რა არის BB კრემი

ამ კრემს ისინი არა ყოველდღიურად, არამედ პლასტიკური ოპერაციების შემდეგ სახის კანის აღსადგენად იყენებდნენ. აბრევიატურა „BB“ ასე იშიფრება - Blemish Balm Cream ან Blemish Base Cream. ეს არის კრემი, რომელიც ნიღბავს და ფარავს კანის ნაკლოვანებებს.
თავდაპირველად მას გერმანული პლასტიკური ქირურგიის კლინიკების პაციენტები იყენებდნენ ღრმა პილინგის ან სახის პლასტიკის შემდეგ კანის აღსადგენად. კრემი ეხმარება ქსოვილების სწრაფ რეგენერაციას, რადგან კანის შეხორცების ბუნებრივი პროცესის შესანიშნავი სტიმულატორია. ფარავს იარებსა და ქირურგიული ჩარევის სხვა კვალს. კრემს გააჩნია დამატენიანებელი, აღმდგენი, დამცავი და ანთების საწინააღმდეგო ფუნქცია. ის აქტიურად ებრძვის გამონაყარსაც.
როგორ წავისვათ BB კრემი
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */
ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
ტონალური კრემივით, BB კრემიც სუფთა კანზე უნდა დაიტანოთ. კანში შეზელა მას არ სჭირდება. დასაწყისში დაამუშავეთ Т-ზონა, რადგან ის უფრო ცხიმიანია, შემდეგ კი U-ზონა. როგორც კი სიმშრალეს იგრძნობთ, ეს ნიშნავს, რომ კანმა კრემი შეიწოვა და შესაძლებელია სიწითლის, გამონაყარისა და კანის სხვა დეფექტის შენიღბვაც, ანუ BB კრემის კორექტორად გამოყენება.
როგორ ჩამოვიბანოთ BB კრემი
კრემი უნდა მოიშოროთ სპეციალური ჰიდროფილური ზეთით. წაისვით ზეთი სახეზე და დაიმასაჟეთ 1 წუთის განმავლობაში. სწორედ ეს დროა საჭირო BB კრემის კარგად გასახსნელად. შემდეგ გამოიყენეთ აპრობირებული დასაბანი საშუალება. ამით თავიდან აიცილებთ ფორების დახშობასა და სხვა უსიამოვნებებს. ამიტომ ჰიდროფილური ზეთისთვის ფულს ნუ დაინანებთ.