დააკვირდით, სანამ შეიძენთ! - სახიფათო ნივთიერებები სახის კრემის შემცველობაში
ასეთი კრემების დიდ ნაწილს აქვს აქტიური კომპონენტების მეტად მცირე არსენალი, რომელიც ნამდვილად ებრძვის ნაოჭებს. ცალკეულ იაფფასიან კრემებში მსგავსი ელემენტები შესაძლოა არც იყოს, ამიტომ კარგად გაეცანით ინსტრუქციას.
კრემის სიძვირე სრულიადაც არ მიუთითებს მის სიკარგეზე. ზოგიერთ ძვირად ღირებულ ნაწარმში შესაძლოა საშიში კომპონენტებიც კი აღმოჩნდეს.
შევისწავლოთ მავნე ინგრედიენტები. პარაბენი (Paraben) - ყველა კრემი შეიძლება შეიცავდეს კომპონენტს, რომლის დასახელება მთავრდება “პარაბენზე”. მაგალითად, ბუტილპარაბენი (Butylparaben), მეთილპარაბენი (Methylparaben), პროპილპარაბენი (Propylparaben).
ეს კომპონენტები კონსერვანტებად გამოიყენება. პარაბენები უვნებლად მიიჩნევა, თუმცა ცალკეულ შემთხვევებში შესაძლოა ალერგიული რეაქციები ან კანის გაღიზიანება გამოიწვიოს. ალუმინის აცეტატი (Aluminum Acetate) - სახის კრემების წარმოებაში გამოიყენება როგორც შემკვრელი საშუალება. ხანგრძლივი გამოყენების შემთხვევაში შესაძლოა გამოიწვიოს კანის აქერცვლა. არაქიდონის მჟავა (Arachidonic Acid) - ეს კომპონენტი გამოიყენება კანის დასარბილებლად.
მას ზოგიერთი ცხოველის ღვიძლისგან იღებენ. კვლევებმა ცხადყო, რომ არქიდონის შემცველი მედიკამენტების ხანგრძლივი გამოყენება თრგუნავს კანის ნატურალურ დაცვას, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსალოდნელია ანთებითი პროცესები, ალეგიული რეაქციები, ფერიმჭამელების გაჩენა.
ბენზოკაინი (Benzocaine, Ethyl Aminobenzoate). კრემებში გამოიყენება როგორც კანის დამარბილებელი მედიკამენტი, ხოლო მედიკამენტური ჩვენებით ის ანესთეტიკია. მისი ხანგრძლივი ხმარება ნერვულ დათრგუნვას იწვევს.
ბითიონოლი (Bithionol) - კოსმეტიკაში გამოიყენება ბაქტერიოციდული თვისების გამო. მისი გვერდითი ეფექტია მზის სხივებისადმი კანის მგრძნობელობის მომატება, სიწითლე და ქავილი. პროპილენ გლიკოლი (Propylene Glycol). - გამოიყენება როგორც შემაკავშირებელი საშუალება. მისმა სიჭარბემ შესაძლოა გამოიწვიოს კანისა და თვალების გაღიზიანება, სიწითლე, ქავილი.
ცერეზინი (Ceresin) - გამოიყენება კრემის საჭირო კონსისტენციის შესანარჩუნებლად. იწვევს ალერგიას. დიეთილენგლიკოლი (Diethylene Glycol) - ეს კომპონენტი კრემს სისქეს მატებს. თუ გინდათ, იპოვოთ კრემი, რომელიც კანს გააახალგაზრდავებს, გააჯანსაღებს, მოიძიეთ მის შემდგენლობაში შემდეგი კომპონენტები:
- ალოე;
- ელ-კარნოზინი (L-Carnosine) - გამოიყენება ნაოჭსაწინააღმდეგო კრემების წარმოებაში;
- მწვანე ჩაის ექსტრაქტი (Camellia Sinesis Leaf, Green Leaf Tea Extract) - უძლიერესი ანტიოქსიდანტია;
- შის ზეთი (Shea Butter, Butyrospermum Parkii) - აქვს კარგი დამატენიანებელი თვისება და ამასთანავე უმნიშვნელო SPF ფაქტორი;
- ტკბილი ნუშის ზეთი (Sweet Almond Oil, Prunus Amygdalus Dulcis) - შესანიშნავად შეიწოვება კანის უჯრედებში, აქვს კარგი მკვებავი და დამატენინებელი ეფექტი;
- ნატრიუმის ჰიალურონატი (Sodium Hyaluronate) - აქვს ძლიერი ანტიმიკრობული თვისება.