/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

გამარჯობათ, ესეთი რამე მაინტერესებს, ჩემი ძმისშვილი არის 4 წლის ვაჟი. თავის ტოლებთან შედარებით ასერომვთქვათ ოდნავ ჩამორჩება მათ მენტალურად. დაგვყავს ბაღში, ასევე სახელმწიფო პროგრამაზე ბავშვთა განვითარების ცენტრში. აქვს პრობლემა იმასთან დაკავშირებით რომ, არის ნერვიული, არის ძალიან ჯინიანი. თუ ვეტყვით ასე ნუ გაააკეთებ ეს ცუდია მაინც იმას აკეთებს. ლაპარაკითაც თავის ტოლებს ჩამორჩება. არ თამაშობს არავისთან, ურჩევნია იყოს თავისთვის, ანუ ვერ შედის კონტაქტში. ლოგოპეტი გვყავდა რომელიც სახლში აკითხავდა და მის დანახვაზე ტირილს იწყებდა ახლოს არ ეკარებოდა, იმიტომ რომ ის უთითებდა ქცევებზე და ეს ჩვენი ბავშვი ამას ვერ იტანდა, ანუ მისი ვერ გაქონდა ლოგოპედთან და მთლად შეძულდა იმ ქალის მოსვლა. ადვილად იმახსოვრებს ყველაფერს, განსაკუთრებით აქვს თვალის მეხსიერება კარგი. დავაკვირდით იმასაც რომ მისი ბაღის ამხანაგებს შეუძლიათ ბაღში ნანახი მის მშობლებს მიუტანონ ენით ანუ მოუყვნენ რა მოხდა იმ დღეს. ამას კიდევ ასეთები არ ახასიათებს, არასდროს არაფერს ამბობს ბაღში რა ხდებოდა ან რამე. გვეუბნებიან რომ აქვს ქცევის პრობლემები რომლის გამოსწორებას სჭირდება სპეციფიკური მიდგომა... გვეშინია რომ მენტალურად ვერ განვითარდება როგორც მისი ტოლები. თერაპევტმა გვითხრა როგორც უნდა მოვიქცეთ, ანუ ბავშვი უნდა ჩავრთოდ საზოგადოებრივ აქტივობებში. ვასეირნოთ სუფთა ჰაერზე, ვუყიდოთ რამე შინაური ცხოველი და ა.შ. მას ასევე ჰყავს 1 წლის დაიკო, ექიმმა გვითხრა რომ ისიც რისკის ჯგუფშია იმიტომ რომ ქცევა არის გადამდები და შეიძლება მისი ძმისგან გადაიღოსო. ვცდილობთ ეკრანთან და ტელეფონთან არ მივუშვათ. იმიტომ რომ ბიჭს ყოველთვის მულტფილმებს ვაყურებინებდით ტელეფონში და იმანაც გავლენა მოახდინა მის ტვინზე. რა უნდა ვქნათ და რა მოვიმოქმედოთ რომ 4 წლის ბიჭმა თავის თანატოლებს დაეწიოს ქცევითი განვითარებაში. და რა იყოს მათზე უკან დახეული მენტალურად. გვირჩიეთ კიდევ დამატებით რამე. მადლობა

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რჩევები

ქალური ბედნიერება

ქალური ბედნიერება
ქალი – სიცოცხლის საწყისი, ბუნების მშვენიერება, ზოგჯერ ამოუცნობი, იდუმალი, შეუცნობელი,

რომელიც ყველაფერს საუკეთესოს იმსახურებს, ის ყოველთვის სიხარულით სავსე და ბედნიერი უნდა იყოს, თუმცა ყველა ქალისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ქალური ბედნიერება, მაგრამ ყველა ქალისთვის ქალური ბედნიერება სხვადასხვა რამეს ნიშნავს.

