როგორ მოვუაროთ თმას კომპლექსური მოვლის შვიდი ეტაპი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ მოვუაროთ თმას კომპლექსური მოვლის შვიდი ეტაპი

1. თმის დავარცხნა

მოვლის ყველაზე ჩვეული რიტუალი დავარცხნაა. თმა არა მარტო დღის განმავლობაში უნდა დავივარცხნოთ, არამედ დაბანის წინაც. დაბანის დროს მცირე რაოდენობით თმის ცვენა ნორმალურია - ეს არის განახლების ბუნებრივი პროცესი, ახალი თმისთვის ადგილის გამოთავისუფლება. მაგრამ აბურდული თმის დაბანისას ჯანმრთელი თმის დაზიანების რისკი დიდია.

დავარცხნა უნდა დავიწყოთ თმის ბოლოებიდან. ნაზად, მკვეთრი მოძრაობის გარეშე დავივარცხნოთ ბოლოები და ნელ-ნელა გადავინაცვლოთ ძი­რე­ბისაკენ, ვიდრე მთლიანად არ დავივარცხნით თმას. ეს ნაკლებად ტრავმული მეთოდია. თმა არ ზიანდება და ამასთან, მარტივად ივარცხნება ყველაზე აწეწილი თმ­აც კი.

2. თავის თმიანი ნაწილის კანის პილინგი

პირველი და მნიშვნელოვანი საფეხური თავის თმიანი ნაწილის კანის ღრმა წმენდაა. ბევრი, სრულიად უსაფუძვლოდ, ამ ეტაპს გამოტოვებს. თავის თმიანი ნაწილის კანის სწორი მოვლა პირველი ნაბიჯია ლამაზი და ჯანსაღი თმის მისაღწევად.

თავის თმიანი ნაწილის პილინგი

შეიძლება იყოს სხვადასხვა სახის: აბრაზიული ნაწილაკებით ან მჟავების საფუძველზე, როგორც პილინგ-ნიღაბი. ისინი ერთნაირ ეფექტს ახდენენ, მაგრამ მჟავა პილინგი უფრო დელიკატურად და რბილად მოქმედებს.

პილინგით ხდება კანის გარქოვანებული უჯრედების მოშორება და ღრმა გასუფთავება, რაც ასტიმულირებს თმის ზრდას. თუ პილინგს შევუთავსებთ თავის კანის მსუბუქ მასაჟს, გაუმჯობესდება სისხლის მიკროცირკულაცია, რაც სასარგებლოა არა მარტო თმისთვის, ასევე ტვინისთვის.

არსებობს მოსაზრება, რომ პილინგი მხოლოდ ცხიმიანი თმისთვისაა საჭირო. ეს ასე არ არის. მშრალი კანიც საჭიროებს მას. ცხიმიანი კანის შემთხვევაში პილინგის გამოყენება შესაძლებელია კვირაში ორჯერ, ხოლო მშრალი და მგრძნობიარე კანისას - ორ კვირაში ერთხელ.

3. შამპუნი

თავის დაბანა თმის ყველაზე მარტივი და თვალსაჩინო მოვლის საშუალებაა. თუმცა აქაც ხშირად ვუშვებთ შეცდომას.

  • შამპუნის თავზე წასმის წინ ჯობს ის ხელისგულებზე ავაქაფოთ. ასე ის უფრო რბილად იმოქმედებს და არ გააღიზიანებს კანს.ნ შამპუნის თმის მთელ სიგრძეზე წასმა არ არის საჭირო. უმჯობესია თმის ძირებზე წასმა, გარკვეული დრო მასაჟი, ხოლო შემდეგ წარმოქმნილი ქაფის გადანაწილება თმის მთელ სიგრძეზე. როგორც წესი, თავის კანი უფრო სწრაფად ცხიმიანდება, ვიდრე თავად თმა. ასე კი ავირიდებთ თმის გამოშრობას. ნ დიდ როლს ასრულებს თავად შამპუნი, ის უნდა შეირჩეს კონკრეტული ამოცანის გადაწყვეტის თვალსაზრისით: დატენიანება, კვება, მტვრევის შემცირება, ღრმა გასუფთავება, მოცულობის მინიჭება და ა.შ.

