როდესაც თავის თმიანი ნაწილის კანი შრება და გვექავება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როდესაც თავის თმიანი ნაწილის კანი შრება და გვექავება

ისე გარეგანი ფაქტორები. მიზეზის დადგენა და პრობლემის გადაჭრის გზების მოძებნა პირველი ნაბიჯია დისკომფორტის მოსაგვარებლად და კანის მდგომარეობის გაუმჯობესებისა და სტაბილიზაციისათვის.

- რატომ შრება კანი თავის თმიანი ნაწილის მიდამოში და რა იწვევს ქავილს?

- როდესაც თავის მიდამოს კანის წყლის ბუნებრივი ბალანსი ირღვევა, შეიძლება აღმოცენდეს ქავილი და სიმშრალე. ეს არის კანის დაბერების ან მისი ზოგიერთი დაავადების ნიშანი, როგორებიცაა - ატოპიური დერმატიტი ან ფსორიაზი. სიმპტომებიც შეიძლება იყოს ძალიან მსუბუქი და მნიშვნელოვნად გამოხატული.

შინაგანი ფაქტორები, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს თავის თმიანი ნაწილის ქავილი და სიმშრალე, შემდეგია:

  • კანის დაავადებები, როგორებიცაა ატოპიური დერმატიტი ან ფსორიაზი;
  • ასაკი - ასაკის მატებასთან ერთად სულ უფრო მეტად შრება კანი;
  • ფიზიკური ან ემოციური სტრესი;
  • გენეტიკური ფაქტორები;
  • ჰორმონული ცვლილებები.

არსებობს გარეგანი ფაქტორებიც, რომლებმაც შესაძლოა გამოიწვიოს თავის თმიანი ნაწილის სიმშრალე და ქავილი:

  • ტემპერატურის ან წელიწადის დროის ცვლილება;
  • ცხოვრების წესის ფაქტორები, როგორებიცაა ცუდი კვება, მავნე ჩვევები; ზოგიერთი სამკურნალო საშუალება;
  • დაბინძურებული გარემო;
  • კოსმეტიკური შამპუნები, საპონი და თმის მოვლის საშუალებები.

მას შემდეგ, რაც თავის თმიანი ნაწილის ბუნებრივი დატენიანების პროცესი მცირდება, მისი დამცავი შრე შეიძლება აღმოჩნდეს საფრთხის ქვეშ, რაც ხელს უწყობს კანში მავნე ნივთიერებების შეწოვას და თავის თმიანი ნაწილის მიკროანთებას. ამით კიდევ შეიძლება უფრო მეტად გაღიზიანდეს კანი, რაც იწვევს ქავილს, სიწითლესა და დაჭიმულობის შეგრძნებას.

მიკროანთება და თავის კანი

მიკროანთება - ეს არის კანის მცირე ანთება, რომელიც იმდენად უმნიშვნელოა, რომ კლინიკური გასინჯვისას შეიძლება არც გამოჩნდეს. თუმცა მიკროანთებიანი კანის ქსოვილების გამოკვლევისას შეიძლება აღმოვაჩინოთ იმუნური სისტემის ანთებითი უჯრედები, სხვანაირად რომ ვთქვათ, კანი რეაგირებს გაღიზიანებასა და ანთებაზე და ამით ცდილობს აღდგენას. თუ კანის ანთებითი უჯრედები შემდგომ გაღიზიანებას ექვემდებარებიან, კანში შეიძლება დაიწყოს „ნამდვილი“ ანთებითი რეაქცია.

როგორ უკავშირდება ეს თავის თმიანი ნაწილის კანის მდგომარეობას? სულ უფრო მეტი მონაცემებია იმასთან დაკავშირებით, რომ თავის თმიანი ნაწილის მიკროანთებები მისი უფრო გავრცელებული მოშლილობის სიმპტომია, როგორებიცაა თმის ცვენა, ქერტლი, თავის კანის სიმშრალე, ქავილი და მომატებული მგრძნობელობა.

უეცრად დაწყებული თმის ცვენის ან მტვრევადობის მიზეზი შეიძლება იყოს: ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები, რკინის დეფიციტი ან აუტოიმუნური დაავადებები. ზოგიერთმა წამალმაც შეიძლება გააძლიეროს თმის ცვენა. ნებისმიერ ასეთ შემთხვევაში აუცილებელია ექიმ-დერმატოლოგის კონსულტაცია.

გავრცელებული მითია, რომ ძმარი, ნატურალური ერთერზეთი, საზოგადოდ, კანისთვის განკუთვნილი სოკოს საწინააღმდეგო სპრეი ეფექტურია თავის კანის ქავილისა და სიმშრალის სამკურნალოდ. არ არსებობს მტკიცებულება ამ მოსაზრებების სასარგებლოდ.