გაზაფხული, მარტი, დედის დღე და ქალთა დღე – უკვე განუყოფელია. ამ პერიოდს გაზაფხულის სიხარულთან ერთადდ ქალებისთვის გამორჩეული ყურადღება და სიყვარული მოაქვს. ალბათ, შემთხვევითი არ არის, რომ ქალთა დღეს მარტში აღნიშნავენ. ეს თვე ძალიან ჰგავს ქალს – ჭირვეულსა და შეუცნობელს. მარტი ხომ გაზაფხულის დასაწყისია, გაზაფხული კი ბუნების გაღვიძების დროა, ახალი სიცოცხლისა და სურნელის მომტანი.

როგორია თანამედროვე ქალი, რა არის მისთვის მთავარი?

ქალის ოჯახური ცხოვრება ბედნიერი რომ იყოს, კარიერა კი – წარმატებული, ეს თავად უნდა მოინდომოს. ეცადოს გრძნობისა და გონების ჰარმონიზებას. ცხოვრება საკმაოდ რთულია, ქალი ხან ბედნიერია, ხან უბედური, მაგრამ ბედნიერებისკენ სწრაფვა არ უნდა შეწყვიტოს. სხვა საქმეა, რა არის ბედნიერება. ათასწლეულების განმავლობაში მიაჩნდათ, რომ ქალს მხოლოდ ოჯახური კერის დაცვა ევალებოდა. ის, უპირველესად, კარგი დედა, სანიმუშო მეუღლე და დიასახლისი უნდა ყოფილიყო. პროფესიული თვითრეალიზაცია მამაკაცთა პრივილეგიად მიიჩნეოდა. დღეს კი ქალები წარმატებულ კარიერაში მამაკაცებს ეცილებიან. ქვეყნის პრეზიდენტობა თუ არა, რომელიმე კომპანიის ან ფირმის ხელმძღვანელობა მაინც – აი, მათი პროგრამა-მინიმუმი.

ქალი სულ უფრო აქტიურ პოზიციას იკავებს საზოგადოებაში. შინ თუ გარეთ მიმდინარე პროცესებიც ეხმარება მის მოწინავეობას. რაღა თქმა უნდა, მამაკაცი ფიზიკურად, სექსუალურად და ეკონომიკურადაც უფრო ძლიერია, – ამას ვერსად გავექცევით, – მაგრამ ნებისმიერ ცხოვრებისეულ ვითარებაში ლიდერი მაინც ქალია. მამაკაცთა უმრავლესობაც წინააღმდეგი როდია, ლიდერის ისტორიული როლი ქალს გაუყოს ან საერთოდ გადაულოცოს მას ეს პოზიცია. საქართველოში ეს ტენდენცია თვალსაჩინოა – ბოლო ათწლეულების განმავლობაში ქალმა თითქმის სრულად იტვირთა ოჯახისა თუ შვილების მატერიალური უზრუნველყოფის მთელი სიმძიმე...

შეკითხვა ექიმს
<p>-სალამი. მაქვს რკინადეფიციტური ანემიის თანხმდები თრომბოციტოზი (ჭარბი რაოდენობა ნორმაზე 200 ერთეულით), ვმკურნალობ. ბუნებრივი საშუალებები რა არის თრომბოციტების ნორმალიზების?</p>

