალური ქალის ღირსეული მაგალითები შეიძლება იყვნენ.

2. მდიდარ და ღარიბ მამაკაცებს განსხვავებული შეხედულებები აქვთ

ერთ-ერთმა სამეცნიერო კვლევამ აჩვენა, რომ მამაკაცი რაც უფრო ღარიბია, მით უფრო მეტად იზიდავს ფუმფულა ფორმები. აი, მდიდარი და წარმატებული მამაკაცები, როგორც წესი, უპირატესობას პატარა მკერდს ანიჭებენ. ეს რას უკავშირდება, ჯერ უცნობია.

3. პატარა მკერდი უფრო ელეგანტურია

დაბოლოს, პატარა მკერდი უფრო ელეგანტურად გამოიყურება. გარდა ამისა, ფუმფულა ფორმები, როგორც წესი, ასაკს მატებს.

ფართო თეძოები

კიდევ ერთი რამ, რისიც ქალებს რცხვენიათ, მამაკაცებს კი აგიჟებს.

სქესობრივი მომწიფების პერიოდში ქალის თეძოები უფრო ფართოვდება, რაც მას დედობისთვის მომზადებულს ხდის. თეძოები არ იტყუებიან - ფართო თეძოები მამაკაცებისთვის არის სიგნალი, რომ მათ წინაშე მომწიფებული ქალია, რომელსაც ბავშვის გაჩენა შეუძლია.

საბედნიეროდ, სავსე თეძოები კვლავ მოდაში შემოდის. ფუმფულა თეძოების მქონე ბევრი ქალი ამით დაკომპლექსებულია და სულ ტყუილად!

მამაკაცები ლამაზი თეძოების დანახვაზე ჭკუას კარგავენ. ამასთან, სამეცნიერო კვლევები ადასტურებს, რომ მრგვალი ფორმის მქონე ქალები საპირისპირო სქესის წარმომადგენლებს მაგნიტივით იზიდავენ.

მუცელი

ყველა ქალის ოცნება იდეალურად ბრტყელი მუცლის ქონაა. ამ მიზეზით ისინი მკაცრ დიეტებს იცავენ და საათობით ვარჯიშობენ.

არადა, მამაკაცებს წელის არეში ეს ტკბილეულობა უყვართ. როგორც აღმოჩნდა, მამაკაცებს ქალის მუცელი უყვართ!

გაიხსენეთ მერილინ მონროს სიტყვები იმის შესახებ, რომ ქალი მუცლის გარეშე იგივეა, რაც ბინა ავეჯის გარეშე. მამაკაცები ქალის სილამაზის ეტალონად სწორედ ჰოლივუდის მსახიობის ფორმას თვლიან.

რთულია წარმოიდგინოთ ქვიშის საათის სხეულის ფორმა ფართო თეძოების, ლამაზი წელისა და ცოტა მუცლის გარეშე. სწორედ ამიტომ ცოტა მომრგვალებული მუცელი ხელს არ გიშლით, არამედ, პირიქით, მამაკაცებს იზიდავს.

ეცადეთ, საკუთარი კომპლექსები სიამაყის საგნად აქციოთ და თქვენ ყველაზე მიუღწეველი მამაკაცის გულსაც დაიპყრობთ.

10 რამ, რასაც მამაკაცები ყურადღებას აქცევენ, თქვენ კი - არა

ძალიან ხშირად მამაკაცების უყურადღებობას ვუჩივით, თუმცა მათი დაკვირვების შესაძლებლობის დაუფასებლობა არ ღირს. საკმაოდ გაოცებული დარჩებით, თუ გაიგებთ, რამდენ წვრილმანს ამჩნევს მამაკაცი ქალს, რომლითაც დაინტერესებულია.

შეიძლება ეჭვიც კი გეპარებათ, რომ მისი ყურადღების ობიექტი ხართ.

პირველი, რასაც მამაკაცები ყურადღებას აქცევენ:

1. რამდენს მიირთმევთ

დარწმუნებული იყავით, მამაკაცი ყურადღებას აქცევს იმას, პაემანზე რამდენს მიირთმევთ. პირველ რიგში, პანიკაში არ ჩავარდეთ და მცირე ულუფებით და მხოლოდ დიეტური სალათების ჭამა არ დაიწყოთ, უბრალოდ, ერთი რამ გაითვალისწინეთ: მამაკაცებს იმ ქალის გვერდით ყოფნა ურჩევნიათ, ვისთანაც თავს გაუმაძღრად არ ჩათვლიან. თუ თქვენ ჯანსაღი მადა გაქვთ, თვალთმაქცობა არ სცადოთ, რომ დიეტაზე ხართ. პირიქით, მიირთვით იმდენი, რამდენიც გსურთ, ასე მამაკაცი თქვენ გვერდით თავს კომფორტულად იგრძნობს.

2. თქვენი მაკიაჟი

შესაძლოა, მამაკაცმა ლაინერსა და ტუშს შორის სხვაობა ვერ შეამჩნიოს, მაგრამ აუცილებლად შეამჩნევს, მაკიაჟი გისვიათ თუ არა და რა რაოდენობით.