4. თმის ნიღაბი

ნიღაბი თმის დამატებითი მოვლის საშუალებაა, განსაკუთრებით შეღებილი და ხვეული თმის დროს. ნიღაბი აღადგენს დაზიანებულ თმას, უბრუნებს მას სირბილესა და ბზინვარებას.

ნიღაბი უნდა წავისვათ სუფთა, პირსახოცით გამშრალებულ თმაზე. ასე აქტიური ნივთიერებები უფრო ღრმად აღწევს თმის სტრუქტურაში და უკეთეს შედეგს იძლევა. ნიღბის გაჩერების დრო დამოკიდებულია შემადგენლობასა და მოქმედ კომპონენტებზე. ამიტომ უნდა გავითვალისწინოთ მწარმოებლების რეკომენდაცია.

ნიღაბი არ უნდა წავისვათ თმის ძირებზე. გამონაკლისია თავის თმიანი ნაწილის კანისთვის განკუთვნილი ნიღაბი, რომელიც, პირიქით, მხოლოდ ძირებზე უნდა წავისვათ.

5. თმის ბალზამი

ნიღბის შემდეგ აუცილებელია ბალზამის წასმა, რომ ყველა სასარგებლო კომპონენტი თმის შიგნით გამყარდეს. თუ ნიღაბი კვირაში 1-2-ჯერ უნდა გამოვიყენოთ, აუცილებელია კონდიციონერი თმის ყოველი დაბანის შემდეგ წავისვათ. ის თმას ანიჭებს სირბილეს, სიგლუვეს.

  • ბალზამი უნდა წავისვათ მხოლოდ თმის სიგრძეზე. თმის ძირებზე წასმის დროს თმა დამძიმდება ან შეიძლება მიიღოს ჭუჭყიანი თმის ეფექტი. ნ მეტი არ ნიშნავს უკეთესს. არ შეიძლება კონდიციონერის დიდხანს თმაზე გაჩერება. ეს არ მოგვცემს დამატებით ეფექტს და შესაძლოა, ცხიმიანი თმის ეფექტიც კი მივიღოთ. უმჯობესია, დავიცვათ მწარმოებლის რეკომენდაციები.

6. თმის შრატი

საბოლოო ეტაპია მოვლა, რომელიც არ საჭიროებს ჩამობანას. ამისათვის არსებობს მრავალი საშუალება, რომლებიც სხვადასხვა პრობლემას აგვარებს. ფლუიდები, შრატი, ეთერზეთები არის თმის დამატებითი მოვლა და დაცვა მთელი დღის განმავლობაში. შრატების უმრავლესობა თმას ანიჭებს ბზინვარებას, ასწორებს და არბილებს. ასევე მას აქვს დამატებითი ფუნქციები: ეს შეიძლება იყოს თერმოდაცვა, დატენიანება, მტვრევადობის შემცირება ან ინტენსიური აღდგენა. ის ხსნის სტატიკურ ელექტროობას და ამკვრივებს თმას.

ნებისმიერი შრატი უნდა წავისათ თმის ბოლოებზე, ხოლო დარჩენილი საშუალება გავანაწილოთ სიგრძეზე. ასე არ მოხდება თმის გადატვირთვა და ცხიმიანი ბზინვარების ეფექტი.

7. თმის სწორი გაშრობა

ბევრისთვის თავის დაბანა სრულდება ელექტროსაშრობით თმის გაშრობითა და დავარცხნით. ჯობს თმას ბუნებრივად გაშრობის საშუალება მივცეთ. თუ ამის საშუალება არ არის, მაშინ უნდა გამოვიყენოთ თერმოდამცავი საშუალებები და გავიშროთ თმა მხოლოდ გრილი ჰაერით, რათა თავიდან ავირიდოთ მისი დაზიანება. ჰაერის ნაკადი მიმართული უნდა იყოს თმის ზრდის მიმართულებით, ანუ ძირებიდან ბოლოებისაკენ.