ცივ წყალში დასველებული კბილის ჯაგრისით ტუჩების რეგულარული მასაჟი ასტიმულირებს სისხლის მიმოქცევას - როგორ გავხადოთ ტუჩები უფრო ელასტიკური და წითელი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ცივ წყალში დასველებული კბილის ჯაგრისით ტუჩების რეგულარული მასაჟი ასტიმულირებს სისხლის მიმოქცევას - როგორ გავხადოთ ტუჩები უფრო ელასტიკური და წითელი

  • ანთებითი პროცესის განვითარებისას აუცილებელია ტუჩებზე ანთების საწინააღმდეგო მალამოს წასმა. თუ ანთება გახანგრძლივდა, ღამით ტუჩები უნდა გაიწმენდოს ზეთით და ძილის წინ გვირილის საფენი გაკეთდეს.

 

  • მავნე ჩვევაა ტუჩების ლოკვა, მოკვნეტა. სიცივეში ხანგრძლივად ყოფნისას ლორწოვანი გარსისა და ტუჩების წითელი არშიის სისხძარღვები ვიწროვდება, სისხლის მიმოქცევა უარესდება, ვითარდება სიმშრალე, აქერცვლა და წვრილი ნახეთქები. ენით ტუჩების ლოკვა აღრმავებს ამ პროცესს, ამიტომ ეს ჩვევა უნდა მოიშალოთ.წითელ არშიაზე მუდმივად უნდა წაისვათ კაკაოს ზეთი აჰიგიენური პომადა. ეს საშუალებები ანთების განვითარებას ეწინააღმდეგება, იცავს ტუჩებს და ეხმარება უკვე არსებული ანთებისას შეხორცების პროცესს. ტუჩებზე გლიცერინის წასმა არაა რეკომენდებული, რადგანაც ის კანის სიმშრალეს იწვევს.

 

  • კვირაში ერთხელ ტუჩებიდამოიშორეთ მკვდარი უჯრედების ფენა. ამისათვის არსებობს სპეციალური პილინგი კრემის აჰიგიენური ტუჩსაცხის სახით. ანალოგიური ეფექტი შეიძლება მიიღოთ ცივ წყალში დასველებული კბილის ჯაგრისით ტუჩების რეგულარული მასაჟით. ეს პროცედურა ასტიმულირებს სისხლის მიმოქცევას, რის გამოც ტუჩები ხდება უფრო ელასტიკური და უმჯობესდება მისი ფერი.

 

  • ტუჩების სირბილისა და კონტურის სიმკვეთრისთვის სველ რბილ ჯაგრისს დააყარეთ მცირე რაოდენობით მარილი და ფრთხილად გაიკეთეთ ტუჩების მასაჟი. მკვდარი უჯრედები მოშორდება, გააქტიურდება სისხლის მიმოქცევა და ნივთიერებათა ცვლა. ამას გარდა, ყოველ საღამოს წაისვით ზეთოვანი A ვიტამინი.

  • თაფლი- ყოველდღიურად წაისვით ტუჩებზე მცირე რაოდენობით თაფლი. მასში შემავალი ვიტამინები და ფრუქტოზა არბილებს და ათანაბრებს კანს.დახეთქილი ტუჩების განკურნება თაფლით შეიძლება. კვირაში 1-2-ჯერ გაიკეთეთ ტუჩების მასაჟი კბილის რბილი ჯაგრისითა და ორი წვეთი თაფლით. ის დაარბილებს ტუჩებს.

  • ტუჩები გაიწმინდეთ ლიმონის წვენით, რაც მას ჯანსაღსა და მოვლილ იერს მიანიჭებს. კიტრის წვენი ტუჩებს ნაზსა და რბილს ხდის. წაისვით და გაიჩერეთ იგი სრულ შეწოვამდე.

წაიკითხეთ სრულად