მოწოდებით დიასახლისი

თანამედროვე ქალიშვილები სულ უფრო ხშირად აცხადებენ, რომ მათთვის მთავარი სამსახური და კარიერაა. დრონი იცვალნენ... მათი დედები უმთავრესად ისეთ ოჯახებში იზრდებოდნენ, სადაც „შემომტანი“ მამაკაცი იყო. მიიჩნეოდა, რომ ქალს სათანადო განათლება უნდა მიეღო, მაგრამ... მხოლოდ იმისთვის, რომ ღირსეული შვილები აღეზარდა და მთელი ცოდნა და გამოცდილება ოჯახისთვის მოეხმარებინა. ქალიც, როცა ბედი ისეთ მეუღლეს შეახვედრებდა, რომელსაც ოჯახის მატერიალურად უზრუნველყოფა შეეძლო, უმეტესად სიამოვნებით ამბობდა უარს სამსახურზე და დიასახლისთა რიგებს ემატებოდა. თუმცა ეს სრულებითაც არ ნიშნავს იმას, რომ მათი ცხოვრება მხოლოდ სადილ-ვახშმის კეთების, რეცხვა-ლაგებისა და ტელეფონზე საუბრისგან შედგებოდა. ქალების უმრავლესობა საკმაოდ განათლებული და გემოვნებიანი იყო, ესწრებოდა კონცერტებს, თეატრალურ წარმოდგენებს, მართავდა წვეულებებს, მოგზაურობდა და მიაჩნდა, რომ ქალისთვის ეს ერთადერთი სწორი ცხოვრების წესი იყო. ჰოდა, ბუნებრივია, უკვირთ, რომ მათი ქალიშვილები მზად არიან, ბიზნესის ორომტრიალში გადაეშვან და მყუდრო ბინის დიასახლისობა საქმიანი ქალის არცთუ იოლ ცხოვრებაზე გაცვალონ.

დაბრკოლებების გადალახვა

იმ ქალების ცხოვრება, რომელთაც პროფესიული კარიერის შექმნა გადაწყვიტეს, ნამდვილად არ არის იოლი. ისინი მხოლოდ მაღალი კლასის სპეციალისტები კი არ უნდა გახდნენ, არამედ სრულყოფილად დაეუფლონ ურთიერთობის ხელოვნებას, ჰქონდეთ უნარი, დაასაბუთონ თავიანთი აზრი, დაარწმუნონ ოპონენტები. გოგონები ჯერ კიდევ სწავლისას ეძებენ შესაძლებლობას, იმუშაონ, პრაქტიკული გამოცდილება მიიღონ, ღრმად ჩასწვდნენ საბაზრო ეკონომიკის არსს, დაეუფლონ უცხო ენებს. შრომისმოყვარეობას სასურველი ნაყოფი მოაქვს – პრესტიჟული სამუშაო და სტაბილური შემოსავალი...

ცხოვრება თანდათან რბოლას ემსგავსება: მიზანი – წარმატება – ახალი მიზანი – კვლავ წარმატება და კვლავ ახალი ამოცანა. მშობლები წუწუნებენ, რომ შვილები პირადი ცხოვრებისთვის ვეღარ იცლიან, ძალიან იღლებიან და საღამოობით შინ დაბრუნებულებს ვახშმობის თავიც აღარ აქვთ. სამაგიეროდ, თვითონვე არიან საკუთარი თავის ბატონ-პატრონნი. საქმიანი ქალებიც ოცნებობენ ძლიერ და ერთგულ მამაკაცებზე, ბავშვებზე, მყუდრო სახლზე, მაგრამ ეს მათთვის ერთადერთი მიზანი არ არის. როცა ბიზნესლედი ოჯახს ქმნის, ცდილობს, საოჯახო საქმეები, ბავშვების აღზრდა და მეუღლესთან ურთიერთობა საქმიანობას შეუთავსოს, ეს კი არც ისე ადვილია. კარიერა დიდ დროსა და ენერგიას მოითხოვს. ოჯახს კი ყურადღება აკლდება. თუ ქალს საკმარისი შემოსავალი აქვს, შეუძლია თავს უფლება მისცეს საოჯახო საქმეებში დამხმარე აიყვანოს, მაგრამ შვილებსა და მეუღლესთან ურთიერთობაში მის ადგილს ვერავინ დაიკავებს... აქ იწყება გაუცხოება, პრობლემები. ასე რომ, ქალს ძლიერი ნებისყოფა და დიდი ენერგია სჭირდება, რომ პროფესიულ ასპარეზზეც და ოჯახშიც სათანადოდ რეალიზდეს.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

ქალური ბედნიერება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები