როგორი უნდა იყოს თქვენი დილის რუტინა, თუ მშრალი კანი გაქვთ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორი უნდა იყოს თქვენი დილის რუტინა, თუ მშრალი კანი გაქვთ

სახე შემთბარი რაფინირებული მზესუმზირის ზეთით გაისუფთავეთ. ჭარბი ზეთი რბილი, ქაღალდის ხელსახოცით მოიშორეთ. არსებობს გაწმენდის სხვა ხერხებიც:

  • პირი დაიბანეთ რძიანი წყლით (1 წილი რძე და 1 წილი წყალი ან 1/3 წ. რძე და 2/3 წ. წყალი). წყალი უნდა იყოს გადადუღებული, ოთახის ტემპერატურის.სახეზე წაისვით ცოტაოდენი არაჟანი, რომელიც დაარბილებს კანს და წინააღმდეგობის უნარს გააძლიერებს. არაჟნის ნარჩენები ოთახის ტემპერატურის გადადუღებული წყლით ჩამოიბანეთ.

  • კანი სპეციალურად მომზადებული ნარევით გაიწმინდეთ: კვერცხის გულს 100 გრამი ნაღები შეათქვიფეთ. 1 ჩაის კოვზი არაყი და 5-15 წვეთი ლიმონის წვენი დაუმატეთ. გამოყენების წინ ნარევი შეანჯღრიეთ. სახეზე ბამბის ტამპონით რამდენჯერმე წაისვით. სასურველია, ტამპონი ხშირად გამოცვალოთ. ეს ნარევი კარგად არბილებს და ათეთრებს კანს.

  • სახე გაიწმინდეთ შვრიის ნახარშით (1 ლიტრ მდუღარე წყალზე 2 სუფრის კოვზი შვრია; გააცივეთ და დოლბანდში გადაწურეთ).

  • პირი დაიბანეთ კარტოფილის ფქვილის ნახარშით (1 ჩაის კოვზი კარტოფილის ფქვილი მოადუღეთ 1 ლიტრ წყალში).

  • კვირაში ერთხელ პირი დაიბანეთ ანადუღარი წყლით, მაგრამ სახეზე წინასწარ წაისვით მაიონეზი, რომელიც ასე უნდა მოამზადოთ: კვერცხის გულს დაუმატეთ 1 სუფრის კოვზი რაფინირებული მზესუმზირის ზეთი და კარგად ათქვიფეთ. მაიონეზი წაისვით სველ კანზე სახის ხაზების გასწვრივ, წრიული მოძრაობებით. წარმოქმნილი ქაფი გადადუღებული წყლით ჩამოიბანეთ.

ნიღბები მშრალი კანისთვის

კვერცხის გულისა და არაჟნის კრემი

100 გრამ არაჟანს შეათქვიფეთ კვერცხის გული, დაუმატეთ ნახევარი ლიმონის წვენი და კარგად აურიეთ. შინ მომზადებული კრემები ადვილად ფუჭდება. ამიტომ მათი დიდხანს შენახვა არ არის რეკომენდებული - მაქსიმუმ 7 დღე. კრემმა შესაძლოა კანის გაღიზიანება გამოიწვიოს, ამიტომ ხმარების წინ სასურველია სინჯის ჩატარება: ცოტაოდენი კრემი წაისვით ყურის უკან ან კისერზე. თუ ორ საათში კანი არ გაგიწითლდათ, არ აგექავათ და არ აგეწვათ, კრემის გამოყენება დასაშვებია. კრემი სახეზე მაქსიმუმ ორი საათით უნდა გაიჩეროთ. ძილის წინ ზედმეტი კრემი უნდა მოიშოროთ რბილი ხელსახოცით. ღამით სახეზე შეიძლება წაისვათ მზესუმზირისა და აბუსალათინის ზეთის ნარევი. ზოგ შემთხვევაში მშრალ კანზე შესაძლებელია მთელი ღამით კრემის დატოვება. ამ დროს რეკომენდებულია მისი წასმის სველი წესი. ოდნავ მარილიან წყალში დასველებულ და გაწურულ ბამბის ტამპონზე წაუსვით ცოტაოდენი ცხიმიანი კრემი და მსუბუქი მოძრაობებით დაიდეთ სახის კანზე. კრემის ასეთი მეთოდით წასმისას კანში ერთდროულად ცხიმიც აღწევს და ტენიც.