ქალის ტვინში „გენიტალური“ ზონა აღმოჩინეს
თითოეულ მონაწილესთან ვიბრაციული მემბრანის საშუალებით ახდენდნენ კლიტორის სტიმულაციას და ამავდროულად ახდენდნენ ტვინის სკანირებას მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფით. მეცნიერები აკვირდებოდნენ როგორ იცვლებოდა სომატოსენსორული ქერქის სხვადასხვა უბნის აქტივობა გენიტალიებზე შეხების საპასუხოდ.
სკანირებამ აჩვენა, რომ ტვინის გენიტალური ზონის სტრუქტურული სიმკვრივე უკავშირდებოდა ქალის სექსუალურ აქტივობას. რაც მეტი სქესობრივი კონტაქტი ჰქონდა მონაწილეს, მით მეტად ფართო აღმოჩნდა ტვინის ეს უბანი მასთან.
როგორც მკვლევარები აღნიშნავენ, ეს ურთიერთკავშირი მეტყველებს ტვინის პლასტიურობაზე: რაც უფრო აქტიურად გამოიყენება ცალკეული რეგიონი, მით უფრო დიდია ის და პირიქით.
მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ტვინის „გენიტალური ზონის“ სტრუქტურული სიმკვრივის მონაცემები მომავალში შეიძლება გამოყენებული იქნას სექსუალური დისფუნქციის, სექსუალური დევიაციის ან სხვა მსგავსი პათოლოგიის სამკურნალოდ.