სასარგებლო რჩევები ქალებისთვის - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებისანდომერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სასარგებლო რჩევები ქალებისთვის

  • არ ივარჯიშოთ დილაობით, ეს ჯანმრთელობისთვის მავნეა. ორგანიზმის ცხოველქმედების მარეგულირებელი ყველა ჰორმონი სისხლში მხოლოდ დილის 11 საათისთვის გამომუშავდება. ამიტომ ამ დრომდე ფიზიკური დატვირთვა ორგანიზმისთვის სასარგებლო არ არის. ნებისმიერი ფიზიკური ვარჯიში დილის 11 საათის შემდეგ შეასრულეთ.
  • ყველა მტკივნეული პროცედურა, მაგალითად კბილის მკურნალობა, ნემსის გაკეთება ან ჭრილობის დამუშავება, შეეცადეთ დღის პირველ ნახევარში დაგეგმოთ. დილაობით ყველა პროცედურა შედარებით უმტკივნეულოდ ტარდება, საღამოობით კი ტკივილისადმი მგრძნობელობა იზრდება.
  • თუ საკუთარ წონას აკონტროლებთ, მოერიდეთ პაშტეტის მიღებას.
  • ნუ გარეცხავთ ჭურჭელს საღამოს. მოერიდეთ საღამოს ან ღამე ფიზიკურ შრომას. ამ დროისთვის მცირდება კუნთების ძალა. ყველაზე დაბალი შრომის უნარი დღე-ღამის განმავლობაში ღამის 2-დან 4 საათამდე ფიქსირდება.
  • ხორცის ნაჭრები, კატლეტი ან თევზი შეწვის წინ ამოავლეთ ფქვილში ან საფანელში. ეს გააუმჯობესებს მათ გემოს და გარეგნულად უფრო მიმზიდველს გახდის, ამასთან, მეტად შენარჩუნდება სასარგებლო თვისებები.
  • აბაზანაში იმაზე მეტი ტანის დასაბანი საშუალება არ ჩაასხათ, რაც შეფუთვაზეა მითითებული. სინთეზური ნივთიერებები აშრობს კანს და იწყება აქერცვლა.
  • ხარშვისას ბოსტნეულში მაქსიმალურად რომ შევინარჩუნოთ სასარგებლო ნივთიერებები, თავდაპირველად წყალში მარილი ჩაყარეთ და შემდეგ ჩაუშვით ბოსტნეული მდუღარე წყალში და ხარშეთ ნელ ცეცხლზე.
  • თუ ღამით გიწევთ მუშაობა, წაიხემსეთ არა მცენარეული, არამედ მეტი ცილოვანი საკვებით: ხორცი, თევზი, ხაჭო, კვერცხი, რძე, დალიეთ ცხელი ჩაი ან ყავა. სწორედ ცილები ზრდის ნივთიერებათა ცვლის ინტენსივობას და ცენტრალური ნერვული სისტემის ტონუსს.
  • ჩვეულებრივ, მანდილოსნები საღამოს არ ჭამენ. თუმცა ყველამ როდი იცის, რომ სახის კანიც ზარალდება საღამოს ნაყროვანებისაგან. დილით, ჩვეულებრივ, შუპდება ქუთუთოები, შეიძლება გამოვლინდეს სახის შეშუპებაც და კანზე გამონაყარი.
  • კანის სილამაზის, ახალგაზრდობის შესანარჩუნებლად შეეცადეთ შეინარჩუნოთ კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილი, რომელზეც დამოკიდებულია კანის ხარისხი. ამდენად, ზედმეტად ნუ გახდებით.
  • პერიოდულად მიირთვით ჟელატინის შემცველი კერძები (ლაბი და ა.შ.). მათი მიღებით უმჯობესდება ფრჩხილებისა და თმის სტრუქტურა.
  • უმნიშვნელოვანესია სრულფასოვანი ძილი, თუ არ გინდათ გასუქება. როგორც მეცნიერებმა დაადგინეს, ადამიანები, რომლებსაც 5 საათზე ნაკლები სძინავთ, უფრო მეტს იწონიან მათთან შედარებით, ვისაც 7 საათი სძინავს.