როდის და რატომ ვითარდება სარძევე ჯირკვლების ასიმეტრია - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როდის და რატომ ვითარდება სარძევე ჯირკვლების ასიმეტრია

- ქალბატონო დინა, რამდენად ხშირად გვხვდება მკერდის ასიმეტრია, ესთეტიკური მხარის გარდა, რა დისკომფორტის ან საშიშროების შემცველი შეიძლება იყოს ეს მოვლენა?

- როგორც წესი, ძალიან იშვიათად ვხვდებით იდენტურ სარძევე ჯირკვალს, რაც, ჩვეულებრივ, ქალის სხეულის ანატომიური თავისებურებაა და პათოლოგია არ არის. თუ ასიმეტრია არ ქმნის კოსმეტიკურ დისკომფორტს, რა თქმა უნდა, არანაირი ჩარევა არ არის საჭირო.

- რამდენადაა შესაძლებელი, სარძევე ჯირკვლების ასიმეტრია გამოწვეული იყოს რომელიმე არასიმსივნური პათოლოგიით?

- სარძევე ჯირკვლის ანთებითი დაავადებები (ლაქტაციური და არალაქტაციური მასტიტი) შეიძლება გახდეს ერთი ძუძუს ზომის მატებისა და ასიმეტრიის მიზეზი, რომელიც შესაძლოა დაექვემდებაროს კონსერვატიულ, მედიკამენტურ მკურნალობას. თუმცა შესაძლოა საჭირო გახდეს ქირურგიული ჩარევაც.

- სარძევე ჯირკვლების სხვადასხვა ზომა - აღინიშნება თუ არა ძუძუს კიბოს დროს და რატომ? ხომ არ ითვლება ეს სიმპტომი კიბოს ერთ-ერთ ადრეულ ნიშნად?

- არსებობს ძუძუს კიბოს შედარებით იშვიათი ფორმა (შეშუპებით-ინფილტრაციული), რომლის კლინიკური მანიფესტაცია სწორედ შეშუპებითა და ძუძუს ზომის მატებით ხდება. ამიტომ მსგავსი სიმპტომის არსებობა შესაძლოა მიუთითებდეს ძუძუს კიბოს არსებობაზე.

- მასტექტომიის ან ძუძუს სექტორული რეზექციის შემდეგ რამდენად მნიშვნელოვანია მკერდის სიმეტრიის აღდგენა?

- მასტექტომიის დროს ძუძუს სრულად კვეთენ, რაც, რა თქმა უნდა, იწვევს საკმაოდ უხეშ კოსმეტიკურ დეფექტს, ხოლო თუ ორგანოშემანარჩუნებელი ოპერაცია კეთდება, იშვიათია განსაკუთრებული სხვაობის განვითარების ალბათობა. თუმცა როგორც ერთ, ასევე მეორე შემთხვევაში შესაძლებელია, პაციენტის მოთხოვნის შესაბამისად, ჩატარდეს აღდგენით-რეკონსტრუქციული და მაკორეგირებელი მანიპულაციები. ასეთი გადაწყვეტილება სრულიად უსაფრთხო და თანამედროვე გაიდლაინებით დაშვებულია.

- მასტექტომიის ან ძუძუს სექტორული რეზექციის შემდეგ როდის შეიძლება გაკეთდეს ძუძუს პლასტიკა?

- ძუძუს პლასტიკა შესაძლოა გაკეთდეს როგორც ერთ მომენტად, ისე მოგვიანებით, რაც პაციენტის სიღრმისეული ინფორმირებისა და ერთობლივი გადაწყვეტილების შემდეგ წყდება.

- პოსტოპერაციულ პერიოდში რა გართულებებს შეიძლება ველოდოთ და როგორ ავირიდოთ ისინი?

- ძუძუს აღდგენით-რეკონსტრუქციული ოპერაციების რამდენიმე ვარიანტი არსებობს, რომელთა შერჩევაც ასევე აუცილებელია ინდივიდუალურად და მაქსიმალურად პაციენტზე მორგებულად. არის როგორც საშუალო სირთულის, ისე შედარებით რთული ოპერაციების ჩამონათვალი, რომელთა გართულებებიც და რისკებიც, შესაბამისად, მეტია ან ნაკლები.

ამ გართულებების თავიდან ასაცილებლად საჭიროა როგორც პროფესიონალურად წარმოებული ოპერაციული ტექნიკა, ასევე პოსტოპერაციული პერიოდის სწორი მართვა.

- რამდენხანს შეიძლება გაგრძელდეს რეაბილიტაციის პერიოდი და რას ურჩევდით პაციენტებს?

- რეაბილიტაციის პერიოდიც ოპერაციის მასშტაბზეა დამოკიდებული. ყველაზე ბევრი, ერთი თვე შეიძლება გაგრძელდეს და ამ პერიოდის განმავლობაში პაციენტებს ვურჩევდი, ზედმიწევნით შეასრულონ ექიმის რეკომენდაციები.