ჰიგიენა სილამაზისთვის - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ჰიგიენა სილამაზისთვის

თუმცა ეს თქვენც კარგად იცით. როცა სხეულისა თუ სახის კანის მოსავლელ საშუალებას არჩევთ, ყურადღება უნდა მიაქციოთ მინერალებისა და ვიტამინების შემცველობას. არსებობს საშხაპე კრემები, რომლებსაც კანის გასწორების, გაჭიმვისა და მინერალიზების უნარი შესწევს. ისინი ნაზად ასუფთავებენ კანს და ავსებენ მას აუცილებელი ვიტამინებითა და მინერალური ნივთიერებებით.

კანი სუნთქავს

გასუფთავების წყალობით უმჯობესდება კანის სისხლით მომარაგება, იხსნება ფორები და კანს მკვდარი უჯრედები სცილდება. კანი უნდა გაიწმინდოთ დღეში მხოლოდ ორჯერ – დილას და საღამოს.

დაბანა

კანის გასუფთავება კომფორტული უნდა იყოს. მაგალითად, სიამოვნებას მოგგვრით დასაბანად განკუთვნილი დამამშვიდებელი გელი. სასიამოვნოა არომატული საპონიც. რა შეედრება ხელში მისი ნაზი ქაფის შეგრძნებას... ახლა მრავლადაა როგორც მაგარი, ისე ნახევრად მაგარი საპნები, რომლებიც ისევე არბილებს და ატენიანებს კანს, როგორც თხევადი. მწარმოებლები ამაზე ზრუნავენ.

მაშ ასე, გირჩევთ გამოიყენოთ:

  • ზეითუნის ზეთის შემცველი საპონი;
  • სხვადასხვა კრემის შემცველი რბილი საპონი დამარბილებელი ეფექტით;
  • ხილის, განსაკუთრებით გრეიპფრუტის შემცველი საპონი.

ინტიმური საკითხი

სხეულის განსაკუთრებით სათუთი ნაწილებისთვის არსებობს სპეციალური საშუალებები, რომლებიც არ აღიზიანებს კანსა და ლორწოვანს, შეიცავს გვირილისა და ალოეს ექსტრაქტს, ვიტამინებს, უპირატესად – E-ს. ასეთი საშუალებების უნიკალური ფორმულა აქრობს უსიამოვნო სუნს, არბილებს და ანოტივებს კანს.

თოვლივით თეთრი

მოვლილი სახის სასურველი სამკაულია მომხიბვლელი ღიმილი და თეთრად მოქათქათე კბილები. ალბათ, თქვენც ცდილობთ, საუკეთესო კბილის პასტა გამოიყენოთ, რომელიც სიჯანსაღესაც უნარჩუნებს კბილებსა და ღრძილებს და მათეთრებელი ეფექტიც აქვს.

არავითარი გამონაყარი

თუ მუწუკები განწყობას გიფუჭებთ, მუდამ თან იქონიეთ სპეციალური ჰიგიენური ხელსახოცები, რომლებიც საიმედოდ წმენდს კანს და გამონაყართან ბრძოლაში ეხმარება.

დემაკიაჟი

მაკიაჟის გაკეთება დიდი ოსტატობაა, მაგრამ არანაკლებია მოცილებაც. ამ პროცესში დაგეხმარებათ დემაკიაჟისთვის განკუთვნილი სველი ხელსახოცები, რომლებიც ყველა ტიპის კანისთვისაა, არ შეიცავს სპირტს, არ აღიზიანებს კანს და დამამშვიდებელ ეფექტსაც ახდენს.