გამოკითხვის თანახმად, ბევრს მოსწონს, როცა გოგო მაკიაჟს იყენებს, რადგან ეს ქმნის შთაბეჭდილებას, რომ მან მამაკაცის მოსახიბლად დრო დახარჯა. ამავდროულად, კოსმეტიკის ჭარბად გამოყენება უფრო დაგაშორებთ მას. ასე რომ, მთავარია - ზომიერება.

3. ფერი, რომელსაც ყველაზე ხშირად იცვამთ

შეგიძლიათ შეამოწმოთ, რომ მამაკაცი ამჩნევს ფერს, რომელსაც თქვენ ტანსაცმელში ყველაზე მეტად უპირატესობას ანიჭებთ, იქნება ეს ნათელი, მყვირალა თუ ნეიტრალური. უფრო მეტიც, ის ქვეცნობიერად ეცდება იმავე ფერის ტანსაცმელი ჩაიცვას, რომ თქვენი გამოსახულება შეავსოს და მისთვის სასიამოვნო იქნება, როცა მის მცდელობას დააფასებთ.

4. მანიკიური

ერთი შეხედვით შეუმჩნეველი დეტალი ქალებისთვის, მაგრამ აქვს თუ არა მას მამაკაცისთვის მნიშვნელობა? ბევრი თვლის, რომ ქალები მანიკიურს მხოლოდ მათთვის იკეთებენ. თუმცა, დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ მამაკაცები ხელებს აკვირდებიან. სადღაც ქვეცნობიერში აღნიშნავენ, მანიკიურს იკეთებთ თუ არა, როგორი ფორმის ფრჩხილები გაქვთ და რომელი ფერის ფრჩხილის ლაქს ამჯობინებთ. თუმცა მამაკაცების უმეტესობა უფრო მოვლილ ფრჩხილებს ანიჭებს უპირატესობას.

5. რამდენად აქტიური ხართ

ზოგიერთ მამაკაცს შეყვარებულთან ერთად აქტიური პაემანის გატარება უყვარს, რომ ნახოს, ქალი მისთვის რაზეა წამსვლელი. შესაძლოა, ეს საკმაოდ უცნაური ჩანაფიქრია.

უფრო მეტიც, იმაზე ფიქრმა, რომ მამაკაცი თქვენს ფიზიკურ შესაძლებლობას აკვირდება, ოდნავ შეიძლება დაგაფრთხოთ. თუმცა ეს იმისთვის კეთდება, რომ გაიგონ, მზად ხართ თუ არა კომფორტის ზონიდან გამოსასვლელად.

6. თქვენი ღიმილი

მამაკაცების უმეტესობა კითხვაზე, პირველი პაემნიდან რა დაამახსოვრდათ, ამბობს, რომ დაამახსოვრდა პარტნიორის ღიმილი.

ქალებო, ამას ხომ ზედმეტი ძალისხმევა არ სჭირდება და მამაკაცის სუსტი წერტილი შეიძლება გახდეს, თუ მას სწორად გამოიყენებთ.

7. თქვენი უცნაური ჩვევები

თუ ზოგჯერ ისე არ იქცევით, როგორც დანარჩენები, უცნაურად ან სასაცილოდ, მამაკაცი ამას აუცილებლად დაიმახსოვრებს. თუ ეს თქვენი მამაკაცია, ის თქვენს უცნაურობას ჩუმად შეამჩნევს და მათ მიმზიდველად მიიჩნევს.

8. თქვენი მუსიკალური უპირატესობები

მამაკაცი ყოველთვის ამჩნევს, როგორ მუსიკას უსმენს მისი რჩეული. ხოლო როცა ქალი თავს თავისუფლად და კომფორტულად გრძნობს, მღერის და ცეკვავს, ეს უყურადღებოდ არ დარჩება. ეს შეიძლება იყოს საკმაოდ საყვარელი საქციელი მაშინაც კი, თუ ნოტებს ან რიტმს ერთმანეთში აურევთ.

9. ის, რაც გულს გტკენთ

მამაკაცი ამჩნევს, როცა ქალი განაწყენებულია ან უხასიათოდაა. თუმცა უჭირს გადაწყვეტა, ასეთ სიტუაციაში როგორ მოიქცეს.

მამაკაცების ნაწილი ელოდება, რომ ქალი გულს თავად გადაუშლის, ეტყვის, რა აწუხებს, ჩუმად არ იქნება ან უმნიშვნელო ფრაზებით არ შემოიფარგლება. სხვები კი ეცდებიან, ქალებმა პრობლემები მალე დაივიწყონ, გაართონ და გაამხნეონ ისინი.

10. ის, რაც თქვენ გახარებთ

კაცი გიჟდება, როცა ქალი ბედნიერია. სწორედ ამ მიზეზით ყველაფერს შეამჩნევს, რაც ქალის ღიმილს იწვევს და მომავალში ამას თქვენს გასაბედნიერებლად გამოიყენებს. ის ეცდება, ეს ღიმილი სულ უფრო ხშირად დაინახოს.